კვირა, მარტი 15, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიწელს საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობის ყურძნის მოსავალი - 340 000 ტონა დაფიქსირდა...

წელს საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობის ყურძნის მოსავალი – 340 000 ტონა დაფიქსირდა – წელს პირველად განისაზღვრა დიფერენცირებული ფასი ყურძნის ხარისხის მიხედვით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2025 წლის რთველი შეაჯამა და აღნიშნა, რომ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი რაოდენობის ყურძნის მოსავალი – 340 000 ტონა დაფიქსირდა.

„მხოლოდ კახეთში, რომელიც არის მევენახეობის ძირითადი რეგიონი, 330 000 ტონამდე მოსავალი დაიკრიფა, რაც შარშანდელთან შედარებით 40 000 ტონით მეტია. რაჭაში 3000 ტონამდე ყურძენი დაიკრიფა, მაშინ როცა, გასულ წლებში 1500 ტონამდე ფიქსირდებოდა, მეტი არ იყო. ასეთი მოსავლის პირობებში, პირველი გამოწვევა რაც იყო, მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩატარებულიყო რთველი, სრულად დაბინავებულიყო მოსავალი. ამ რაოდენობის ყურძნის დაბინავებას შესაბამისი მოცულობები სჭირდება. 22 000-მა მევენახემ მიიღო მოსავალი, რომელიც დააბინავა კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთობლივად. ჯამში, რთველის მიმდინარეობის პროცესში, 475 მილიონი ლარი შევიდა სექტორში, რაც უპრეცედენტო და მნიშვნელოვანია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელს პირველად რთველის სუბსიდია არ განხორციელებულა, მოხდა მოსახლეობისგან ჭარბი მოსავლის შესყიდვა“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, წელს პირველად განისაზღვრა დიფერენცირებული ფასი ყურძნის ხარისხის მიხედვით. მომავალში კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება და მეტად მიექცევა ყურადღება ხარისხს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ექნება შესაბამისი განცხადებები, რასაც მევენახეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. ხარისხიანი მოსავალი პრინციპულად მნიშვნელოვანია.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები