სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

0
გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“…

გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ 2012 წლის 24 იანვარს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „გუდას“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

გუდის ყველის აუცილებელი ნიშან-თვისებაა ალპურ და სუბალპურ საძოვრებზე გაზრდილი ძროხისა და ცხვრის რძისაგან ან მათი ნარევისაგან ამოყვანა, რომელსაც შეიძლება დაემატოს თხის რძეც. ასევე, მნიშვნელოვანია ცხვრის, თხის, ან ხბოს ტყავისაგან დამზადებულ გუდაში მომწიფებისა და შენახვის ტრადიციის გამოყენება. ვინაიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გვაქვს ალპური ზონები და საძოვრების მრავალფეროვანი არჩევანი, ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა საშუალება დაამზადოს გუდის ყველი.
გუდის ყველის დამზადებისას რძეს ჩაკვეთავენ 35-37° ტემპერატურაზე, მიღებულ დელამოს დაჭრიან. საჭიროების შემთხვევაში, მეორედ აცხელებენ 36-38° ტემპერატურაზე და შემდეგ ხდება მარცვლის დაყენება, ზედმეტი შრატის მოცილება და ყველის მასის მოწურვა ნაჭრის ტომსიკებში. შემდეგ დებენ გუდაში, ამარილებენ და აჩერებენ მოსამწიფებლად. მომწიფების პერიოდი გრძელდება მინიმუმ 60 დღის განმავლობაში. ეს წესი სათავეს თუშეთის მეცხვარეებისგან იღებს, თუმცა, დროთა განმავლობაში, გავრცელდა ზემოთ ჩამოთვლილ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებზეც. საქპატენტში რეგისტრირებული სპეციფიკაციის თანახმად კი სწორედ ტრადიციული მეთოდის სავალდებულო შესრულება განსაზღვრავს გუდის ყველის დამზადების აუცილებელ პირობას.
გუდის ყველი ცილინდრული ფორმისაა, ზედაპირი თანაბარი, მაგრამ არა გლუვი, ქერქის გარეშე. ფერი თეთრიდან ოდნავ მოყვითალომდეა, უფრო ინტენსიურად შეფერილი შუაგულში. ვერტიკალურ ჭრილში ყველს აქვს მთელ მასაში თანაბრად განაწილებული 0,3-0,5 სმ დიამეტრის ნასვრეტები. შესაძლებელია ვერტიკალზე გაჭრის დროს ყველის თვალი იცრემლებოდეს და მოწვე¬თავდეს ცხიმის ნაღვენთები. ერთი თავი დაახლოებით 4-8 კილოგრამს იწონის. მსუბუქად ცხარე-მომჟავო, პიკანტური და ზომიერად მარილიანი გემოს მქონე გუდის ყველი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში

0

როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში

უძველეს საქართველოში ღვინის შესანახად იყენებდნენ ქვევრს, ანუ ჭურს. სხვათა შორის, თავდაპირველად თიხის ამ ჭურჭელს ჭური რქმევია.
ჭურს, როგორც წესი, საუკეთესო ხარისხის თიხისგან ამზადებდნენ და, რაღა თქმა უნდა, სხვა­დასხვა ზომისას. უმთავრესად კი დასავლეთ საქართველოში ზემო იმერეთის თიხის ქვევრები იყო ცნობილი. სხვათა შორის, შროშაში ახლაც საუკეთესო თიხის ჭურჭელი (მათ შორის ქვევრებიც) მზადდება.
სანამ ჭურს მიწაში ჩამარხავდნენ, წინასწარ დაამუშავებდნენ, რათა კედლებს ღვინო არ შეეშრო და არ გაეჟონა, ან კიდევ ნესტი არ შეპარულიყო მასში და ღვინო არ გაეფუჭებინა. კახეთსა და ქართლში ახალშეძენილ ქვევრში ფიჩხს ჩაყრიდნენ, ცეცხლს დაანთებდნენ, რომ ჭურჭელი კარგად გახურებულიყო. ამის შემდეგ ქვევრს ცხელსვე გამოასუფთავებდნენ და შიგ საგანგებოდ მომზადებულ საცხს ჩაასხამდნენ, რომელსაც ღორის ქონის, კომშის ფოთლებისა და დარიჩინისგან ამზადებდნენ. ჭურჭელს ააგორავებდნენ, რომ საცხი ყველგან მოხვედრილიყო და ამასთანავე თანაბრად განაწილებულიყო. როცა ქვევრი ამ საცხს შეიშრობდა და გაიჟ­ღინთებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მზად იყო მიწაში მოსათავსებლად.
აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრს მარანში ფლავდნენ, რომ ღვინოზე არ ემოქმედა გარემოს ტემპერატურის ცვალებადობას. თანაც, მეურნე კაცი ცდილობდა, ქვევრი ისეთ ადგილას ჩაემარხა, სადაც ნაკლები ნესტი იქნებოდა.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ ჭურებს დახურულ მარნებში შეხვდებით და ღია ადგილებშიც, რომელთაც „ჭურისთავს“ უწოდებენ და რატომღაც კომშის ხეებით არის შემო­რაგული. ჭურები კი ღია ცის ქვეშ მარხია.

რთველი და რიტუალები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო სააგენტო ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის მოხსნას მხარს უჭერს

0
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო სააგენტო ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის მოხსნას მხარს უჭერს.
სატყეო სააგენტო მოსაზრებით, “კომპანიის მიერ გაწეული ინვესტიცია და შესასრულებელი გეგმები საგრძნობლად აღემატება ტერიტორიაზე ამჟამად არსებულ ეკოლოგიურ ღირებულებას.”
ტყის სტატუსს კონკრეტულ ტერიტორიას საქართველოს მთავრობა უხსნის, “თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი აღემატება ტყის შენარჩუნების ინტერესს.”
სატყეო სააგენტოს მოსაზრებით, “დაინტერესებაში არსებული ტერიტორია ამჟამად მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაშია, მასზე დღევანდელი მდგომარეობით მერქნული რესურსიდან
ირიცხება 0.22 კუბური მეტრი ფშატი და 0.02 კუბური მეტრი ჭერამი”https://eiec.gov.ge/Ge/Announcements/5196
კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, “კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში შპს „გზა 2015“-ს დაგეგმილი აქვს რეკრეაციული სივრცისა და სასტუმროს
მოწყობა.”
კომპანიისვე განცხადებით, ამ პროექტში, შესაძლოა, დასაქმდეს 8 ადამიანი.

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი ძუყნური

0

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი ძუყნური

სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ოკრიბა–არგვეთის სერის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 420 მეტრი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 158 ადამიანი.

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

0

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება.

ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, მცხეთის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის კომპონენტსაც ითვალისწინებს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 29 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადები მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:

• ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
• ქ. გორი, სამების ქ.N1;
• ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა;
• ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
• ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ჩაქაფული ქართული საგაზაფხულო კერძი – ქართული სამზარეულოს უნიკალური შედევრი

0
ჩაქაფული ქართული საგაზაფხულო კერძი - ქართული სამზარეულოს უნიკალური შედევრი
#image_title

ჩაქაფულის კლასიკური რეცეპტი კახეთიდან

ჩაქაფული ქართული საგაზაფხულო კერძი – ქართული სამზარეულოს უნიკალური შედევრი

ინგრედიენტები:

  • ბატკანი  – 2 კგ
  • ხახვი  – 1 თავი
  • ღვინო თეთრი  – 500 მლ
  • ქინძი  – 4 კონა
  • ოხრახუში  – 4 კონა
  • ტარხუნა  – 6 კონა
  • წიწმატი  – 2 კონა
  • შავი წიწაკა  – გემოვნებით
  • ძმარი  – 1 ს/კ
  • ტყემალი  – 1 ჭიქა
  • მარილი  – გემოვნებით
  • მწვანე ხახვი – 4 კონა

მომზადების მეთოდი:

გააგრძელეთ კითხვა

ოთარ შამუგია: „შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება – 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და 100 000 ლარი ხდება“

0

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები მკაცრდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმარულებით, ისე  ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება – 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებაში პრევენცია. სწორედ აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით. ძალიან აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა და ტექნიკურ აღჭურვას, რათა მათი  მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი; მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენცია და წელს უკვე რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, უკანონო ტყითსარგებლობის, მოპოვების, ტრანსპორტირების მიმართულებით გავამკაცრეთ სანქციები. ეს ყველაფერი ემსახურება ბიომრავალფეროვნების მაქსიმალურ დაცვას“, – განაცხადა  ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ გასულ წელს გამოვლენილი 63 სამართალდარღვევიდან, 21 სწორედ გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტია. 2023 წელს კი, დღეის მონაცემებით, გამოვლენილია 65 სამართალდარღვევა. მათგან 16 შემთხვევაში ზღვა გემებიდან დაბინძურდა. შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დადგინდა, რომ ამ ქვეყნებში, საქართველოსთან შედარებით, მკვეთრად მაღალი საჯარიმო სანქციებია. შესაბამისად, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის დაბინძურებისთვის საჯარიმო სანქციის გაზრდას – 65 ათასი ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება ჯარიმა გემებიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ტრენინგზე მონაწილეები ვაშლის, ვაზის და ატმის მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირებას, მოცემული კულტურების ფენოლოგიური განვითარების ფაზებსა და კლიმატური რისკების მართვის მიდგომებს გაეცნენ

0

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისათვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები ჩართული არიან ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნის, წარმატებული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.

ტრენინგზე მონაწილეები ვაშლის, ვაზის და ატმის მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირებას, მოცემული კულტურების ფენოლოგიური განვითარების ფაზებსა და კლიმატური რისკების მართვის მიდგომებს გაეცნენ. სემინარის დამსწრეებმა ინფორმაცია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის, მევენახეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და სამეცნიერო პროექტების შესახებაც მიიღეს.

აღნიშნულ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხიდეშელი უძღვებოდნენ.

იცით თუ არა, რომ… შამპანურმა ჩვენამდე ბოთლისა და კორპის საცობის წყა­ლობით მოაღწია

0

იცით თუ არა, რომ…
შამპანურმა ჩვენამდე ბოთლისა და კორპის საცობის წყა­ლობით მოაღწია.
ჯერ კიდევ XVI საუკუნეში შამპანურის გადატანა შეუძ­ლებელი იყო. ქაფი დიდ მანძილზე ტრანსპორტირებას აფერხებდა. ღვინო ხეთქდა კასრებს, მონარქიის მიერ ნებადართულ ერთადერთ ღვინის ჭურჭელს. ამ პრობლემის გადასაჭრელად დროულად გამოჩნდა ბოთლი (ის ღვინის გადასატანად პირველად ინგლისელებმა გამოიყენეს) და პორტუგალიური კორპის საცობი. მეორე შანსი შამპანის რეგიონს დომ პერინიონმა მისცა. ამ ბენედიქტელმა ბერმა, ოვილეს სააბატოს მემარნემ (cellérier), კორპის თავისებურება აღმოაჩინა, მას ბოთლების დასაცობად იყენებდა და ეს პროცესი ხელოვნების დონემდე აიყვანა. ამგვარად გაჩნდა საცობი, რომელსაც დღესაც ვიყენებთ.

რევოლუცია ღვინის დაყენებაში

წყარო: დიდი ენციკლოპედია – ღვინო (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli