
აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს
ჩვენი სხეული პაწაწინა სამშენებლო ბლოკებისგან შედგება — ესენია უჯრედები. უჯრედების შიგნით კიდევ უფრო მცირე ნაწილებია, რომელსაც ორგანელები ეწოდება. ისევე როგორც ჩვენი ორგანოები, როგორიცაა გული ან ფილტვები, ხელს უწყობენ ჩვენს ჯანმრთელობას, ორგანელები თამაშობენ გადამწყვეტ როლს უჯრედების ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
მაგალითად, მიტოქონდრია მოქმედებს როგორც უჯრედის ენერგიის წყარო, ხოლო ლიზოსომები ხელს უწყობენ უჯრედების სისუფთავეს შენარჩუნებას. როდესაც ორგანელები ზიანდება, ეს იწვევს პრობლემებს, როგორიცაა დაბერება, დაავადებები ან უჯრედების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ 10 წელი
„გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო…“-ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლებში სტიქიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის ბევრი სამუშაო არის ჩატარებული, მაგრამ გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3 აგვისტოს რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და 6-7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესების შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების საბოლოო დასკვნის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრის ფარგლებში, მინისტრი, გარემოს დამცველებთან და გეოლოგებთან ერთად, სამომავლო პრევენციულ ღონისძიებებს განიხილავს.
„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა პროგნოზირების, მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების კუთხით, გარემოს ეროვნული სააგენტო წლებია ამ პროცესებზე აქტიურად მუშაობს, თუმცა, ყველა ვხედავთ, რომ გაცილებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, ამ პროცესში კი ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ექსპერტის, დარგის სპეციალისტის მონაწილეობა“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის შეფასებით, სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებული იყო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან. როგორც ვიზუალურ საინჟინრო – გეოდინამიკურ ანგარიშშია აღნიშნული, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში.
საქართველო გასტროკონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას
29-31 იანვარს ქალაქ მადრიდში საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტროკონგრესზე – Madrid Fusión 2024 იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
„საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იქნება ეგრეთ წოდებული Show Kitchen-ი.
სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
სამი დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.
საერთაშორისო გასტროკონგრესზე Madrid Fusión 2024 ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები წარდგებიან“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მარტოკაცი რაჭაში
სიმწვანეში ჩაფლულ ფერადი კრამიტებით გადახურულ ამ სახლებში ახლა არავინ ცხოვრობს. ეს უბანი ნელ-ნელა დროსთან ერთად დაიცალა. მხოლოდ ზაფხულში ცოტა ხნით არდადეგებზე ჩამოსული ადამიანების ხმაური თუ ისმის.
სამი წლის წინ მხოლოდ ამ ლამაზ ოდა-სახლს დაუბრუნდა პატრონი – ნიკო მაისურაძე.
„აქ იყო საბჭო, ფოსტა, ბიბლიოთეკა, კლუბი, მაღაზიები, პოლიკლინიკა, მაგრამ ეს ყველაფერი აღარ არის…“
მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 15 მაისს გამოსცა.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ, სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
„ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, – აღნიშნულია დადგენილებაში.
თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება
თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად წარიმართება.
„თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს – ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 50 საბავშვო ბაღში 3 100-მდე თანამშრომელი იმუშავებს“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. მისივე თქმით, პროექტი 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება.











