კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

კვებითი შუქნიშანი – მედიკამენტების ურთიერთქმედება პროდუქტებთან

0

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

კვებითი შუქნიშანი – მედიკამენტების ურთიერთქმედება პროდუქტებთან

სოფელ ჩიქუნეთში ისტორიული მარანი აღდგა

0
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთსა და ჩხუტუნეთში სრულად აღდგა შუასაუკუნეების დროინდელი ისტორიული მნიშვნელობის მარნები, რომლებიც ადგილობრივი კულტურის სიმბოლოს წარმოადგენს!
 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სააგენტოს დირექტორთან ზაურ ახვლედიანთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირიან კვირიტიძესთან ერთად ჩიქუნეთის – ილიას მარანის რეაბილიტირებულ პროექტს გაეცნენ.
მაჭახლის ხეობაში არსებული სხვა ქვიტკირის მარნების მსგავსად, ჩიქუნეთის მარანიც საცხოვრებელი სახლის კომპლექსში შემავალი ქვით ნაგები მარნის ტიპს წარმოადგენს.
ძეგლის რეაბილიტაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელდა. შენარჩუნებული იქნა მარნის ავთენტური სახე, ქვის წყობის ხასიათი, კამაროვანი გადახურვა. არქიტექტურული კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრება განხორციელდა პირვანდელი ქვებისა და მასალების გამოყენებით.
 პროექტის განხორციელებისთვის 87 000 ლარი დაიხარჯა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

0
ერთიანი ეროვნული გამოცდები

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. საქართველოს 12 ქალაქში, გამოსაცდელების მისაღებად უკვე მზად არის 24 საგამოცდო ცენტრი.

გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა აპლიკანტებს შეახსენა, რომ კიდევ ერთხელ გადაამოწმონ და დააზუსტონ გამოცდის თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა.

„ხვალ, 3 ივლისს იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. აპლიკანტებს ვთხოვ კიდევ ერთხელ, დაკვირვებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რეგისტრაციის დაწყების საათს და საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს გამოცდის რეგისტრაციის დაწყების დროს“, – განაცხადა ნინო წერეთელმა.

წელს გამოდებისთვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

რა საფრთხეებზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე…

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთულია!

„ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთულია!
პიკი იქნება თებერვლის დასაწყისში!
მდიდრები ისევ იცრებიან, ღარიბები ვერა!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე საშაურმე შეამოწმეს

0
საშაურმე - ინტოქსიკაცია

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.

მონიტორინგის ფარგლებში, ობიექტიდან აღებულია სურსათის ნიმუშები, რომლებიც მიკრობიოლოგიური კვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე აცნობებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ქართული ქვევრი

0

ქართული ქვევრი

უძველესი ქართველური ტომები მევენახე­ობა-მეღვინეობის ფუძემდებლები იყვნენ. ქვევ­რი ღვინის ჭურჭლად პირველად ქართველებმა გამოიყენეს.

ჩვენგან განსხვავებით, ევროპელები ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ. თანაც, თუ მუხის კასრი მხოლოდ 40-50 წელი ემსახურება მეღვინეს, ათასწლოვან ქვევრს ისეთივე წარ­მატებით შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა, როგორც ახალს.
საუკეთესო ღვინის დამზადება ტკბილის და­დუღებით იწყება, რაც ტემპერატურული რეჟიმის გარეშე წარმოუდგენელია. ამ რეჟიმს კი ქვევრი თავად ქმნის, თანაც, მარანში 3-4-ჯერ ნაკლებ ადგილს იჭერს, ვიდრე მუხის კასრი. ქვევრი კასრზე ბევრად უკეთესად ინახავს ღვინოს.

საქარ­თველოში არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა რამდენიმე სა­უკუნისწინანდელი ქვევრი უპოვიათ და შიგ კამკამა, საოცარი ღვინო ყოფილა.
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი გაბრიჭიძემ შავნაბადას მონასტრის არქიმანდრიტ შიოს კურთხევით შეაგროვა მასალები საქარ­თვე­ლოში ქვევრის წარმოშობისა და დამზადე­ბის შესახებ. მან შეიმუშავა ქვევრის დამზადების ჩარხული მეთოდი, ასევე სპეციალური ხუფი, რომლითაც ქვევრი ჰერმეტულად იხურება. მას­ვე ეკუთვნის აპარატი, რომლის დახმარები­თაც შესაძლებელია ქვევრის ძირიდან ლექის ამოღება. ამით, შე­იძლება ითქვას, ქართულმა ქვევრმა ახალი სიცოცხლე დაიწყო.

როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როდიდან გახდა ქართული სამზარეულო ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი…

0
xr:d:DAGCAK4jeKw:24,j:3794707104206013310,t:24041009

როდიდან გახდა ქართული სამზარეულო ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი…

– ესმა კუნჭულია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„მაპატიეთ ბატონო მინისტრო, მაგრამ არ დაგეთანხმებით“ – გიორგი ფხაკაძე ზურაბ აზარაშვილს

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას ეხმაურება:

„მაპატიეთ ბატონო მინისტრო, მაგრამ არ დაგეთანხმებით.
კოვიდი არ არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი.
გირჩევთ სამედიცინო სფეროს ექსპერტები შეცვალოთ, ვინაიდან არაპროფესიონალურ რჩევებს გაძლევენ.
ქვეყანაში ახალი კოვიდ ვაქცინები რომ არ არის შემოტანილი, რით დაასაბუთებთ?!
რატომ არის ახალი კოვიდ ვაქცინები ხელმისაწვდომი ევროკავშირში და საქართველოში არა?
სამედიცინო მიმართულების გუნდის გაძლიერებას გირჩევთ.“

„ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ზემო სვანური, მამაპაპური წესებით დამზადებული ქალამანი

0
ზემო სვანური, მამაპაპური წესებით დამზადებული ქალამანი – შინნაკეთი ფეხსაცმელი
უშგულელების მიერ შემონახული დაზგა, რომლითაც ქალამნის დაზელა ხდება
პირველი არხის არქივი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ლაზური ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიიდან

0

გაიცანით ლაზური ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიიდან, რომელიც წინაპრების საქმეს არ ივიწყებს და შვილიშვილებსაც ასწავლის.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli