პარასკევი, აპრილი 24, 2026
- Advertisement -
Google search engine

რთველი წელსაც შსს-ს მონაწილეობით ჩატარდება – დადგენილება

0
2024 წლის რთველის სუბსიდირება გრძელდება

მთავრობამ, 2024 წლის რთველისთვის მზადებას იწყებს, რის შესახებაც ორგანიზებულად ჩასატარებელი ღონისძიებები დაამტკიცა.

განკარგულების მიხედვით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაევალა, რომელიც უწყებათაშორის ფორმატით იმუშავებს. ჯგუფში შევლენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი უწყებები, შსს, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩაბარების პროცესში უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

ღვინის კომპანიები, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში მონაწილეობას იღებენ რეგისტრაცია რთველის საკოორდინაციო შტაბში ელექტრონულად უნდა გაიარონ. განკარგულების ბოლო პუნქტში კი ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში, უწყებამ დამატებითი საკრედიტო რესურსი სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან უნდა მოიძიოს. დადგენილებაში არ არის მითითებული, რატომ შეიძლება დადგეს აღნიშნული საჭიროება, ან საუბარი ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებზეა, თუ უცხოურ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში bm.ge-სთან განმარტავენ, რომ არსებული პრაქტიკით და გასული წლების გამოცდილების მსგავსად, საქმე ეხებათ ბანკებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კრედიტს სახელმწიფო საწარმოებზე გასცემენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„დედამიწის დღე“ აღინიშნება! თარიღთან დაკავშირებით ბათუმში გამწვანების აქცია მოეწყო

0

22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება!

თარიღთან დაკავშირებით ბათუმში გამწვანების აქცია მოეწყო. მუხრან  ვახტანგაძის სახელობის სპორტ სკოლის ეზოში  100-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე სტუდენტებმა  და  სკოლის მოსწავლეებმა დარგეს.

ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!

დედამიწის დღე მსოფლიოს 175 ქვეყანაში 22 აპრილს აღინიშნება.  საქართველო  კი ამ  ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

პირველად დედამიწის დღე 1970 წელს აღინიშნა, მას შემდეგ ყოველწლიურად მსოფლიოს 192 ქვეყანაში ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლისთვის აღინიშნება.
2024 წლისთვის დედამიწის დღის თემა პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული და 2040 წლისთვის პლასტმასის წარმოების 60%-ით შემცირებას ითხოვს.

2021 წელს, თემით – „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ – ეს დღე ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ პროცესებზე, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციურ მიდგომებზე, რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოს ეკოსისტემების აღდგენა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტო უნიკალური ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის არის ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.

თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული დედამიწისა და ჩვენი მომავალი. ყველას გვჭირდება ჯანმრთელი დედამიწა, რომელიც ჩვენი, ჩვენი შვილების კეთილდღეობის საფუძველია.

ერთად ვიზრუნოთ დედამიწის უკეთეს მომავალზე!

გარემოზე ზრუნვა ყველას პასუხისმგებლობაა!

სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს

0

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის გამკაცრება ითვალისწინებს პროცედურას, რომლითაც აგრომაღაზიები ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა განახორციელონ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში გამართულ შეხვედრას, სადაც აგრომაღაზიების წარმომადგენლებს თხილის წარმოების პროგრამის ფარგლებში დარიცხული აგროქულების განაღდების სპეციალური პირობები გააცნეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.

„იმისათვის რომ ფერმერებმა თხილის ხარისხიანი მოსავალი მიიღონ, მნიშვნელოვანია აგროვადების გათვალისწინებით მოხდეს ბაღებში შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მიზნობრივად იქნეს გამოყენებული სახელმწიფო დახმარება. აგრომაღაზიების წარმომადგნელებს გავაცანით პირობები, რომლის მიხედვითაც დარიცხული სუბსიდიის განაღდებისას უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.

პროგრამით დადგენილი პირობით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების განაღდების პროცესი მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მოქმედ 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი

0

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი

საბოსტნე ადგილს სამხრეთის ან სამხრეთ-აღ­მოსავლეთის მზით კარგად განათებული ად­გილი დაუთმეთ. დაყავით იგი თარგებად, როგორც ქვემოთ არის მოცემული (ცხრი­ლი #1).
6 თარგად დაყოფილი მიწის მთლიანი ფართობი 270 მ2-ია, რაც სავსებით უზრუნველ­ყოფს ბოსტნეულით ერთ საშუალო ოჯახს. ნაკვეთის სიგრძე 16,2 მ-ია, სიგანე – 16,5 მ. ყოველი თარგი, რომლის ფართობიც 40 მ2, დაყოფილია 8 კვლად და თითოეული მათგანის ფართობია 5მ2. თარგებს შორის მანძილი 60სმ-ია, რაც განკუთვნილია ბილიკებისათვის.


ნაკვეთის დასაგეგმად კანაფზე გადაზომეთ სამი (3, 4 და 5 მ) მონაკვეთი და ერთმანეთს გადააბით. 4 მ-იანი მონაკვეთის ბოლო მიამაგ­რეთ პალოზე (0) და მიწაში ჩაარჭვეთ, შემდეგ კანაფი გაჭიმეთ, მისი მეორე ბოლო პალოზე (1) დაამაგრეთ და ისიც მიწაში ჩაარჭვეთ. შემდეგ მიუბრუნდით პირველ პალოს და იქიდან სწორი კუთხით გაჭიმეთ 3 მ-იანი კანაფი, რომლის ბოლოც ასევე პალოთი (2) დაამაგრეთ. 5 მ-იანი კანაფი გააბით მეორე და პირველ პალოებს შორის, რომლებიც ისე გადააადგილეთ, რომ კანაფი დაიჭიმოს. შედეგად მიიღებთ მართკუთხა სამკუთხედს, რომლის ერთი გვერდი იქნება 3მ, მეორე – 4მ, ხოლო მესამე – 5 მ. ასე გააგრძელებთ საბოსტნე ნაკვეთის დაგეგმვას სასურველ ფართობამდე.

საბოსტნე ნაკვეთი გამოყავით მზიან ადგილას და უზრუნველყავით სარწყავი წყლით. თუ ნიადაგს საჭიროების მიხედვით დაამუშავებთ და სასუქსაც შეიტანთ, აუცილებლად მიიღებთ კარგ მოსავალს.

როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი, სად რა და როგორ დავრგოთ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

30-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ფაროსნობა დაბრუნდა

0
ბათუმში ფაროსნობა

აფროსნობა ბათუმში, 30-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ტურნირის ორგანიზატორი აჭარის აფროსნობის ფედერაციაა. ქართველი აფროსნები, გამარჯვებისთვის ერთმანეთს, სამი დღის განმავლობაში შეეჯიბრებიან.

„ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის, სპორტის ეს სახეობა, აფროსნობა, ძალიან ახლობელი და ორგანულია, რადგან ზღვასთან და საზღვაო ქალაქთან ასოცირდება. ბათუმს აქვს დიდი ტრადიცია, სპორტის ამ სახეობაში, თუმცა, სამწუხაროდ, 30 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით სრული წყვეტა იყო და ჩვენი დიდი მცდელობით, ის დაბრუნდა. დაბრუნდა საუკეთესო სამწვრთნელო გუნდით და გამოცდილებით. არ იყო მარტივი, ასეთი პასუხისმგებლობის აღება, თუმცა გუნდური მუშაობითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ჩვენ ეს შევძელით. სკოლა გამართულად მუშაობს ჩვენი ფედერაციის ბაზაზე და მოზარდებს საშუალება აქვთ, ამ სპორტს დაეუფლონ, სრულიად უფასოდ, რაც დამატებითი სტიმულია, ყველა მათგანისთვის“,-ამბობს კლუბის მთავარი მწვრთნელი, მიხეილ კილასონია.

ღია პირველობის გახსნას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ირმა ნიჟარაძე დაესწრო, რომელმაც აფროსნობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სამი დღის განმავლობაში, ჩვენი ქალაქი უმასპინძლებს ღია პირველობას აფროსნობაში. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო წამოწყებაა. მადლობა, ამ ინიციატივის ავტორებს. ჩვენ, ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივას მხარს ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ აუცილებლად, რადგან ბათუმისთვის საწყლოსნო სპორტის სახეობები ძალიან სიმბოლურია. სიმბოლურია ისიც, რომ სპორტის ამ სახეობაში, პირველი გაცურვა ბათუმიდან სოხუმში მოხდა, წლების წინ და დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს, ბათუმიდან სოხუმამდე, უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, ისევ გავცურავთ აუცილებლად“,-განაცხადა, ირმა ნიჟარაძემ.

„ჩვენი ხარჯებით შევძელით და შევიძინეთ 14 აფრიანი და 2 მოტორიანი ნავი, რომლითაც მიმდინარეობს ყოველდღიური სასწავლო ვარჯიშები. ასევე ვგეგმავთ ოლიმპიური კლასის ნავების 50-მდე გაზრდას. ეს საშუალებას მოგვცემს, მომავალში, ბათუმმა უმასპინძლოს სხვადასხვა შეჯიბრს, როგორც ქართველი, ისე უცხოეთიდან მოწვეული სპორტსმენების მონაწილეობით“,-ამბობს, აჭარის აფროსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დომენტი აფაქიძე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უახლოეს მომავალში, აჭარის აფროსნობის ფედერაცია გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები და მოზარდები მიიღოს სკოლაში. შესაბამის ინვენტარის შეძენაზე ზრუნვა, უკვე დაწყებულია. შესაბამისად, სპორტსმენებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პარასპორტულ ღონისძიებებში, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე.

აჭარის აფროსნობის ფედერაცია, 2023 წელს დაფუძნდა და ვეტერან აფროსნებთან ერთად, ახალი თაობის სპორტსმენებს აერთიანებს. ფედერაციის ბაზაზე მოქმედებს აფროსნობის სკოლა, რომელშიც მოზარდები და უფროსი ასაკის მსურველები, სპორტის ამ სახეობას, სრულიად უფასოდ ეუფლებიან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

,,ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობა”

0

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 02.11.2020 წლის №02/73 ბრძანებით, „ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოში და მათ შორის აჭარაში ხელსაქმეს ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.აჭარაში ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ძველიდან მომდინარე ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა. აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება. ძირითადად, დამახასიათებელი იყო მცენარეული, ცხოველური და ანთროპომორფული სახეები. გვხვდება გეომეტრიული ფორმებიც. აჭარულ ნაქარგობას მჭიდრო პარალელები ეძებნება ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში გამოყენებულ მხატვრულ-სიმბოლურ ფორმებთან. ასეთებია: ჯვარი, ვარსკვლავი, რომბი, მასში ჩაქარგული ჯვარი, ან რომბში მოქცეული ჩიტები, თევზები, მზის სიმბოლოები, ირმები, მიხაკები, და ოთხყურა მცენარეული ორნამენტები. განსაკუთრებით კი საინტერესოა სიცოცხლის ხის თემის ფორმათა გადმოცემის ვარიანტები.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა

0
დაბა ხულოში, ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.
სოფელი თაგო ცენტრისგან მოშორებულ მთაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს, დაბა ხულოს 1719-მეტრიანი საბაგირო გზით უკავშირდება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.

ქარიანი ამინდი საბაგირო გზის ერთადერთი დაბრკოლებაა.

საბაგირო 1985 წელს გაიხსნა. გახსნის დღიდან მას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, მისი ამოქმედება ცნობილი ინჟინერის და არქიტექტორის შოთა ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება.

მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1000 მ. ხულოდან 7 კმ-ში.სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია რკინის ზოდები. ვარაუდობენ, რომ აქ რკინის მეტალურგიის ერთ-ერთი კერა იყო.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორ მოვიქცეთ მდუღარე წყლით და ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში?

0
გადაცემა „იმუნიტეტი“
როგორ მოვიქცეთ მდუღარე წყლით და ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში?
საუბრობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე:

ბორჯომის სოფელ ლიბანში სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე აღმოაჩინეს

0

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სოფელ ლიბანში, რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საამქროს შიდა პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი იქნა აღმოჩენილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ახალციხის საქმიან ეზოში.

საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

დიდთოვლობის გამო გზა ოქტომბრიდან მაისამდე იკეტება

0
წკერე - გზა ოქტომბრიდან მაისამდე იკეტება

სოფელი წკერე ერთ-ერთია იმ სოფლებიდან, სადაც დიდთოვლობის გამო გზა ოქტომბრიდან მაისამდე იკეტება.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში უკვე დასრულდა სოფელ ქვეშეთიდან სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა, რომელიც სწორედ სოფელ წკერეში გამოდის.
9 მ-იანი გვირაბი ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 23 კმ-იანი გზის მშენებლობის პროექტის ნაწილია. ამ გზას აქვს დიდი სოციალური ეფექტი იმ 10 სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩება და არ აქვს წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას
პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც.
ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (გვირაბის საბურღი დანადგარით) წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას.

 

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli