ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

განახლებული რეგიონების პროექტი აქტიურად გაგრძელდება

0

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, განახლებული რეგიონების პროექტი აქტიურად გაგრძელდება. ასე უპასუხა მან დეპუტატ ბეჟან წაქაძის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

„განახლებული რეგიონების პროექტი გაგრძელდება, ძალიან აქტიურად. წელს დასრულდება მეორე ფაზა, სამომავლოდაც დავგეგმავთ ღონისძიებებს ამ მიმართულებით. შორაპნის ციხეზე იყო საუბარი და ამაზე დაგვჭირდება შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან კონსულტაციები და წარმოგიდგენთ ჩვენს გეგმას ამ თემასთან დაკავშირებით. რეგიონების ფისკალურ დეცენტრალიზაციაზეც აქტიურად ვიმუშავებთ. მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაც გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„საქართველო 2050 წლისათვის კლიმატნეიტრალურობისკენ ისწრაფვის, ამავდროულად, თანმიმდევრულად ასრულებს კლიმატის ცვლილების“

0

კლიმატის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსიების ფორუმს ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ერთობლივად უმასპინძლეს. ფორუმზე მიზნობრივი ინოვაციური იდეები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა პეტერსბერგის კლიმატის დიალოგის ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზი გაუსვა კლიმატის მხარეთა 29-ე კონფერენციის ბაქოში ჩატარების მნიშვნელობის საკითხს.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რათა ჩვენ უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი რეგიონის გამოწვევები კლიმატის ცვლილების კუთხით“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში კლიმატის ცვლილების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობის საკითხს.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველო 2050 წლისათვის კლიმატნეიტრალურობისკენ ისწრაფვის, ამავდროულად, თანმიმდევრულად ასრულებს კლიმატის ცვლილების კუთხით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას.

მაღალი დონის ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

მე-15 პეტერსბერგის კლიმატის დიალოგმა 40-მდე ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენელი გააერთიანა, მათ შორის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ბრიტანეთის, ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები, რათა განეხილათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისის დაძლევისკენ მიმართული კონკრეტული საკითხები. დიალოგი ფოკუსირებული იყო კლიმატის ცვლილების პროცესების შესარბილებლად ფინანსების მობილიზების თემაზე.
პეტერსბერგის კლიმატის დიალოგი 2010 წელს, გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ინიციატივით შეიქმნა და მის მიზანს, ყოველწლიურად შერჩეული სახელმწიფოების გაერთიანებით, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციებზე (COP) წარმატებული მოლაპარაკებებისთვის მომზადება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის სახელწოდება პირველი კლიმატის დიალოგის ჩატარების ადგილს უკავშირდება, რომელიც ბონში, პეტერსბერგის მთაზე მდებარე ამავე სახელწოდების სასტუმროში გაიმართა. მას შემდეგ მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსიების ფორუმი ყოველწლიურად ბერლინში იმართება.

ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოვაგროვოთ შემოდგომით, ბაღში ჩამოცვენილი ფოთლები?!

0
5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოვაგროვოთ შემოდგომით, ბაღში ჩამოცვენილი ფოთლები?!
მთავარი არგუმენტია – ველური ბუნება, სადაც არავინ აგროვებს ფოთლებს! – ტყეში ფოთოლი წყნარადაა მიმოფენილი და ნელ-ნელა იქცევა ნიადაგის ნაწილად… ყველაფერი ნორმალურადაა, მცენარეები თავს კომფორტულად გრძნობენ! იქნებ ჯობია ბუნების მიბაძვა -არ შევაშფოთოთ ბაღი გაზაფხულამდე?
ასეთ მიდგომას მრავალი ემხრობა, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია…
ჩამოცვენილი ფოთოლი:
1) უფასო სასუქია – ეს ორგანიკაა, რომელიც შეიცავს აზოტს, კალიუმს, ფოსფორს … ყველაფერს რასაც ხე ნიადაგიდან იწოვს, ფოთლები კი უკან აბრუნებენ გრუნტში. რამდენიმე წლის შემდეგ მიწა გახდება მუქი, ფხვიერი და ნამიანი;
2) იცავს მოყინვისაგან – იქცევა ბუნებრივ ფარდაგად და დაიცავს ხეების ფვესვებს და ნიადაგს ძლიერი ყინვებისას;
3) იცავს მწერებს და ჭიაყელებს – მის ქვეშ გამოიზამთრებენ სხვადასხვა მწერები, საკვებია ჭიაყელებისა და ფრინველებისათვის, ეს უკანასკნელნი კი იცავენ ბაღს მავნებლებისაგან; ჭიაყელებით იკვებებიან ზღარბები… ასე რომ იცავთ მთლიან ეკოსისტემას;
4) ინარჩუნებს სინოტივეს – ფოთლების საფარის ქვეშ ნიადაგი რჩება ნამიანი, ეს ბუნებრივი მულჩაა… იცავს მზის სხივებიდან, … გაზაფხულზე, ნიადაგი, რომელიც ფოთლების წყალობით არ გაიყინა, მთლიანად იწოვს გამდნარ თოვლს.
5) იცავს ნიადაგს ეროზიისაგან – გრუნტზე არ ვითარდება სქელი ქერქი, ხოლო ფხვირ ქერქში თავისუფლად აღწევს ჟანგბადი.. ვერ ჩარეცხავს წვიმა, ვერ გამოაშრობს მზე და ქარი…
გაითვალისწინეთ, რომ ბაღის ბილიკები, ეზო, შესასვლელი აუცილებლად უნდა მოასუფთავოთ! ასფალტზე, ბეტონზე, მეთლახზე და სხვა საფარებზე ფოთლებს მაინც არ მოაგქთ რაიმე სარგებელი, ეზო კი გამოიყურება მოუვლელად!

რუსთავში პიროტექნიკის გამოყენების გამო სამმა ადამიანმა თითები დაკარგა

0

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით კლინიკაში „რუსთავი“ 8 პაციენტი შეიყვანეს.

„არასრულწლოვნებს შორის არიან 6 და 16 წლის მოზარდები. 16 წლის მოზარდმა 2 თითი დაკარგა. კლინიკაში შემოყვანილი პაციენტებიდან კიდევ ორმა, ორ-ორი თითი დაკარგა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა კლინიკის ქირურგმა, მინდია ბოცვაძემ.

ქუთაისში, პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა, ბათუმში ცეცხლი აივანს წაეკიდა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს მართავს

0
მეფუტკრე ფერმერები

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა და სააგენტოს ვეტერინარები აბაშის მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ.

ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფუტკრის პარაზიტულ დაავადებებსა და საფუტკრეების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მნიშვნელობაზე; თვალსაჩინოებისათვის, ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა და საფუტკრეების საჩვენებელი დიაგნოსტიკა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის კონსულტანტის, ფუტკრის დაავადებათა ექსპერტის ნინო ყიფიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია მეფუტკრეები ინფორმირებული იყვნენ იმ რისკების შესახებ, რომლებიც პერიოდულად ყველა ქვეყანაში იჩენს თავს.

შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად, აუცილებელია, მეფუტკრეებმა განასხვაონ ფუტკრის მავნებლები და ინფექციური დაავადებები, რათა სწორად დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები; დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, გამოიყენონ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ვეტერინარული პრეპარატები.

ფუტკრის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვის მოთხოვნები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები

0

სურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ და იმპორტირებულ კვერცხს, ხორცსა და სხვა მოთხოვნად სურსათს აქტიურად ამოწმებს.

„სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ: შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 7-დან 10 გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ინახება სურსათი.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო”), მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი იმპორტირებულია, მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყანა და მწარმოებელი;

ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი.

კვერცხის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და დადების თარიღის შესახებ.

მომხმარებლისათვის კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხი ინახება 0°C-დან 10°Cმდე, შესაძლოა გამოიყენოთ მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ – ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია“, – აცხადებენ სააგენტოში.

ხისგან ნაკვეთი ოცნება – გაიცანით 63 წლის უსინათლო ხელოვანი,

0
ხისგან ნაკვეთი ოცნება – გაიცანით 63 წლის უსინათლო ხელოვანი, გია ბაკურიძე აჭარიდან

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორ მოიქცეთ, თუ ზვავში მოყევით

0

ზვავი არის თოვლის მასა, რომელიც მოძრაობს მთის ფერდობზე წამში 20–30 მეტრამდე სიჩქარით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მიწისძვრით, ყინულის დნობით, ხანგრძლივი თოვლით ან ადამიანების უყურადღებო ქმედებებით. ზვავში გადარჩენისთვის, უნდა დაიცვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი.

რა უნდა გააკეთოთ ზვავის ჩამოწოლამდე

გორაზე გადახტომა

ხშირად ზვავის მსხვერპლნი არიან ისინი, ვინც თვითონ გამოიწვია ის დაუდევარი მოძრაობით. თუ გრძნობთ, რომ თოვლი დნება თქვენს ქვემოთ, სცადეთ გადახტეთ ფერდობზე, რათა თავიდან აიცილოთ ნაკადის შუაგულში მოყოლა. თუმცა ეს ტექნიკა მხოლოდ მაშინ გამოგადგებათ, თუ ზვავი თქვენს ფეხებქვეშ წარმოიქმნება და არა ზემოდან მომდინარე ნაკადზე.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახალგაზრდა ვეტერინარებს სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს!

0
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახალგაზრდა ვეტერინარებს სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს!
#image_title

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახალგაზრდა ვეტერინარებს სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს!

თუ გსურთ თქვენ სფეროში სამუშაო გამოცდილების გაღრმავება საერთაშორისო ორგანიზაციის მრავალფეროვან გუნდში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
სტაჟირების პროგრამა განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, FAO-ს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალი მცირე ფერმერების ეკონომიკური გაძლიერება ფერმერთა საველე სკოლების მეშვეობით“ ფარგლებში.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, თქვენ მიიღებთ:
  • ცოდნას მერძეული მეურნეობისა და გადამუშავების შესახებ
  • პრაქტიკულ გამოცდილებას FAO-ს გუნდთან და ექსპერტებთან ერთად
  • ტრენინგის ორგანიზების, შესაბამისი მასალისა და გზამკვლევების შექმნის გამოცდილებას
  • უნარებსა და ცოდნას ანგარიშგების შესახებ
სტაჟირების პროგრამაში ჩასართავად, მიყევით ბმულს: https://jobs.ge/en/ads/?view=jobs&id=645371
____
The Food and Agriculture Organization of the United Nations is offering an Internship opportunity to young veterinarians!
f you would like to gain experience in your field by working at an international organization with a diverse team, this opportunity is for you.
The Internship Programme will be implemented in the Samegrelo-Upper Svaneti region, within the framework of an FAO Project “Fostering the Economic Resilience of Small-Scale Women Farmers through Farmer Field Schools” funded by the Swiss Agency for Development and Cooperation.
During the Internship Programme, you will gain:
Knowledge about dairy farming and processing
ractical experience with the FAO team and experts
Skills for organizing training sessions, as well as producing training materials and guidelines
kills and knowledge about creating reports
Follow the link to apply for the Internship Programme: https://jobs.ge/en/ads/?view=jobs&id=645371

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ჩემთვის, მაისის თვე არის ნამდვილი ერთ თვიანი დღესასწული” – ნუკრი მანძულაშვილმა მამაპაპისეულ ეზო-კარში ულამაზესი ბაღი მოაწყო

0

ნუკრი მანძულაშვილი ფერმწერია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მონათესავე პროფესია, ფოტოგრაფია აღმოაჩინა.

ნუკრი მანძულაშვილმა ლოტკინზე მამაპაპისეულ ეზო-კარში ულამაზესი ბაღი მოაწყო.

„ბუნების უდიდესმა სიყვარულმა მომიყვანა აქამდე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მიყვარს ბუნებაში ფოტოების გადაღება.
გადავწყვიტე, ჩემი ეზო ისე მომეწყო, რომ არ მომიწიოს სხვაგან სიარული და „ზღაპრული ადგილების“ ძებნა.
ჩემთვის, მაისის თვე, ისევე როგორც ყველა ვარდომანისთვის, არის ნამდვილი ერთ თვიანი დღესასწული” – ამბობს ნუკრი მანძულაშვილი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli