პარასკევი, აპრილი 24, 2026
- Advertisement -
Google search engine

მოსავლიანი ღობეები – ქაცვის ღობე, მაყვლის ღობე, კუნელის ღობე, ასკილის ღობე

0

მოსავლიანი ღობეები

ქაცვის ღობე.

ვი­დ­რე თქვენს ბაღს ღობედ ქაცვის ნარგა­ვებს შემოავლებთ, და საერთოდაც ქაცვის კულტურის გასაშენებ­ლად, აუცილებელია და­იცვათ ერთი პირობა – უნდა გქონდეთ სარწყავი წყალი უშუალოდ ნაკვეთში ან მის სიახლოვეს.
ქაცვი, საუკეთესო საკვები და სამკურნალო მცენარე, მეტწილად მდინარეთა ნაპირებზე, უმთავრესად ივრის ჭალებში იზრდება. ხარობს აგრეთვე როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, ზღვის პირიდან დაწყე­ბული – მთაშიც, ზღვის დონიდან 2100მ სიმა­ღ­ლეზე. კარგად იტანს როგორც სიცხეს, ისე ზამთრის მკაცრ ყინვებსაც. ძირითადად ტენიანი ადგილების მცენარეა, მაგრამ ხშირად მშრალ ფერდობებზეც გვხვდება.
ერთი ბუჩქის მოსავალი მერყეობს 7-დან 16კგ-მდე. ნაყოფი ვიტამინების შესანიშნავი წყა­როა. შეიცავს: B1, B2, B6, E, A და F ვიტამინებს. ვიტამინებით მდიდარია ასევე ქაცვის თესლიც. ამიტომაც ქაცვის ნაყოფი იხმარება როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდ.
ქაცვის ნაყოფის შეგროვების ყველაზე ადვილი მეთოდია ყინვების დროს ბუჩქის ძირში ბრეზენტის დაფენა და ჩამობერტყვა.


მაყვლის ღობე.

მაყვლის ღობე საკმაოდ ლამაზად გამოიყურება და ძვირფასი ნაყოფის მომცემია. ამ, გასამრავლებლად ადვილი, კულტურის სანერგე მა­სალის მოპოვება ჩვე­ნი ქვეყნის ყველა კუ­თხე-კუ­ნ­ჭულში შეიძ­ლება. მრა­ვლდება ბუჩ­ქის და­­ყო­ფით და გადაწვენით. ერთ­ხელ გადარგული ბუჩქი ძლიერდება და დიდ ფართობსაც იკავებს, ამიტომ მებაღემ თვითონ უნდა მისცეს ბუჩქს მიმართულება.
შემოღობეთ მაყვლის ბუჩქებით თქვენი კარ-მი­დამო, ამით თქვენს მამულსაც დაიცავთ და საკუთარ ჯანმრთელობასაც.


კუნელის ღობე.

მშვენიერი სანახავია თეთ­რი, ქათქათა ყვავილებით გადაპენტილი კუნელი გაზაფხულზე და უფრო ლამაზია მწვანე ფოთლებში მოელვარე წითელნაყოფიანი კუნწულები შემოდგომით. მთავარი ის გახლავთ, რომ კუნელის ყვავილი, ნაყოფი და ფოთოლიც შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა. კუნელი წარმატებით გამოიყენება მედიცინაში.
ნაყოფი შეიცავს: შა­ქრებს, სახამებელს, მთრი­მ­ლავ ნივთი­ერე­ბებს, C ვიტამინს, კა­რო­ტინს, საპონი­ნებს, გლიკოზიდებს, პექ­ტი­ნებს, ცხიმოვან ზეთს.
ყვავილები მდი­და­­რია ორგანული მჟა­­ვე­ბით და ეთერზე­თე­ბით.
ფოთლები შეიცავს ორგანულ მჟავებს, ას­­კორბინის მჟავას, მთრიმ­ლავ ნივთიერებებს.
კუნელზე დამზადე­ბული პრეპარატები გა­-
­მოიყენება გულის სისუსტის, არითმიის, ას­თმის, ანგიონევროზის, ჰიპერტონიული დაავა­დების, უძილობის, ნერვული აღგზნებადობის, ქოშინისა და ხველების სამკურნალოდ.


ასკილის ღობე.

თქვენს ნაკვეთს ძალიან გა­ალამაზებს დეკორატიული ასკილის ღობე, რო­მე­ლიც ამავდროულად შეუვალიცაა და მოსავ­ლიანიც. ოღონდ შეღობვა ჯერ უნდა დაიწყოთ მავთულის ბადით, რათა ცოცხალი ღობის გაზრდამდე ნაკვეთი იყოს დაცული. ასკილის ბუჩქის გამრავლება შეიძ­ლება როგორც კალმე­ბით, ისე თესლითა და ბუჩქის დაყოფით. ეს უკა­ნასკნელი მეთოდი ყვე­ლაზე ადვილია: ერთერ­­თი ბუჩქიდან მი­ი­ღებთ 5-6 ნერგს. თუ მთლიანად ასკილით ვერ შემოღობავთ, შე­გიძლიათ სხვა მცე­ნა­რეებთან ერთად დარგოთ (მაგალითად, მაყვალი, ქაცვი და ა.შ.).
ასკილი ერთ-ერთი იმ საჩუქართაგანია, რო­მელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას, როგორც უძვირფასესი სამკურნალო მცენარე. ას­­კი­ლი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს. ძველი ბერძნები ასკილს მოიხსენიებდნენ `ძაღლის ვარდის~ სახელით, რადგან მას თვლიდნენ ძაღლის ნაკბენის საწინააღმდეგო უებარ საშუალებად. რუსეთში XVI-XVII საუკუნეებში ასკილის ნაყოფი ოქროზე ძვირად ფასობდა, სამკურნალო დანიშნულებით გაიცემოდა სპეციალური უფლების საფუძველზე, თანაც მ­ხო­ლოდ წარჩინებული, დიდგვაროვანი ავადმყო­ფების სამკურნალოდ. ასკილის ნაყოფი იცვლებოდა ხავერდის, ატლასის ქსოვილებზე და სიასამურის ბეწვზე. გლეხებს დანაშაულად ეთვლებოდათ მისი კრეფა. ასკილის მოსაკრეფად იგზავნებოდა სპეციალური ექსპედიციები. სამკურნალო წამლად გამოიყენება ასკილის ნაყო­ფი, თესლი, ყვავილები, ფოთლები და ფესვი. ყველა სახეობის ასკილის ზემოთ ჩამოთვლილი ნაწილების ერთობლიობა წარმოადგენს ბუნებრივ პოლივიტამინებს. ნაყოფის გამოყენება როგორც ნედლი, ისე ხმელი სახით ყველას შეუძლია შინაურ პირობებში. გარდა სამკურნალო დანიშნულებისა, ასკილი წარმატებით გამოიყენება კულინარიაშიც. მისგან ამზადებენ კანფეტებს, დრაჟეს, მარმელადს, პასტილას, სიროფს, რომელიც თავის თვისებებს ი­ნარჩუნებს წლობით.
იკრიფება მწიფე და არა გადამწიფებული ნა­ყოფი. ყინვადაკრული ნაყოფი კარგავს ვიტა­მი­ნებს. აშრობენ ღუმელებში 80-90ºჩ ტემპერატურაზე, ინახავენ ქსოვილის პარკებში ან ჯვალოს ტომრებში. შენახვის ვადა 2 წელია.

ჭინჭარი… სასუქად

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა

0

საქართველოში დღეს პირველი 216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა. ინფორმაციას USAID-ი ავრცელებს.

„საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 32, 400 აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფს. შედეგად, აგრო იმპექსის ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება.

216 კვტ მოტივტივე მზის ელექტროსადგური სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას (ემისიას) 31,200 კგ. CO2 ეკვივალენტით შეამცირებს.

პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 177 000 აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა 48%, ანუ 85 000 აშშ დოლარი გახლდათ, ხოლო აგრო იმპექსის მიერ, თიბისი ბანკის აგროსესხის მეშვეობით, დაფინანსდა პროექტის 52%, რაც 92 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია. აღნიშნული წარმოადგენს თიბისი ბანკის მიერ აგრო იმპექსის ზრდისა და განვითარების 9 წლიანი მხარდაჭერის წარმატებულ, მაგალითს. რომელიც ბანკის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორისადმი, სტრატეგიულად პრიორიტეტული მიმართულების მხარდაჭერას გამოხატავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ჯონ პენელი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი; თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ბ-ნი გიორგი დარჩიაშვილი და შპს აგრო იმპექსის თანადამფუძნებელი ლაშა ჯინჭარაძე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა

0
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა.
ავტობუსი 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ჯამში 42 ავტობუსი მოემსახურება.

რას აღნიშნავს ხინკლის ფორმა, 19 ნაოჭი და რატომ ითვლება ის ქართულ კერძად

0

“ფეისბუქის” მომხმარებელი, დავით დადიანი ქართული სამზარეულოს გვირგვინის – ხინკლის ჩვენს ქვეყანასთან საინტერესო იდენტიფიცირებას ახდენს. თუ რატომ აქვს ამ ცომეულს ცხრამეტი ნაოჭი, ბორჯღალოს ფორმა და რისთვის არის საჭირო ინგრედიენტი – ძირა.

მთავარი მაინც ხინკლის ფორმაა, ჩვენს დალოცვილ წინაპარს უბრალოდ კი არ მიუზელ-მოუზელია, არამედ ყველაფერში აზრი ჩაუდია;

ხინკლის ზედა მხარე ბორჯღალია – მზის სიმბოლო და უნდა ჰქონდეს ცხრამეტი ნაოჭი, რაც ყველაზე მეტად ადასტურებს მის ქართულობას, რადგან ქართულ ასომთავრულ ანბანში მე-19-ე ასონიშანი არის “რაე“ Ⴐ ბორჯღალისა და მზის ნიშანი, ზუსტად ამიტომ ჩადო ქართველმა თავის მეხსიერებაში “ხინკალი, ხინკალი, ხინკალი-ცხრამეტნაოჭიანი” და ამაში ვერავინ შეგვედავება!

მისი მეორე მხარე კი დისკოა, ანუ სავსე მთვარის სიმბოლო, ბარაქის მომტანი (ხორციელი).

ამ ორი მნათობის სიმბოლო თავსდება ქვაბში, რომელიც სამყაროს სიმბოლოა ამ მოცემულ მომენტში, წყალი კი ის პირვანდელი მყარი და ქვაბმა უნდა იბრუნოს, როგორც ცის თაღმა. (პრაქტიკული დანიშნულება: ქვაბის ტრიალი-რომ არ მიიკროს ხინკალი, ნაოჭები – რათა მათში დაგროვდეს ხორცის ქაფი).

ხინკალი ეს არის კერძი, რომელიც ასახავს მიწათმოქმედთა და მწყემსთა ერთობას, რადგან მის მოსამზადებლად საჭიროა ხორბლის ფქვილი და ხორცი, (ასევე ძირა, მარილი, პილპილი, სატევარი , წყალი და ცეცხლი.)

ხინკლის დეტალები და მათი მნიშვნელობა გვიდასტურებს, რომ ის ქრისტიანობამდელია და უდავოდ კავკასიური – ქართული.

განვიხილოთ დეტალურად: ხორბალი – მოგეხსენებათ, რომ მიწათმოქმედება (პირველად მსოფლიოში) ჩაისახა და განვითარდა კავკასიის, კერძოდ ახლანდელი საქართველოს ტერიტორიაზე 10 000 წლის წინ, G2a ჰაპლოჯგუფის მატარებელი ადამიანების მიერ, რომელთა შთამომავლობაც დღემდე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, (მეც და ესე იგი ყველა ამ G2a ჰაპლოჯგუფის წევრები ვართ, ასევეა ქართველთა უმრავლესობაც, უმეტესად მეგრელები და სვანები, მათი 80%-ია ამ გენის მატარებელი), ანუ მიწათმოქმედება საქართველოში ვითარდებოდა 100 საუკუნის განმავლობაში (კონკრეტულად მევენახეობა-მეღვინეობა 80 საუკუნე) და აქედან გავრცელდა მთელს დედამიწაზე.

ამ უძველესი და დიდი გამოცდილების შედეგია ის რომ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დღეისათვის ხორბლის 27 კულტურული სახეობაა აღწერილი. აქედან, 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, სადაც გაერთიანებულია რამდენიმე ათეული სახესხვაობა და ჯიში, მათ შორის 5 სახეობა ენდემურია, რაც ნიშნავს, რომ ეს სახეობები მხოლოდ საქართველოში იყო გავრცელებული (პ. ნასყიდაშვილი, და სხვ. 1983). რაც მთავარია ჩვენი ენდემური მახა არის ყველა კულტურული ხორბლის “მამა”.

ხორცი – ცნობილია, რომ ცხოველთა მოშინაურება მოხდა მცირე აზიასა და კავკასიაში (შუმერი და მტკვარ-არაქსის კულტურა). ისიც დადასტურებულია, რომ მეტალურგიაც საქართველოს ტერიტორიიდან იღებს სათავეს (სატევარი).

აღსანიშნავია მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი “ძირა”, რომელიც ანეიტრალებს იმ სიმძიმეს რომელსაც იწვევს მოხარშული ცომისა და ხორცის ნაზავი კუჭისთვის, რაც არ გააჩნიათ სხვა ხინკლისმაგვარ კერძებს, შუააზიური “მანტი“ იქნება ეს თუ ჩინურ-მონღოლურ-რუსული მიმსგავსებული კერძები…

ეს ყველაფერი მრავალგზის ადასტურებს, რომ ხინკალი არის ქრისტიანობამდელი პერიოდის ქართული კერძი!

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გასტრობლოგერების მოლხენა ეთნოგრაფში

0
ქართული კულტურისა და გასტრონომიის აღმოსაჩენად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურები და გასტრობლოგერები ესტუმრნენ, რომელთაც ეთნოგრაფში ვუმასპინძლეთ.
ეთნოგრაფი ქართული სტუმარმასპინძლობის ცოცხალი მუზეუმია, სადაც ნაციონალური სამზარეულო, რეგიონული კერძების სახასიათო გემოები, ინტერიერში დაბრუნებული კულტურული არტეფაქტები, ქართული ცეკვა-მუსიკა და სტუმრის მიღების საუკეთესო ტრადიციები ერთად იყრის თავს.
გვახარებს, რომ ქართულ მოლხენას, ჩვენი კერძების ავთენტურ გემოსა და გამასპინძლების წესს, სწორედ ეთნოგრაფში ვაზიარეთ სხვადასხვა ქვეყნის 180-მდე სტუმარი, რომელთაც აქამდე განუცდელი ემოციები გაიყოლეს თან.
მადლობას ვუხდით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შესაძლებლობისთვის, რომ ქართული კულტურისა და გემოს გასაცნობად, ეთნოგრაფი შეარჩია. გვიხარია, რომ ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სწორედ ამ მისიას ვემსახურებით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მცენარეებთან სიახლოვე აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას 

0

დატვირთული ყოველდღურობიდან გამომდინარე ნაკლებად ვახერხებთ ბუნებაში სეირნობას და მცენარეებთან ურთიერთობას.

იმისათვის, რომ ბუნებასთან კონტაქტი და სიახლოვე შევინარჩუნოთ, შეგვიძლია ჩვენთვის სასარგებლო და სასიამოვნო მცენარეები ჩვენს სივრცეში მოვათავსოთ, იქნება ეს ოფისი, სახლი, საძინებელი ოთახი თუ სამუშაო მაგიდა.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ თუ რატომ არის მცერეებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და როგორ შევრჩიოთ ისინი ჩვენი სამუშაო თუ საცხოვრებელი სივრცისთვის.

რაში დაგვეხმარება მცენარეების ჩვენ სივრცეში დამატება და მათი მოვლა:

მცენარეებთან სიახლოვე აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას – ბიოფილიის ჰიპოთეზის მიხედვით (რომელიც ბიოლოგ ედვარდ ო. ნილსონს ეკუთვნის), მცენარეებთან, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ერთ-ერთ სახეობასთან სიახლოვე ისეთივე საჭირო და დადებითი ეფექტის მქონეა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, როგორც შინაურ ცხოველთან თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ასევე, არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მცენარეების სიახლოვეს ყოფნა ამცირებს სტრესის დონეს, აუმჯობესებს ჩვენს განწყობას და ზრდის კონცენტრაციისა და პროდუქტიულობის ხარისხს.

მცენარეების მოვლა აუმჯობესებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობას – მცენარეებზე ზრუნვა – გაწმენდა, მორწყვა, გადარგვა, სასიამოვნო პროცესია, რომელსაც ჩვენს ემოციურ მდგომარებაზე თერაპიული ეფექტი აქვს. იმ ენერგიას, რომელსაც მცენარეების მოვლისას გავცემთ, გვივსებს კიდევაც, რადგან ზრუნვის შედეგად მცენარე, რომელიც გაიხარებს, ჩვენში კმაყოფილების განცდას იწვევს, ხოლო მიწასთან შეხებისას ტაქტილური გზით ვიღებთ სიამოვნების შეგრძნებას.

მცენარეებით გარემო უფრო სუფთა და ლამაზია – მცენარეებს მნიშვნელოვანი ესთეტიკური დატვირთვა აქვთ, რადგან ნებისმიერი დახურული სივრცე უფრო სასიამოვნოა, თუ დეკორაციის ნაწილს მცენარე წარმოადგენს. თუმცა ვიზუალური უპირატესობის გარდა, მცენარეებს შიდა სივრცეში არსებული ჰაერის გაუმჯობესების უნარიც აქვთ, რადგან იწოვენ ტოქსინებს და გამოყოფენ ჟანგბადს, ამიტომ მათი სასარგებლო თვისებები ჩვენს სასუნთქ სისტემაზეც აისახება.

როგორ შევარჩიოთ მცენარე: 

მოვიძიოთ და ავარჩიოთ მცენარის ის სახეობა/სახეობები, რომელიც მოერგება ჩვენს რეჟიმს და გარემოს – თუ ხშირად გვიწევს მოგზაურობა, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მარტივად მოსავლელი მცენარე შევარჩიოთ. ასევე, შიდა სივრცის გათვალისწინებით, თუ ფანჯარასთან არ გვაქვს ადგილი, სჯობს შევარჩიოთ ისეთი მცენარე, რომლის გასახარებლად არაპირდაპირი მზის სხივიც საკმარისი იქნება, მაგალითად: კაქტუსი, ალოე, პეპერომია, ობობა მცენარე.

გავეცნოთ ინფორმაციას შერჩეული მცენარის სახეობ(ებ)ის მოვლის შესახებ – მცენარის ზოგიერთ სახეობას მორწყვა მხოლოდ თვეში ერთხელ სჭირდება, ხოლო სხვებს კვირაში ერთხელ, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ სწორად მცენარეს, იმისათვის რომ გაიზარდოს და გაიხაროს. ასევე, ზოგიერთ მცენარეს პერიოდულად გადაადგილება ან რაიმე დანამატი ესაჭიროება, ამის შესახებაც მოვიძიოთ ინფორმაცია და მოვინიშნოთ მოვლის წესებში.

ოთახის მცენარეები, რომლებიც მარტივი მოსავლელია და სტატიაში ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებებიც გააჩნიათ: კაქტუსი, ალოე, პეპერომია, ქლოროფიტუმი (ობობა მცენარე), სანსევიერია (გველი მცენარე), სპატიფილუმი, ფიკუსი, დრაცენა…

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საუკეთესო დრო დამყნობისთვის – ივლისში შუა სიცხის პიკზე, რომელი მცენარეები კალმდება

0
საუკეთესო დრო დამყნობისთვის - ივლისში შუა სიცხის პიკზე, რომელი მცენარეები კალმდება
#image_title

ივლისის შუა პერიოდში კალმების გადარგვის სეზონი: საუკეთესო დრო დამყნობისთვის

ივლისის ცხელი დღეები იდეალურია მცენარეთა კალმებით გამრავლებისთვის. ამ დროს მცენარეთა ქსოვილები აქტიურად იზრდება და იოლად ფესვიანდება. სწორად შერჩეული დრო, პირობები და მოვლის წესები მნიშვნელოვნად ზრდის კალმების დაფესვიანების წარმატებას.

🌿 ხილის ჯიშებიდან საუკეთესოა კალმებისთვის:

  • ლეღვი

  • თუთა

  • ფეიხოა

  • ბროწეული

🌸 დეკორატიული მცენარეებიდან შეგიძლიათ დაამყნოთ:

  • ჰორტენზია

  • ვარდი

  • ლუგუსტრუმი

  • კვდიო

📏 დამუშავება და მომზადება:
აჭერით ნახევრადგამერქნებული ტოტები, 15 სმ სიგრძის,

მოაცალეთ ფოთლები. ლეღვის, ბროწეულის, ფეიხოას,თუთას.
დატოვეთ 2-3 ფოთოლი კენწერული.

🪴 ნიადაგი და დარგვის პირობები:

  • გამოიყენეთ მსუბუქი და გამტარი სუბსტრატი

  • დარგეთ კალმები ჩრდილოვან, მზისგან დაცულ ადგილზე

  • მორწყვა რეგულარულად შეასრულეთ, რომ ნიადაგი მუდამ ოდნავ ტენიანი იყოს

🌱 ბუნებრივი ფესვგამოწვევის სტიმულატორი (DIY):
გჭირდებათ:

  • 200 გრამი ტირიფის ტოტი (ახალგაზრდა, მწვანე)

  • 3 ლიტრი წყალი

აჭერით ტირიფის ტოტები, დააქუცმაცეთ, დაასხით 200 გრ. სამი ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ მინიმუმ 12 საათით. შემდეგ ამ ხსნარში ჩაალბეთ კალმები დარგვამდე – ეს ბუნებრივი ჰორმონი ხელს უწყობს ფესვების სწრაფ და ძლიერ განვითარებას.

რჩევა: კალმების დაფესვიანება წარმატებით წარიმართება, თუ ტენიანობას და სითბოს ერთდროულად შეუნარჩუნებთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ მინი-სათბური ან პლასტმასის ბოთლი მიკროკლიმატის შესანარჩუნებლად.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ტყლაპს ვუზიარებდით სხვა მგზავრებს სატვირთო ავტომობილში, რომელსაც ჩვენი სახლიდან ზუგდიდში გადავყავდით – იმ წელს, როდესაც შეიარაღებული კონფლიქტის გამო იძულებული გავხდით გადმოვსულიყავით აფხაზეთიდან, დედაჩემმა ხელს მის მიერ მომზადებული ლეღვის არაჩვეულებრივი ტყლაპი გამოაყოლა”

0
„ტყლაპს ვუზიარებდით სხვა მგზავრებს სატვირთო ავტომობილში, რომელსაც ჩვენი სახლიდან ზუგდიდში გადავყავდით - იმ წელს, როდესაც შეიარაღებული კონფლიქტის გამო იძულებული გავხდით გადმოვსულიყავით აფხაზეთიდან, დედაჩემმა ხელს მის მიერ მომზადებული ლეღვის არაჩვეულებრივი ტყლაპი გამოაყოლა”
#image_title

“იმ წელს, როდესაც შეიარაღებული კონფლიქტის გამო იძულებული გავხდით გადმოვსულიყავით აფხაზეთიდან, დედაჩემმა ხელს მის მიერ მომზადებული ლეღვის არაჩვეულებრივი ტყლაპი გამოაყოლა,” ამბობს ეკატერინე ხუტკუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები ნიშური პროდუქტის მწარმოებელი. “ტყლაპს ვუზიარებდით სხვა მგზავრებს სატვირთო ავტომობილში, რომელსაც ჩვენი სახლიდან ზუგდიდში გადავყავდით.”

შეიძლება იყოს 1 ადამიანი გამოსახულება

30 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ და, დედამისის მიერ გადამუშავებული ხილით შთაგონებული ეკატერინე ახლა თავად ამზადებს მსგავს ნიშურ პროდუქტებს.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
გაიგეთ მეტი ეკატერინეს შესახებ: https://www.fao.org/georgia/news/detail-events/ge/c/1739802/
“During the first year when we had to relocate from Abkhazia because of the armed conflict, my mother brought dried fig and persimmon leather with her,” says Ekaterine Khutkubia, producer of niche and terroir goods now residing in Samegrelo. “We were sharing it with others in the back of the truck, transporting us away from home.”
More than 30 years have passed since that period, and inspired by her mother’s dried fruits, she is now making such niche products commercially in her home in Samegrelo-Zemo Svaneti.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გსურთ მერძეული და მეცხოველეობის მიმართულებით წარმოების გაუმჯობესება?

0
« ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა » – იცით რას ჭამთ?!
#image_title

გსურთ მერძეული და მეცხოველეობის მიმართულებით წარმოების გაუმჯობესება?

🥛 FAO-ს ვეტერინარები განაგრძობენ საგანმანათლებლო შეხვედრებს სურსათის უვნებლობის შესახებ მერძეული მიმართულებით მომუშავე ფერმერებთან.
📍 მომავალი კვირის ტრენინგების სერია ჩატარდება ასპინძის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში.
➡️ საგანმანათლებლო შეხვედრები მოიცავს შემეგ საკითხებს:
✳️ რძე, ლაქტაცია და წველის ჰიგიენა.
✳️ კლინიკური და ფარული მასტიტი
📅 განრიგი:
☑️ 8 ივლისი, 15:00: ფერმერული საველე სკოლა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში;
☑️ 9 ივლისი, 15:00: ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა სოფელ სვირში;
☑️ 10 ივლისი, 11:30: ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ვალე.
🇺🇳🇸🇪🇪🇺 FAO-ს ტრენინგი სურსათის უვნებლობის შესახებ ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.
🐄 Would you like to advance your dairy production efforts?
🥛 The FAO Veterinarians are continuing their educational meetings on food safety for dairy farmers.
📍 The training series will be held next week in Aspindza, Akhaltsikhe, and Adigeni Municipalities.
➡️ The following topics will be covered during the educational sessions:
✳️ Milk, lactation, and milking hygiene.
✳️ Clinical and subclinical mastitis.
📅 Schedule:
✅8 July, 15:00: Farmer Field School in the Rustavi Village of the Aspindza Municipality;
✅9 July, 15:00: Akhaltsikhe Municipality library in the Sviri Village;
✅10 July, 11:30: Vale Village of the Akhaltsikhe Municipality.
support of the European Union and Sweden, under ENPARD IV.
🇺🇳🇸🇪🇪🇺 The FAO Food Safety training is implemented through the support of the European Union and Sweden, under ENPARD IV.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიღებული ინფორმაცია თხილის მწარმოებლებს საქმიანობის ეფექტურობის, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება

0
მიღებული ინფორმაცია თხილის მწარმოებლებს საქმიანობის ეფექტურობის, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება
#image_title

18 ივლისს, ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში, საქართველოს თხილის სექტორისთვის ტექნიკის სადემონსტრაციო დღე (დემო დღე) გაიმართება!

ღონისძებაზე დასწრება უფასოა და ის აგრიჯორჯიას საწარმოს მიმდებარედ 09:30-დან 16:00-მდე ჩატარდება.
დემო დღეზე წარმოდგენილი იქნება ტექნიკის ოთხი მომწოდებელი კომპანია და ფერმერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თანამედროვე მექანიზაციას, მათ შორის თხილის მოსავლის ამღებ სპეციალიზებულ ტექნიკას როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის ბაღებისთვის. მიღებული ინფორმაცია თხილის მწარმოებლებს საქმიანობის ეფექტურობის, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.
ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და აგრიჯორჯიას (ფერეროს თხილის კომპანია) მიერ, ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.
დემო დღეზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია: https://forms.office.com/e/V2Vzbcf18s
On 18 July, the Machinery Demonstration Day will be held for the Georgian hazelnut sector in the Chitatskhari village of the Zugdidi Municipality!
The event is free of charge, and it will be held near AgriGeorgia’s (Ferrero’s Hazelnut Company) factory building from 09:30 to 16:00.
Four distributors of agricultural machinery will exhibit their equipment at the event and farmers will have the opportunity to learn more about modern mechanization, including the specialized hazelnut harvesters for small, as well as big orchards. The information gained from the event will help hazelnut producers in improving their efficiency, productivity and competitiveness.
The event is organized by the Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO) and AgriGeorgia, within the framework of the ENPARD IV of the European Union and Sweden.
Register for the Demo Day: https://forms.office.com/e/V2Vzbcf18s
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.