სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

მადისაღმძვრელი ელარჯი, იწელება ჭერამდე! – ელარჯი მეგრული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია

0

ელარჯს ისე ვერსად ამზადებენ, როგორც სამეგრელოში.

ადვილად ჟღერს რეცეპტების წიგნში ამოკითხული სიტყვები ” ადუღებულ წყალში გახსენით სიმინდის ფქვილი, ჩაყარეთ ჭყინტი სულგუნი. მოურიეთ ღომის კონსისტენციის მიღებამდე”.

საგანგებოდ შერჩეულ სულგუნსა და სიმინდის ფქვილში. არანაკლებ როლს თამაშობს გამოყენებული ჭურჭელი. ქვაბი აუცილებლად თუჯის უნდა იყოს, მოსაზელი საშუალება კი ხის ფართო კოვზი.

ელარჯი მეგრული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია, ამიტომ ნებისმიერი ქართველი ვალდებულია ერთხელ მაინც დააგემოვნოს იგი.

მადისაღმძვრელი ელარჯი, იწელება ჭერამდე!

როგორ მოვამზადოთ მეგრული ელარჯი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რა არის, გიორგი ფხაკაძის წარმატების ფორმულა?!

0

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმატების ფორმულაზე საუბრობს:

„მეკითხებიან, თუ რა არის ჩემი წარმატების ფორმულა, ჩემი პასუხი:
მიყვარს და მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ;
საქმის დაჟინებით კეთების უნარი ;
სულ ვსწავლობ და ვეძებ სიახლეებს (2007 წლიდან ვარ პროფესორი David Tvildiani Medical University, მაგრამ მუდმივად ახალ რამეებსაც ვსწავლობ);
არ მეშინია სირთულეების (სომალი და ერაყგამოვლილი ვარ);
შედეგი კი არის ის, რომ ვტკბები ჩემი ცხოვრებითა და ჩემი მუშაობის შედეგებით (დილას, პარიზში, მონმარტრზე, კრუასანით და ყავით ვხვდები).
ამაზონი (Amazon.com), ალბათ, გაგიგიათ. ჩემი წიგნების კოლექციის შეგროვებაც შეგიძლიათ დაიწყოთ; ეს კი ის, რაც ვთქვი, პრაქტიკაში როგორ გამოიყურება,
წარმატებებს გისურვებთ.“
Giorgi Pkhakadze, Poverty, Migration and AIDS in South India: Theory of migration and HIV/AIDS

მცენარეთა დაცვის საშუალებები და დრო

0

მცენარეთა დაცვის საშუალებები და დრო

კვირტის გაშლამდე. ალბათ უკვე ჩატარებუ­ლი გაქვთ ის უპირველესი და აუცილებელი სა­მუშაოები, რასაც მამულის სანიტარიული დამუშავება ჰქვია: გამხმარი და დაავადებული ხე-ბუჩ­ქების ამოძირკვა, ხმელი და დამტვრეული ტოტების მოხერხვა და მავნებელთა ბუდეებიანად დაწვა. თუ აქამდე ვერ მოასწარით, არც ახლაა დაგვიანებული, ოღონდ დააჩქარეთ, რა­დ­­განაც ბაღის ქიმიური დამუშავების დროა. რო­ცა საშუალო დღიური ტემპერატურა +5ºჩ-ია, შე­წამლეთ ნიტროფენითა და ოლეოკუპრიტით, შე­ძლება მათი შემცვლელების გამო­ყენებაც. ეს ღო­ნისძიება თავიდან აგაცილებთ მოზამთრე მავნებლების კვერცხების, ტკი­პებისა და ბუგრების გამოღვიძების საშიშროებას. ამ საშუალებებით მცენარეები იწამლება 2-3 წელიწადში ერთხელ.
კვირტის გაშლიდან ყვავილობამდე. კვირ­ტების გაშლისთანავე ხეების ქვეშ დააფინეთ ცელოფანი, ჩამობერტყეთ გრძელცხვირას ხოჭოები და გაანადგურეთ. ეს პროცედურა ტარდება, როცა ჰაერის ტემპერატურა + 10ºჩ-ია, სასურველია _ 2-3-ჯერ.
შეწამლეთ ხეხილი ქვემოთ ჩამოთვლილი პრე­პარატებიდან ერთ-ერთით: ბენზოფოსფატით, კარ­ბოფოსით, კილზარით, რევიკურტით ან პერ­მეტრინით და დაზღვეული იქნებით ვაშლის ყვავილჭამიას მავნე მოქმედებისაგან.
ვაშლისა და მსხლის ქეცის საწინააღმდეგოდ სა­უკეთესო საშუალებაა ბორდოს 3%-იანი ხსნა­რი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არ გამოგიყენებიათ ნიტროფენი.
ყვავილობის დასაწყისიდან მისი დამთავ­რების შემდეგ. თუ კვირტის გაშლამდე ხეები არ ჩამოგირეცხავთ ბორდოს 3%-იანი ხსნარით, ყვავილობის დასაწყისშივე შეწამლეთ ბორდოს 1%-იანი ხსნარით.
ტკიპების, ბუგრებისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ბორდოს ხსნარის შემცვლელ პოლიქრომს ჩაამატეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ნივ­თიერებათაგან ერთ-ერთი: პერმეტრინი, ბე­ნ­ზო­ფოს­ფატი, კარბოფოსი, კილზარი.
მუხლუხების წინააღმდეგ მეტად ეფექტურია: ბიტოქსიბაცილინი, ლეპიდოციდი ან დენდრობაცილინი.
ყვავილობის დამთავრებისთანავე ხეების ძი­რ­ში დაფენილ ცელოფანზე ჩამობერტყეთ ვაშლის მხერ­ხავათი დაზიანებული ნაყოფი და გა­ანადგურეთ. ქეცის წინააღმდეგ შეწამლეთ 1%-იანი ბორდოს ხსნარით. მსხლის ხეები ტკიპე­ბის წინააღმდეგ დაამუშავეთ გოგირდოვანი პრე­პარატით.
ყვავილობის დამთავრებიდან 15-20 დღის შემ­დეგ ვაშლისა და მსხლის ხეები შეწამლეთ კარბოფოსით, ბენზოფოსფატით, რევიკურტით, პერმეტრინით ან ბიოპრეპარატებით – ბიტოქსიბაცილინით, დენდრობაცილინით ან ლეპიდოციდით. შეიძლება ჩამოთ­ვლილი პრეპარატები შეცვალოთ უახლესი, უფრო ეფექტური საშუალებებით.
ხეების შტამბებს შემოახვიეთ გოფრირებული შესაფუთი ქაღალდი ან ჯვალო, გა­სინჯეთ ყოველ 7-10 დღეში ერთხელ, საღამო ხანს, და შიგ დაგროვილი ნაყოფჭამიას მუხლუხები გაანადგურეთ. ეს გახლავთ ერთ-ერთი მეტად ეფექტური ღონისძიება, რომელიც ტარდება ყვავილობის დამთავრებიდან 25 დღის შემდეგ. ამავე პერიოდში ტარდება ნაყოფჭამიას წინააღმდეგ მეორე წამლობა პერმეტრინით, კარბოფოსით, კილზარით ან რევიკურტით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ბენზოფოსფატით.
ფოთოლცვენის შემდეგ შტამბზე ნახვევები შეხსენით და მწერები გაანადგურეთ. ჩამოცვენილი ფოთლები მოფოცხეთ, დაწვით ან ღრმად ჩამარხეთ. გაფხიკეთ შტამბისა და ტოტების დაზიანებული ნაწილები და შეათეთრეთ კირით: 2კგ ჩამქრალ და გაცრილ კირს დაამატეთ 1კგ თიხამიწა ან ახალი ნაკელი, გახსენით 10 ლ წყალ­ში და წაუსვით ფუნჯით.
რა თქმა უნდა, ზემოჩამოთვლილი სამუშაოები ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ამგვარი შრომა ყოველთვის ფასდება უხვი და ჯანსაღი მოსავლით.

საგაზაფხულო სამუშაოები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცეს

0
xr:d:DAGB0EEP1sk:52,j:5408121479935992957,t:24040813

საქართველოს მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს და განაცხადების მიღებას მიმდინარე წლის 22 აპრილიდან დაიწყებს.

„ახალი პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი გამოფენა-ფესტივალების, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორების დაფინანსება/თანადაფინანსების პირობები და ანაზღაურების ოდენობა, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარმოადგინოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველმა იურიდიულმა პირებმა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, არაერთი ღვინის ფესტივალი, გამოფენა, დეგუსტაცია და კონკურსი იმართება. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის და სხვა ღვინო პროდუქციის პოპულარიზაცია, მეღვინეობის დარგისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებაა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების შესავსები ფორმა განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.wine.gov.ge პროგრამის დაწყების დღეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ნამდვილი წალკოტი – მზოვრეთის მონასტერი

0

ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა მზოვრეთის მონასტრის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი. მონასტერში ბერებმა ნამდვილი წალკოტი გააშენეს.

“წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 10 წლის წინათ ბევრი არაფერი იყო. შორიდან ციხის დაბალზე შემორჩენილი ნაწილი ჩანდა. დღეს კი შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს მზოვრეთის (მძოვრეთის) ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერია. ძეგლის აღდგენა 2009 წელს დაიწყო. მამებმა ძველი წყაროს გზაც იპოვეს, გალავანი მიწისგან მთლიანად გაწმინდეს და აღადგინეს.
ახლა აქ 3 ტაძარია. ბიბლიოთეკაც გააკეთეს და წალკოტიც გააშენეს.
მონასტერს მამა იოანე წინამძღვრობს.
მზოვრეთს დიდი ისტორია აქვს. აქ უწინ ქალაქი იყო. ახლა კი სოფელი ორთუბანია. მდებარეობს ძამას ხეობაში, ყინწვისთან ახლოს.

მზოვრეთი ბოლოს თავადმა ციციშვილმა დაახლოებით 300 წლის წინათ აღადგინა. აქაურობამ ახლა უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინა”, – წერს გოგა ჩანადირი და მისსავე ფოტოებს აქვეყნებს.“

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ისტორიაში პირველად – გულის პირველი ნაწილობრივი ტრანსპლანტი, პაციენტი ბავშვის ორგანიზმთან ერთად იზრდება

0

ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში გადანერგილი ქსოვილი მის სხეულთან ერთად იზრდება და ფუნქციას ინარჩუნებს.

2022 წლის გაზაფხულზე, ისტორიაში პირველად, ბავშვს გულის ნაწილობრივი ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩაუტარდა.

„ეს პუბლიკაცია არის იმის დასტური, რომ ეს ტექნოლოგია მუშაობს, ეს იდეა მუშაობს და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ბავშვების დასახმარებლად”, – ამბობს დოქტორი ჯოზეფ ტურეკი, რომელიც ხელმძღვანელობდა პროცედურას.

ოუენ მონრო 18 დღის იყო, როცა დონორის გულის ქსოვილი გადაუნერგეს. დაბადებამდე ბავშვს დაუსვეს დიაგნოზი გულის მანკი, ექიმებმა გამოავლინეს, რომ ბავშვს მხოლოდ ერთი დიდი სისხლძარღვი ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც გულიდან სისხლი გამოედინებოდა, წესით კი ორი მომცრო სადინარი უნდა განვითარებოდა.

პროცედურის შემდეგ, ოუენის გადანერგილი სარქველები ზომით გაიზარდა მის გულთან ერთად და მათი ფუნქცია შესანიშნავი იყო, იტყობინება მისი ექიმები JAMA-ში. მზარდი ბავშვი ხვდება განვითარების ყველა ეტაპს, როგორიცაა სეირნობა, დგომა, გარშემო საგნების ძებნა და ბგერების გამოცემა.

ამ დროს ფილტვებს დიდი ოდენობით სისხლი მიეწოდება, რაც სუნთქვას ართულებს და სხეულის დანარჩენ ნაწილებში სისხლის სათანადოდ მიწოდებას აფერხებს. ოუენის სხეულში ან მთლიანი გული უნდა გადაენერგათ, რაც პრობლემური იქნებოდა, ან სარქველი, რომელიც ხშირად უნდა შეცვლილიყო. სპეციალისტებმა მესამე გზა აირჩიეს, რომელიც მანამდე მხოლოდ ღორებზე იყო ნაცადი.

მათ პაციენტის ორგანიზმში დაღუპული ჩვილის სარქვლებისა და არტერიების ტრანსპლანტაცია გადაწყვიტეს, ამის განხორციელებას კი 8 საათი დასჭირდა. ბიჭი საავადმყოფოდან 30 დღეში გაწერეს და იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტების შედარებით მცირე დოზა დაუნიშნეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება

0
xr:d:DAGCAK4jeKw:35,j:7056439140463283432,t:24041010

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით, დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დადგენილი ჯარიმების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან.

„რამდენიმე წლის წინ, თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში – 500, იურიდიული პირის შემთხვევაში – 1 000 ლარის, ხოლო განმეორებითი ქმედების შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით. ეს ცვლილება უკვე რამდენიმე წელია მოქმედია, თუმცა, რეალობას თუ შევხედავთ, ამ მიმართულიბით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ალბათ ძალიან ბევრს შეუნიშნავს დედაქალაქში სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული დიდი სატვირთო მანქანები, რომლებიც აბინძურებენ ქუჩას, გამოაქვთ ტალახი. ეს ყველაფერი შემდეგ მტვრად გადაიქცევა, ამას კი სუნთქავენ ჩვენი შვილები, მოქალაქეები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე კახა გულედანს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული ავტომანქანების მდგომარეობა და არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

„სამშენებლო ობიექტებს აქვთ ვალდებულება, გამოსვლის დროს, ავტომანქანები სამშენებლო მოედანზე ჩამორეცხონ. არ უნდა ფიქსირდებოდეს დიდი მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურების შემთხვევები. ამ მხრივ, უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ასევე, პრობლემაა ბეტონგადამზიდი მანქანები. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ახლად რეაბილიტირებული ქუჩა ზიანდება. მსგავსი ფაქტი ამასწინათ უნივერსიტეტის ქუჩაზეც მოხდა. ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული გავხადოთ, ამ პროცესში კი ყველა ადამიანს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მინდა, ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს დავავალო, ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ საკითხს. სასწრაფოდ დაიწყეთ მუშაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თეთრყვავილას ბოლქვის მოპოვებისთვის 5-წლიანი ლიცენზია გაიცა

0

მთავრობის 4 ივნისის განკარგულებით, თეთრყვავილას მოპოვებისთვის აუქციონის საწყისი ფასი 400 000 ლარით განისაზღვრა.

როგორც მთავრობის განკარგულებაში წერია, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრა ხუთი წლის ვადით, 25 მილიონი თეთრყვავილას (Galanthus Woronovii) ბოლქვის მოპოვებისთვის, რომლის ყოველწლიური კვოტა უნდა იყოს 5 მლნ ბოლქვი, არაუმეტეს 25 000 კილოგრამისა.

შეგახსენებთ, თეთრყვავილას ბოლქვი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებშია შეტანილი. აღნიშნული კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს არეგულირებს და წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას, საფრთხეში მყოფი მცენარეებისა და ცხოველების დასაცავად.

ცნობისთვის, ამ დრომდე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, აუქციონის წესით, თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია სამწლიანი ვადით 2021 წელს იყო გაცემული. ამჟამად კი ლიცენზიის ვადად ხუთი წელი განისაზღვრა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტრით გაიზრდება

0
Earthpix-ი საქართველოში

დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც თუშეთის დაცული ლანდშაფტის 2245 ჰექტრით გაფართოებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღების შედეგად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობი 34 280 ჰექტარი იქნება.

კანონპროექტის თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცევა სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც მეტად მნიშვნელოვანია რადგან სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია თავისი მდებარეობით ერთგვარ მაკავშირებელ დერეფანს ქმნის ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალს, ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს შორის, რაც მთლიანად ამ ვრცელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ეკოლოგიური პროცესების უწყვეტობას.

სოფელ ტბათანისთვის და მის მიმდებარე ტერიტორიისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი ეფუძნება „თუშების სათემო საბჭოს“ წინადადებას და შეთანხმებულია ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობასთან.

გაფართოებულ არეალზეც გავრცელდება დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს ორი საუკუნის განმავლობაში აქ არსებული დასახლების ისტორიული იერსახის აღდგენას, ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის წახალისებას და ეკოტურიზმის პოტენციალის გაუმჯობესებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში შექმნილია სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორია და მათი ფართობი 912 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.1%-ია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. საქართველოს პარლამენტში წარდგენილია „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, მიმდინარე წელს განხორციელდება კვლევები სამეგრელოსა და ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიების დაარსების და ასევე რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოების მიმართულებით. ვაგრძელებთ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. წელს დასრულდება 15 დაცულ ტერიტორიაზე 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც 30 მლნ. ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი. ასევე წელს სულ მცირე 10 ლოკაციაზე შეიქმნება ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა რისთვისაც 10 მლნ. ლარი იქნება მიმართული.

დაცული ტერიტორიების სწორის განვითარების პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა 1 070 000 ვიზიტორი, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კახეთში წყალსაცავის აშენება იგეგმება

0

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ოთარ შამუგიას ინფორმაციით, სახელმწიფო კახეთში წყალსაცავის მშენებლობაზე მუშაობს, რომელიც ფერმერებისთვის წყალუზრუნველყოფის პრობლემას გადაჭრის.

ოთარ შამუგიამ პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განმარტა, რომ წყალსაცავის პროექტი, რომელიც ჯერ დაწყებით ეტაპზეა ილტოს პროექტითაა და ცნობილი და ის კახეთის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ყოველწლიურად სარწყავი წყლის დეფიციტს ვხედავთ, აქედან გამომდინარე ფერმერებს წყალუზრუნველყოფის და თავისი ფართობების მორწყვის პრობლემები ექმნებათ. შესაბამისად მნიშვნელოვანია, ჩვენ ავაშენოთ წყალსაცავი, სადაც წინასწარი გათვლებით, 80 მლნ კუბური მეტრის წყალსაცავზე ვსაუბრობთ, თუმცა ეს ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ უნდა განსაზღვროს.

ჩვენ ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტები დავიქირავეთ და ტექნიკური დავალება მზად არის, რომელიც მსოფლიო ბანკის ექსპერტებს გადაეცა. ალბათ, მომავალ კვირას მსოფლიო ბანკის სტრუქტურებთან შეთანხმებით ამ საკითხზე ტენდერი გამოცხადდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია დეტალურ ტექნიკურ დასაბუთებას მოამზადებს, რომლის შემდეგაც კონკრეტული მონაცემები გვექნება, როგორ უნდა გავაგრძელოთ ეს პროექტი და როგორი იქნება მისი განხორციელების მიზანშეწონილობა – 80 მლნ კუბური მეტრი იქნება თუ სხვა მასშტაბია იქ საჭირო. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემდეგ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli