ნიკოლოზ ნონიაშვილი – მცენარეებზე და ცხოველებზე შეყვარებული თვითნასწავლი მხატვარი დუშეთიდან…
გაიცანით 27 წლის გურული ფერმერი, რომელმაც მოცვის პლანტაციები გააშენა და თავის კუთხეში, სწორედ ამ კულტურის განვითარებაზე ზრუნავს
27 წლის გურული ფერმერი, რომელმაც მოცვის პლანტაციები გააშენა
გაიცანით 27 წლის გურული ფერმერი – გია გობრონიძე, რომელმაც სულ რამდენიმე წელია, რაც მოცვის პლანტაციები გააშენა და თავის კუთხეში, სწორედ ამ კულტურის განვითარებაზე ზრუნავს
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სეს: 2023 წელს სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12 %-ს შეადგენს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის მონიტორინგის შედეგების შეჯამება დაასრულა. გასული წლის განმავლობაში, მონიტორინგის ფარგლებში აღებული და ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გადაგზავნილია სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტი ნიმუში. გამოვლინდა 624 შეუსაბამობა და დარღვევების მაჩვენებელმა 12% შეადგინა (2022 წელს დარღვევების მაჩვენებელი 15% იყო).
კვლევა ჩატარდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის, დარღვევა არ გამოვლენილა პესტიციდებზე აღებულ მცენარეული და ცხოველური სურსათის 374, ტრანსცხიმებზე გამოკვლეულ 88 და გმო-ზე აღებულ 30 ნიმუშში, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის სურსათისა და ბავშვთა კვების 180 ნიმუშში; კალიუმის შემცველობა არ დაფიქსირებულა ქათმის ხორცის 30 ნიმუშში და სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი არ აღმოჩნდა ყველის 30 ნიმუშში.
რაც შეეხება დარღვევებს – ლისტერიაზე აღებული 195 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა ერთ ნიმუშში; სალმონელაზე აღებული 600-ზე მეტი ნიმუშიდან გამოვლინდა 5 დარღვევა. საღებავების შემცველობაზე აღებული 109 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა კეტჩუპის, აჯიკისა და სუნელ-სანელებლის 6 ნიმუშში, დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/474
https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/483).
ადამიანის ჯანმრთელობისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2024 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები იზრდება; წლიური მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილია 6000 ნიმუშის/სინჯის აღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად.
2023 წლის მონიტორინგის შედეგები იხილეთ სააგენტოს ვებგვერდზე: https://nfa.gov.ge/Ge/StateControl
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ბალნეოლოგიური კურორტი – სასმელად და აბაზანებისთვის
ნასაკირალი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლების გამო. ტყის კორომში, სადაც გავრცლებულია რცხილა, წიფელი, წაბლი, თხმელა და სხვა, მოედინება გოგირდ-წყალბადის შემცველი ქლორიდულ ნატრიუმიანი წყლები. წყალი გამოიყენება წყლის აბაზანებისათვის (გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ), აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ). სეზონი იწყება ივნისიდან.ნასაკირალის იმ ტერიტორიებზე, რომელიც ისტორიულად ძიმითელ მემამულე მესუ გოგელიას ეკუთვნოდა გაშენდა ნასაკირალის სამკურნალო წყლების კურორტი. გადმოცემის თანახმად გლეხმა ნახა, რომ პირუტყვი ხარბას სვამდა მლაშე წყალს. მან წყალი გასასინჯად მიუტანა დვაბზუელ მღვდელ მჟავანაძეს, რომლმაც გაგზავნა წყალი შესაფასებლად ოდესის ლაბორატორიაში. კურორტის მოწყობა 1927-29 წლებში დაიწყო. 1970 წლისთვის კურორტი წელიწადში 3200 დამსვენებელს იღებდა.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად სულფიდური, ქლორიდულ- ნატრიუმიანი მინერალური სუბთერმული და ჰიპოთერმული წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8 – 7,8 გ/დმ3;
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).
სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სიტემისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები. კუჭის ქრონიკულ დაავადებებისას რეკომენდებულია წყლის სასმელად გამოყენება.
რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?
ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას
ფატიმა წოტოიძე – ქალი, რომელსაც „შატილის ასულო“ მიეძღვნა
იქ დარჩა ჩემი ლამაზი, ტანაშოლტილი ქალია. პირიმზის ეშხი,სიტურფე, მის ღიმილს დაუფარია, სხვამ არ წამართვას ლამაზი, მთებო გეჭიროთ თვალია.
იქ დამრჩა ტიალი გული სადაც გოროზი მთებია…“- ეს არის იოსებ ლონგიშვილის ლექსი (1962 წ), რომელიც მეუღლეს, ფატიმა წოტოიძეს მიუძღვნა. გააგრძელეთ კითხვა

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის საკითხებზე, რომლებსაც სააგენტო შესაბამისი პროექტები
უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერებისა და დაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტის „Uzdavyerloyiha“ დელეგაციის წევრებს სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო, მოკლედ მიმოიხილა მიწის რეფორმის ისტორია და ის სამართლებრივი საფუძვლები, რასაც ეყრდნობა სააგენტოს შექმნა და მისი საქმიანობა.
შეხვედრაზე სააგენტოს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის საკითხებზე, რომლებსაც სააგენტო შესაბამისი პროექტების დახმარებით ახორციელებს.
საუბარი შეეხო მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის საკითხს. სტუმრები გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნის პროცესსაც გაეცნენ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს მეცნიერებისა და დაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტის სტრუქტურასა და საქმიანობაზე. ინსტიტუტი 850 თანამშრომლით და 13 რეგიონული ფილიალით არის წარმოდგენილი.
ქვეყანაში ქმნის მიწის მდგრადი გამოყენების შესაძლებლობებს, აღკვეთს მიწასთან დაკავშირებულ სადავო/კონფლიქტურ საკითხებს. სტუმრებმა ისაუბრეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ღირებულების შეფასების კრიტერიუმებზე, საძოვრების გეობოტანიკურ გამოკვლევაზე და სხვა.
4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტში. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია სტუმრობდა ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შპს საქართველოს მელიორაციას, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ერთწლიანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა სოფელ წილკანში, ასევე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. საქმიანი შეხვედრა შედგა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა – ამოქმედდა 1 იანვრიდან
საქართველოს მთავრობის დადგენილება №558 2023 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:
„სოციალური რეაბილიტაციის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“. „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2 1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი შეადგენს 76 350 000 ლარს. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრამული კოდი: 27 02 03) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi











