მურმან გვასალიას სურს, რომ მომავალში კონტაქტური ზოოპარკი მოაწყოს
თბილისიდან თიანეთში გადასული გოგო, რომელიც ყოველ დღეს დილის 6 საათზე იწყებს და შინაურ ცხოველებს საკუთარი ხელით უვლის
უგემრიელესი ერბოს ქადის ტრადიციული რეცეპტი
მთის ხალხსს მართლაც გამორჩეული სამზარეულო აქვს. საკმარისია, ვახსენოთ სვანური კუბდარი, რომელიც საქართველოს ამ ულამაზესი მხარის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ბოლოსდაბოლოს, ქართული სამზარეულოს მთავარი კერძი ხინკალი სწორედ მთიული ხალხისგან მოდის.
დღეს გაგიზიარებთ ერბოს ქადის ტრადიციულ რეცეფტს, რომელსაც ძირითადად ფშავლები და თუშები ამზადებენ და რომელიც მართლაც გამოირჩევა თავისი ფაფუკი ცომითა და უგემრიელესი შიგთავსით. მისი მომზადების წესები კი ასეთია.
ოქროსფერი ღვინის ქალაქი – ბოლნისში ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა
ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა.
კომპანია „არემჯის“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით ღონისძიებას ოქროსფერი ღვინის ქალაქმა მეორედ უმასპინძლა.
„გვიხარია, რომ ძალიან დიდი ჩართულობაა, მაღალია ინტერესი როგორც მეღვინეების, ასევე ფესტივალზე ჩამოსული სტუმრების მხრიდან. ჩვენ 7 წლის წინ ავიღეთ პასუხისმგებლობა ბოლნისური მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობაზე. სწორედ ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია ბოლნისის ღვინის ფესტივალი, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით ყოველწლიურად გაიმართება“, – განაცხადა კახაბერ მჭედლიშვილმა, „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელება, ღვინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია,
რომელიც საქართველოს 29 ადგილწარმოშობას აერთიანებს. ფესტივალის მიზანს, მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ ცნობადობის გაზრდა და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს.
წელს ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 50-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების ფარგლებში 28 მაისს, ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი გაიმართა, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტით ჩატარდა.
საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ, ენოლოგებმა, ღვინის ექსპერტებმა და მეღვინეებმა საქართველოს 6 რეგიონიდან, 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 87 ღვინის ნიმუში დააგემოვნეს.
კონკურსის გამარჯვებულები ფესტივალის მსვლელობის დროს საზეიმოდ გამოვლინდნენ. წელს ჟიურიმ 10 ოქროსა და 38 ვერცხლის მედალოსანი ღვინო დაასახელა.
ფესტივალი მუსიკალურად გააფორმეს ტრიო „ალილომ“ და კვარტეტ „რანინამ“,
დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა გათამაშებები და შემეცნებითი აქტივობები.
ფესტივალის წარმდგენი იყო „არემჯი“, მხარდამჭერები: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, საქპატენტი.
„არემჯის“ ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება და ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალიც ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტია.
11 ივლისიდან, ხულოს მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება
11 ივლისიდან, ხულოს მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება.

მერქნიანების მორწყვის საუკეთესო ვადები…
მერქნიანების მორწყვის საუკეთესო ვადებია:
1. ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე. ეს ხელს უწყობს ნორმალურ ყვავილობასა და გამონასკვას. ყვავილობის პერიოდში მორწყვა დაუშვებელია, რადგან ნასკვები დიდი რაოდენობით ცვივა.
2. გამონასკვიდან 15-20 დღის შემდეგ. ამ პერიოდში რწყვა მნიშვნელოვანია, როგორც მიმდინარე ნაყოფიერების, ისე მომავალი წლის საყვავილე კვირტების ჩასახვისათვის.
3. განუვითარებელი ნასკვების ჩამოცვენის შემდეგ შერჩენილი ნაყოფის ზრდის უზრუნველსაყოფად, თუ ნიადაგში ტენი საკმარისია, ნუ მორწყავთ.
4. განსაკუთრებით საჭიროა მორწყვა უშუალოდ მოსავლის აღების შემდეგ, რადგან ფესვთა სისტემა დასუსტებულია და წყალთან ერთად საჭიროებს სასუქის შეტანასაც.
ვენახი. მიუხედავად იმისა, რომ ვაზი გვალვაგამძლე კულტურაა, მინიმუმ სამი მორწყვა მაინც სჭირდება:
1. ყვავილობამდე (ეს, რა თქმა უნდა, უკვე ჩატარებული გექნებათ).
2. ისრიმობის ფაზაში, ანუ როცა მწვანე მარცვალი მსხვილდება.
3. სიმწიფის დაწყებამდე.
ბოსტანი, ბაღჩა. სხვადასხვა კულტურა ნიადაგის ტენიანობას სხვადასხვანაირად მოითხოვს.
ტენიანობის ყველაზე მომთხოვნ მცენარეებად ითვლება: თვის ბოლოკი, ისპანახი, სალათა, კომბოსტო, ფოჩიანი ხახვი, კამა, ნიახური; მათთვის აუცილებელია 4-5 დღეში ერთხელ მორწყვა – 1მ2-ზე საშუალოდ 40 ლ წყალი.
ნაკლებად მომთხოვნია (ზემოთ ჩამოთვლილთაგან შედარებით): კიტრი, თავიანი ხახვი, ნიორი, პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი; სეზონზე საკმარისია 7-8 მორწყვა (7-8 დღეში ერთხელ) – 1მ2 -ზე საშუალოდ 35 ლ.
უფრო ნაკლებად მომთხოვნია: ჭარხალი, ყაბაყი, სტაფილო, კარტოფილი, ბარდა, ლობიო, სატაცური; 5-6 მორწყვა სეზონზე, 1მ2 -ზე – დაახლოებით 30ლ.
გვალვაგამძლეა: გოგრა, ნესვი, საზამთრო, სიმინდი; ესაჭიროება 15-18 დღეში ერთხელ მორწყვა, 1მ2-ზე – 30 ლ.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემებისა, აუცილებელია ამინდის გათვალისწინებაც.
თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივლისშიც ბევრი სამუშაოა
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ქვის სამგანყოფილებიანი საწნახელი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება!
ქვის სამგანყოფილებიანი საწნახელი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება!
ფოტოზე, ხანის ქვის სამგანყოფილებიანი საწნახელია გამოსახული.
ქვის გიგანტურ ლოდში გამოკვეთილი უნიკალური ქმნილება, საუკუნეებს ითვლის.
ქვითხუროობის გენიალური შედევრი, ჟამთა სვლამ ხავსით გადაფარა.
დღეს ფუნქცია დაუკარგავს, მაგრამ დღემდე არ დაუკარგავს გამორჩეული ლაზათი და პეწი…

ლიბერთის მხარდაჭერით, RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 22 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
ლიბერთის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფინალისტთა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, RDYE პროექტის მეორე ციკლის 22 ფინალისტმა, საკუთარი საწარმოს შექმნისა და გაფართოების მიზნით, ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა.
RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა; ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ ახალგაზრდა მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელთაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა, მოამზადეს ბიზნეს გეგმები და მონაწილეობა მიიღეს პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. ღონისძიებამ გააერთიანა, როგორც პროექტის მონაწილეები, ასევე, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რაც კარგი შესაძლებლობაა სამომავლო თანამშრომლობის/საქმიანის კავშირების განსავითარებლად.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის (Mercy Corps Georgia) მიერ.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი ხელს უწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენელს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრს, ეკომიგრანტსა და იძულებით გადაადგილებულ პირს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
პროექტი ხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი – 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხ რეგიონში და მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:
ქვემო ქართლი – რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
სამცხე-ჯავახეთი – ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი – გორი, ქარელი, კასპი
მცხეთა-მთიანეთი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას. ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.
მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.
ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წამოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მრავალწლიანი გამოცდილება სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის. ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
გაგაცნობთ სამთო ინჟინერს, გელა ცენტერაძეს – ერთადერთია საქართველოში, ვინც მწვანე ფიგურებზე მუშაობს
ტოპიარის ოსტატი – გელა ცენტერაძე




რა უნდა გააკეთოთ, თესვის წინ? – წინასაგაზაფხულო ბლოგი თქვენი ბაღისთვის
თესვის წინ აუცილებლად უნდა შევიტანოთ ჭიანჭველის საწინააღმდეგო პრეპარატი, რათა არ გაზიდონ თესლი მწერებმა… შეგიძლიათ დააკვირდეთ ბუდეებს და ნაცარი ჩაუყარეთ ჭიანჭველებს, კუდით ქვას ასროლინებთ ისე გაიქცევიან
ჩიტების დასაფრთხობად, რომლებიც თესლის ოც პროცენტს “გვპარავენ”,
საფრთხობელები დაკიდეთ.
თუ ნიადაგის ანალიზი გვაქვს ხელთ და ვიცით, რომ მწირი მიწაა, თესვის წინ სუპერ ფოსფატი შევიტანოთ.
შევიძინოთ თესლის ნაკრების წებო , ზოგს ეტიკეტზე მითითებული აქვს ,რომ უკვე აქვს და ეს თესლი შედარებით მაღალფასიანია და დავიწყოთ თესვა … ჯამში ჩავყაროთ თესლი კარგად ამოვურიოთ, თითო პეშვი თანაბრად გადავანაწილოთ ფართობზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ სათესი მანქანა.
ეცადეთ ისე მოაბნიოთ, რომ არ დაფლათ ღრმად… დათესილ მარცვლებს ფოცხით შემოუარეთ.
დაიწყეთ ისევ სატკეპნელათი დატკეპნა.
სატკეპნელა უნდა იყოს 20 კილოგრამზე მეტი. რაც მძიმეა, ეს უკეთესია.
დაიწყეთ მორწყვა წვიმების მეთოდით, ამინდის მიხედვით, დილა- საღამოს.











