პარასკევი, აგვისტო 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

ახალგაზრდობის სააგენტო მასშტაბურ საგრანტო კონკურსს აცხადებს

0

ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, აცხადებს მასშტაბურ საგრანტო კონკურსს. სააგენტოს ცნობით, კონკურსის მიზანია ქვეყანაში არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თემატური პრიორიტეტების შესაბამისად, ახალგაზრდებში განავითარონ სხვადასხვა კომპეტენცია.

სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიიდან გამომდინარე, საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების შესაბამისად:

  • მშვიდობის მშენებლობა და კულტურათაშორისი დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია;
  • მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • მეწარმეობა, მათ შორის, მწვანე, ციფრული და სოციალური მეწარმეობა;
  • აქტიური მოქალაქეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა;
  • ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერება;
  • არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელება;
  • მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის საკვანძო კომპეტენციების გადაცემა (მათ შორის, ციფრული კომპეტენციების განვითარება).

ასევე, წარმოდგენილი საგრანტო პროექტი, შესაძლოა, მოიცავდეს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების გაძლიერებისთვის, საჭირო უნარების შეძენის მიზნით, შესაბამისი სწავლების/ტრენინგის განხორციელებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 000 ლარი. მინიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური – 100 000 ლარს.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 22 აპრილიდან 2024 წლის 13 მაისის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – grants-2@youthagency.gov.ge.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://www.facebook.com/photo?fbid=843478457816472&set=a.289312536566403

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო…

0

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო…

საუბრობს ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში  “დილამშვიდობისა საქართველო”:

„ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები მეტაბოლიზმის მოწესრიგებისა და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების სურვილით უშვებენ არის ის, რომ რაციონიდან ცხიმის სრულად ამოღების გადაწყვეტილებას იღებენ. ეს ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სტრესია.

ცხიმს ძალიან მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, – ნახშირწყალზე ორჯერ მეტი ენერგეტიკული ღირებულებით ხასიათდება. ცხიმი შედის თავის ტვინისა და ნებისმიერი სხვა ორგანოს უჯრედის სტრუქტურის შემადგენლობაში.

თუ როგორ განვითარდება  ნერვული სისტემა, თავის ტვინი, როგორ იფუნქციონირებს ნებისმიერი ორგანოთა სისტემის უჯრედი, ორგანიზმში ცხიმის შემცველობაზეა დამოკიდებული.

როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმისაგან წარმოიქმნება. ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმოვან ქსოვილში ინახება.

ცხიმს ჯანმრთელობისათვის და მეტაბოლიზმისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ცხიმები ერთმანეთისაგან განსხვავდება. არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ტრანსცხიმები. ნაჯერია ძირითადად ის ცხიმები, რომლებიც მყარი სახით გვხვდება. მაგალითად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, ხორცში.

ტროპიკული წარმოების ცხიმები, –  ქოქოსის რძე. უჯერი ცხიმები ყველაზე სასარგებლო ცხიმებია, რომლებიც, ძირითადად, თხევადი სახით გვხვდება. მაგალითად ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, თევზის ცხიმი, სელის ცხიმი, ზეითუნის ზეთი. ყველაზე მეტად უჯერი ცხიმოვანი მჟავები უნდა მოვიხმაროთ.

ყველაზე საშიში ცხიმები საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, – ტრანსცხიმებია, რომლებიც ხელოვნურად, გადამუშავების შედეგად მიღებული მყარი ცხიმია. ის დიდი ხნის განმავლობაში ვარგისიანობას ინახავს. ასეთი პროდუქტები გამოიყენება ძეხვეულში, საკონდიტრო ნაწარმში, მაიონეზში. ეს ცხიმები ჯანსაღი არ არის, არც სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის. შეიცავს ტოქსინებს და სხვა მავნე, არაჯანსაღ ნივთიერებებს, რომლებიც შემდგომ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას საფუძვლად უდევს.

იდეალურ შემთხვევაში, ცივი დაწურვის ზეთები გამოვიყენოთ. სჯობს, პროდუქტები ზეითუნის ზეთში გრილზე შევწვათ, ან ფოლგაში გავახვიოთ.“

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსესია მაღალმთიანი აჭარიდან გერმანულ ჟურნალში დაიბეჭდა

0

ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი ფოტოსესია მაღალმთიანი აჭარიდან გერმანულ ჟურნალში Stern დაიბეჭდა. როგორც ფოტოხელოვანი წერს:

„ჩემი მაღალმთიანი აჭარის პროექტი აგრძელებს გერმანულ ჟურნალებში მოგზაურობას ?

ძალიან მიხარია, ჩემი საყვარელი კუთხის ამბები ასეთ დაინტერესებას რომ იწვევს“.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მსოფლიოში უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ

0

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა – მსოფლიოს უძველესი ღვინის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ორგანიზაციის განახლებული შეფასებით, მსოფლიოს უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ.

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის განახლებული შეფასებით, მსოფლიოში უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ.

“გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, რომლებიც თბილისიდან სამხრეთით, 50 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული, არქეოლოგებმა ფერმენტირებული ყურძნის უძველესი ნიმუშები აღმოაჩინეს.

ეს ნიმუშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6,000–5,800 წლით (8,000 წლის წინ) თარიღდება.

ყურძნის ნარჩენების უძველეს ნიმუშებს არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებში მიაკვლიეს. ნიმუშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი შეიცავდნენ მჟავებს, რომლებიც ევრაზიული წარმოშობის ყურძნის ჯიშებისთვის (Vitis vinifera) არის დამახასიათებელი,”- ნათქვამია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვებგვერდზე.

ამ დრომდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი ითვლებოდა, რომელიც დაახლოებით 7,000 წლით თარიღდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„შემთხვევები მოიმატებს, მოვუწოდებ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ“

0

მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია. მაღალია მიმართვიანობა კლინიკებში. პედიატრიული განყოფილებები თითქმის სრულად შევსებულია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ფიქსირდება გრიპის გართულებული შემთხვევები, პნევმონია, განსაკუთრებით მოზარდებში. გავრცელებულია კორონავირუსიც.

მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

„ამჟამად კლინიკაში პაციენტების მიმართვიანობა ძირითადად რესპირატორული ვირუსების ინფექციების შემთხვევებს უკავშირდება“. ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე გამოვლინდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიც.

„გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონქიოლიტის დიაგნოზით. არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევებიც, ახლაც ორი ბავშვი გვიწევს, ორ თვემდე ასაკის ბავშვები არიან“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებდი, ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ქუთაისში, პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა, ბათუმში ცეცხლი აივანს წაეკიდა

0

სოციალურ ქსელში გავრცელდა არა ერთი ვიდეო, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკამ ავტომობილები დააზიანა, ჩაამსხვრია კორპუსის ბინაში შუშები. ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში არასწორად დამონტაჟებული ფეიერვერკის გამო ცეცხლი აივანს წაეკიდა.

ქუთაისში, იროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა. მათ ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდათ. დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, პაციენტებს მტევნის ტრავმა აქვთ, ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ისინი იმყოფებიან განყოფილებაში, უგრძელდებათ მკურნალობა. პიროტექნიკა გამოიყენების დროს გაუსკდათ ხელში. ორივე დაშავებული კლინიკაში რჩება.

ახალ წელს მოსახლეობამ შედარებით ნაკლები ინტენსივობით გამოიყენა პიროტექნიკა.

თბილისში, პიროტექნიკით დაშავებული პაციენტები კლინიკებში არ მოხვედრილან.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

გაიცანით 63 წლის თიანეთელი ქალი, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება

0

ნა­თე­ლა ბი­ჩე­ლაშ­ვი­ლი თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ საყ­დრი­ონ­ში ცხოვ­რობს. უყ­ვარს შრო­მა და ბავ­შვო­ბი­დან თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობს. ჰექ­ტა­რო­ბით მი­წას ამუ­შა­ვებს, მოჰ­ყავს მო­სა­ვა­ლი, უვ­ლის ფერ­მას და ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. წუხს, რომ სოფ­ლი­დან ახალ­გაზ­რდე­ბი მი­დი­ან, რად­გან იქ სა­მუ­შა­ოს ვერ შო­უ­ლო­ბენ, არა­და, ად­რე­ულ წლებ­ში საყ­დრი­ონ­ში სი­ცო­ცხლე დუღ­და და იქი­დან წას­ვლა­ზე არა­ვინ ფიქ­რობ­დაო.

– აქა­უ­რი ვარ, აქ და­ვი­ბა­დე და მიყ­ვარს ჩვე­ნი სო­ფე­ლი. მშრო­მელ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ოთხ დედ­მა­მიშ­ვილს (ორი ბიჭი და ორი გოგო) ბავ­შვო­ბი­დან ჩვენ-ჩვე­ნი საქ­მე გვქონ­და. სო­ფელ­ში მე­ურ­ნე­ო­ბას ყვე­ლა უძღვე­ბო­და და ჩვე­ნი ოჯა­ხიც სულ შრო­მა­ში იყო, ვუვ­ლი­დით სა­ქო­ნელს, ფრინ­ველს, ბაღს, ბოს­ტანს. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნო­მი ვარ. მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მე­თეს­ლე აგ­რო­ნო­მად ვმუ­შა­ობ­დი. მერე, იჯა­რით მი­წის გა­ცე­მა რომ და­ი­წყო, მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტორს რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან და­ე­ვა­ლა, სო­ფელ­ში ბოსტნის და­მუ­შა­ვე­ბა დაგ­ვე­წყო. მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტორ­მა რა­ტომ­ღაც მე მი­თხრა, ყო­ჩა­ღი ხარ, ხალ­ხი აიყ­ვა­ნე და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყე­თო. 5 ჰა გა­ვი­პი­როვ­ნეთ. 3 ჰა-ზე კომ­ბოს­ტო მომ­ყავ­და, 1 ჰა-ზე – პო­მი­დო­რი, სტა­ფი­ლო და სხვა ბოსტნე­უ­ლი. 100 ტონა კომ­ბოს­ტო მო­ვი­წი­ეთ და მა­შინ ასე­თი მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა ჩვენს რა­ი­ონ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა 1992 წე­ლამ­დე გაგ­რძელ­და.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოში – ერთ-ერთი უძველესი ციხე

0

აბედათის ციხესიმაგრე სამეგრელოში…

ერთ-ერთი უძველესი ციხე.

საგუშაგო ციხე-სიმაგრე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ ხორციელდება

0
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

სურსათის ეროვნული სააგენტო ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლიდან ყოველწლიურად უფასოდრ ახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით აცრების პარალელურად, ცხოველში დაავადების გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრუცელოზის სერომონიტორინგი მიმდინარეობს.

2024 წლის ვაქცინასიის მონაცემები

2024 წლის განმავლობაში სააგენტოს ვეტერინარებმა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაცია 9700 მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარეს.

მიმდინარე წელს ლაბორატორიულად გამოკვლეულია 1098 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ნიმუში. შედეგად, ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 67 სული.

დაავადებული პირუტყვი ექვემდებარება სავალდებულო დაკვლას აღიარების მქონე სასაკლაოზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობითა და სანიტარიული ნორმების სრული დაცვით.

პარალელურად, ცხოველთა სადგომებსა და სასაკლაოებში ტარდება დეზინფექციის სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 130 000 სული მსხვილფეხა და 54 000 სული წვრილფეხა საქონელი.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის, განსაკუთრებით რძის გამოყენებით.

ბრუცელოზის აღმძვრელის ინაქტივირება შესაძლებელია რძის ადუღებით ან პასტერიზებით. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობამ არ უნდა მიიღოს უმი ან არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები.

რაზე მიანიშნებს ხშირი მთქნარება და რა უნდა ვიცოდეთ სუნთქვის გაძნელებაზე

0

მთქნარება სხეულის ავტომატური რეაქციაა დაღლილობაზე ან სტრესზე. მიიჩნევა, რომ ადამიანი დღეში, ჩვეულებრივ, 5-10-ჯერ ამთქნარებს, თუმცა  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, მადონა შაინიძე ამბობს, რომ იშვიათ შემთხვევებში, ხშირი მთქნარება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi