









დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის
ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიები და სოფლების გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრმა თერმული ნისლით წამლობა იმ ტერიტორიებიდან დაიწყო, სადაც მონიტორინგის საფუძველზე მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება.
აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში უკვე დამუშავებულია 1860 ჰა ფართობი. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ხელძღვანელის, ლაშა შალამბერიძის განმარტებით, მავნებელი პოპულაციის ფაზაშია და ამ ეტაპზე, სააგენტოს ღონისძიებების პარალელურად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. ფერმერების მიერ საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების რეკომენდებული სქემებით დამუშავება მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის რიცხოვნობას.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა ცივი შესხურებით.
სურსათის ეროვნული სააგენტო ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელებს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს.
გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აღნიშნულმა ვარიანტმა „უკვე იფეთქა და აშშ წალეკა“.
„ვამბობდი, გაფრთხილებდით, მაგრამ ვინ გისმენს? ლანძღვა-გინების გარდა არაფერი ვიცით, იფეთქა, ჩემო ბატონებო, დიახ იფეთქა, კოვიდის ერთ-ერთმა ახალმა ვარიანტმა – JN.1-მა. ეს არის კოვიდის გაუმჯობესებული ვერსია.
გეუბნებოდით, ფრთხილად იყავით, რაღაც ვერ არის ეს ტიპი მაგრად-მეთქი. ძირითადად, ბავშვებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ებრძვის და ძალიან, ძალიან გადამდებია. მთელი აშშ უკვე წალეკა, ამერიკის 6 შტატში უკვე სავალდებულოა პირბადეები. იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა.
რა შეიძლება გაკეთდეს? საქართველოში ვაქცინები არ გვაქვს.
ფხაკაძის გარდა ამის მთქმელი კაციშვილი არ არის, ყველა არის სოროში ჩათრეული. „რეიტინგებიო“ და რაღაც, რეიტინგებსაც დავაყარე მიწა და ყველაფერს, ადამიანებს უნდა უთხრა, რაც არის პრობლემა და პრობლემა არის ძალიან დიდი, იფეთქა და ისე იფეთქა, რომ ძალიან მკაცრად გვექნება საქმე.
იფეთქა ისე, რომ მწარე იქნება, ამ სიმწარეს საქართველოს მოსახლეობა თებერვლის თვეში იგრძნობს, იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში უმძიმესი მდგომარეობა იქნება, ნახეთ, საავადმყოფოში ადგილები არ იქნება“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
JN.1 კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტია, რომლის გავრცელებაზეც აქტიურად წერს ამერიკული მედია.
როგორც The Washington Post წერს, JN.1 ახალი დომინანტური ვარიანტია, რომელიც, როგორც ჩანს, ასევე სწრაფად ვრცელდება და აინფიცირებს მათაც, ვინც იყო ვაქცინირებული და სხვა შტამებითაც ინფიცირებული.
კორონავირუსის JN.1 არის რიგი ინფექციების მიზეზი.
ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასძინა, რომ ის მუდმივად აკონტროლებს მტკიცებულებებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს JN.1 რისკის შეფასებას.

მეცნიერებმა შედეგები, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის Bioemco-ის ბაზაზე, მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით გააანალიზეს.
კვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ იმ ნაკვეთებზე სადაც აწარმოებდნენ ორგანულ მეურნეობას, ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების ბიომასა (ფიტოპარაზიტული ნემატოდების გარდა) 2.5 ჯერ გაიზარდა.
ფრანგ მეცნიერთა დასკვნით, ტრადიციული სოფლის მეურნეობა, რომლის დროსაც მცენარეთა დაცვის სინთეტიკური საშუალებები და მინერალური სასუქები გამოიყენება, უარყოფითად მოქმედებს ნიადაგზე და გრძელვადიან პერიოდში იწვევს მის გამოფიტვას, ალტერნატიური სისტემები კი, როგორიცაა ორგანული მიწათმოქმედება მიკროორგანიზმებისთვის კარგ პირობებს ქმნის და ნიადაგს ამდიდრებს.
წყარო: agrokavkaz.ge
საქართველოს ბანკი აგროსექტორის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “შპს პომი” ფართოვდება და სამაცივრე მეურნეობას აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.
“შპს პომი” 10 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღებს ფლობს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი ახალი სამაცივრე მეურნეობა აშენდება. მისი ჯამური ტევადობა 600 ტონა იქნება და მას კომპანია საკუთარი პროდუქციის შესანახად გამოიყენებს. კომპანია სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას და ყოველწლიურად 800 ტონამდე მოსავლის აღებას გეგმავს.
„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყანაში აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია პომისთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონებში აგროწარმოების განვითარებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია შეძლებს 600 ტონამდე პროდუქცია შეინახოს, რაც სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მეტად გაფართოვნდენ, განვითარდნენ და უფრო მეტი მოსავალი მოიყვანონ. მსგავსი პროექტები რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის და გაშენების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების და ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“ – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.


პაპა ბაგრატას ისტორია.
ზედა ვარძისი მიტოვებულ სოფელში 40 წლის მანძილზე განმარტოებული ცხოვრობდა. ამ სიმარტოვეს ლოცვით სძლევდა და ასე ღვთის ხმასა და ბუნების მაჯისცემას მიყურადებული ატარებდა თავის წუთისოფელს. მუხლჩაუხრელად შრომობდა. უნდოდა, სოფელი კვლავ ისეთი გაეხადა, როგორიც ხალხმრავლობისას იყო…
ნადიმ ვასაძე – მევენახე
ცოლიკაური, ციცქა, ჩინური და მესხური ჩხავერი
– ნადიმ ვასაძე მევენახეა, ათი წელია თავად უვლის ვენახს და აყენებს განსაკუთრებულ ღვინოს.
ივლისი
თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივლისშიც ბევრი სამუშაოა. ხენდროს მოსავლის აღებიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლიანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ. თუ ნარგავი ძალიან გახშირებულია, შეათხელეთ და ახალ ადგილზე გადარგეთ.
ბაღში ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე კვირტით მყნობის დროა. იმ დღეს, როცა მყნობას დააპირებთ, თქვენთვის სასურველი ჯიშის მსხმოიარე ხიდან ააჭერით წლევანდელი, ოღონდ კარგად გამერქნებული ყლორტი. წააჭერით თავსა და ბოლოში ორი მუხლის სიგრძე და გადაყარეთ. რაც დაგრჩებათ, ის გახლავთ საუკეთესო სანამყენე კვირტები. წააჭერით ყველა ფოთოლი და დატოვეთ მხოლოდ ფოთლის ყუნწები, ჩაალაგეთ ყლორტები წყლიან ჭურჭელში ბოლოებით ქვემოთ ისე, რომ ჩაყოფილი ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუხლის ზომაზე. მიიტანეთ ამ მდგომარეობაში ყლორტები დასამყნობად შერჩეულ საძირე ხემდე. საძირის ტოტების ზედა ნაწილში სამყნობი დანით, რომელსაც საპირისპირო მხარეს აქვს სპეციალური პლასტმასის ბრტყელი, წამახვილებული ფორმის ფირფიტა, გააკეთეთ ასო თ-ს მაგვარი ჭრილი, რომლის ზომებიც უნდა იყოს: ვერტიკალურად – 3-4 სმ, ჰორიზონტალურად – 1,5 სმ. დანის სპეციალური ფირფიტით (ან წამახვილებული ჯოხით) გახსენით კვირტის ჩასასმელი ადგილი, ამოიღეთ ყლორტი წყლიდან, აათალეთ კალმიდან კვირტი თავის ყუნწიანად ისე, რომ კვირტის ზემოთ დარჩეს არა უმეტეს 0,5სმ-ისა, ხოლო ქვემოთ – 1,5 სმ. ჩასვით კვირტი ფაქიზად და შემოუჭირეთ საიზოლაციო ლენტი. სახვევი მოახვიეთ ზემოდან ისე, რომ კვირტი ჩანდეს, დანარჩენი ნაწილი კი კარგად იყოს შეკრული. 2 კვირის შემდეგ შეამოწმეთ ნამყენი. თუ ფოთლის ყუნწი ხელის ოდნავი შეხებით მოძვრება, ე.ი. კვირტი შეხორცებულია.
ხეხილს შტამბზე და ვარჯის შუაში ამონაყარები შეაცალეთ. მსხმოიარე ტოტებს ორკაპები შეუდგით, მანამდე კი ორკაპში ცოტაოდენი თივა ჩაუდეთ, რომ ღერო არ დაზიანდეს.
ვენახში ახლა კარგი დროა ნამხარისა და ზედმეტი ყლორტების შესაცვლელად და საყრდენზე ყლორტების მისაბმელად, გარდა ამისა, ვაზს აუცილებლად დასჭირდება შეწამვლაც: ჭრაქის დროს – ბორდოს ხსნარით, ნაცრის საწინააღმდეგოდ – გოგირდით ან კომბინირებული საშუალებით.
ზაფხულის `ცხელი ხაზი~. ამ გაგანია სიცხეში, თუ ყოჩაღად არ მოიქცევით, შეიძლება მერქნიანების მოსავალიც გაგიფუჭდეთ და ნარგაობაც დაგიზიანდეთ. კი, ბატონო, ხანდახან კი დაიქუხებს და წამოვა `თხლიშინა~ წვიმა, მაგრამ ასეთი წვიმა ნიაღვრებს უფრო წარმოშობს, ვიდრე რწყავს. აი, როცა ჟუჟუნა წვიმა მოდის ერთი-ორი დღის განმავლობაში, მაშინ კი მართლა იჟღინთება დალოცვილი მიწა. თუ შეშრობისთანავე ძირებს დამულჩავთ, მიწაც კარგა ხანს შეინარჩუნებს ტენს. ხეხილისა და ბუჩქოვანი კულტურების ნიადაგში მთელი სეზონის განმავლობაში 60-70% ტენი უნდა იყოს, რაც მერქნიანების განვითარებისათვის საუკეთესო რაოდენობაა. რა თქმა უნდა, ამის მისაღწევად წვიმას ვერ დაველოდებით, მცენარეები უნდა მოვრწყოთ. შტამბის ირგვლივ ერთი ბარისპირის სიღრმეზე გააკეთეთ ჯამები, რამდენჯერმე შეავსეთ წყლით და ბოლოს მშრალი მიწა, ან მულჩი – ბალახი, თივა ან ფოთლები მოაყარეთ. ჯამის რამდენჯერმე გავსება იმიტომ არის აუცილებელი, რომ წყალმა მცენარის ვარჯის მთელ სიგანეზე გაჟონოს.
მერქნიანების მორწყვის საუკეთესო ვადებია:
1. ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე. ეს ხელს უწყობს ნორმალურ ყვავილობასა და გამონასკვას. ყვავილობის პერიოდში მორწყვა დაუშვებელია, რადგან ნასკვები დიდი რაოდენობით ცვივა.
2. გამონასკვიდან 15-20 დღის შემდეგ. ამ პერიოდში რწყვა მნიშვნელოვანია, როგორც მიმდინარე ნაყოფიერების, ისე მომავალი წლის საყვავილე კვირტების ჩასახვისათვის.
3. განუვითარებელი ნასკვების ჩამოცვენის შემდეგ შერჩენილი ნაყოფის ზრდის უზრუნველსაყოფად, თუ ნიადაგში ტენი საკმარისია, ნუ მორწყავთ.
4. განსაკუთრებით საჭიროა მორწყვა უშუალოდ მოსავლის აღების შემდეგ, რადგან ფესვთა სისტემა დასუსტებულია და წყალთან ერთად საჭიროებს სასუქის შეტანასაც.
ვენახი. მიუხედავად იმისა, რომ ვაზი გვალვაგამძლე კულტურაა, მინიმუმ სამი მორწყვა მაინც სჭირდება:
1. ყვავილობამდე (ეს, რა თქმა უნდა, უკვე ჩატარებული გექნებათ).
2. ისრიმობის ფაზაში, ანუ როცა მწვანე მარცვალი მსხვილდება.
3. სიმწიფის დაწყებამდე.
ბოსტანი, ბაღჩა. სხვადასხვა კულტურა ნიადაგის ტენიანობას სხვადასხვანაირად მოითხოვს.
ტენიანობის ყველაზე მომთხოვნ მცენარეებად ითვლება: თვის ბოლოკი, ისპანახი, სალათა, კომბოსტო, ფოჩიანი ხახვი, კამა, ნიახური; მათთვის აუცილებელია 4-5 დღეში ერთხელ მორწყვა – 1მ2-ზე საშუალოდ 40 ლ წყალი.
ნაკლებად მომთხოვნია (ზემოთ ჩამოთვლილთაგან შედარებით): კიტრი, თავიანი ხახვი, ნიორი, პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი; სეზონზე საკმარისია 7-8 მორწყვა (7-8 დღეში ერთხელ) – 1მ2 -ზე საშუალოდ 35 ლ.
უფრო ნაკლებად მომთხოვნია: ჭარხალი, ყაბაყი, სტაფილო, კარტოფილი, ბარდა, ლობიო, სატაცური; 5-6 მორწყვა სეზონზე, 1მ2 -ზე – დაახლოებით 30ლ.
გვალვაგამძლეა: გოგრა, ნესვი, საზამთრო, სიმინდი; ესაჭიროება 15-18 დღეში ერთხელ მორწყვა, 1მ2-ზე – 30 ლ.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემებისა, აუცილებელია ამინდის გათვალისწინებაც.
ივნისი – ზაფხულში მხოლოდ ამინდის იმედზე ნუ ვიქნებით, ახლა ნიადაგს ესაჭიროება ხშირხშირად გაფხვიერება. არ უნდა დავუშვათ, რომ მიწამ პირი შეიკრას
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)