ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

გადამფრენ ფრინველებზე უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, პირველი მარტიდან კონტროლი 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება

0

29 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, პირველი მარტიდან კონტროლი 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება.

აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს.

„რიგ შემთხვევაში მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში

0
ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
#image_title

ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში – ტიტულოვან მოჭიდავეს და დეპუტატს მამა გარდაეცვალა.

სპარტაკ პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელად 2014 წლიდან მუშაობდა.

ფოტო: Geowrestling

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ცხოვრება სოფელში და საცხობი შემოსავლის წყაროდ – ახალგაზრდა ქალის ბიზნესი ძამის ხეობაში

0

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აღნიშნული საწარმოები სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შეიქმნა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფება

0
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფება
#image_title

მინისტრი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კომპანიების Family Farm (ფემილი ფარმი) და FFF Georgia (ფფფ ჯორჯია) მესაქონლეობის ფერმას, ცხოველთა საკვების საწარმოს და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.

აღნიშნული საწარმოები სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შეიქმნა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში შექმნილ საკალმახე და სასათბურე მეურნეობებში ფერმერებს შეხვდება და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას მოისმენს.

დაგეგმილია შეხვედრები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთან. დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის სატყეო სამსახურის რეაბილიტირებულ ოფისსაც დაათვალიერებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს – აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები

0

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წყლის მსოფლიო დღის დაწესების და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას. გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე წყლის რესურსების რაციონალური მართვა და გამოყენება ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, წყლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში შემოწმდება, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო ISO17025 სტანდარტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები განხორციელდა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. გაფართოვდა მონიტორინგის ქსელი და გაიზარდა განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა. ასევე, შემუშავებულია საქართველოში წყლის რესურსების მართვის კანონი, რომელიც 2026 წლისთვის შევა ძალაში და ხელს შეუწყობს წყლის ობიექტების, მათ შორის, საქართველოს შავი ზღვის დაცვას და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებას დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისთვის, წყლის რესურსების მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რა უნდა ვიცოდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების უვნებლად წარმოებისა და მოხმარებისთვის?

0

პესტიციდები წარმოადგენს აგროქიმიკატების ჯგუფში შემავალ ნივთიერებებს, რომელთა მთავარი დანიშნულება მავნებლების განადგურებაა.

სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს, ასევე უკვე აღებულ მოსავალს, დაცვა სჭირდება სამი ძირითადი სახის საფრთხისგან, როგორებიცაა დაავადებები, მწერები და სარეველები, ასევე ნემატოდებისა და მღრღნელებისგან.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, სექტორი ყოველწლიურად მოსავლის საშუალოდ 40%-დე სწორედ მავნე ორგანიზმების გამო კარგავს, რაც რისკს უქმნის მსოფლიოს მზარდი პოპულაციის სასურსათო უსაფრთხოებას.

მეორე მხრივ, პესტიციდების არამდგრადი გამოყენება ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანთა ჯანმრთელობას.

საქართველოში, სადაც სოფლის მეურნეობა განვითარების ისეთ სტადიაზეა, როდესაც ექსტენსიური წარმოებიდან ინტენსიურ რელსებზე გადადის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ფერმერები თავიდანვე მიეჩვიონ ამ ტოქსიკური ნივთიერებების გონივრულად მართვას.  მითუმეტეს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ამ საკითხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც სურსათის უვნებლობის, ასევე შრომის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის, გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მხრივ.

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

0

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.

ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია – 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი.

ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.

ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

ხეხილის განოყიერებისას საჭიროა: დარ­გვის­წინა, ახალგაზრდა და მსხმოიარე ნარგა­ვე­ბის განოყიერება

0
რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი – ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია

ხეხილის ბაღის განოყიერება

ხეხილის განოყიერებისას საჭიროა: დარ­გვის­წინა, ახალგაზრდა და მსხმოიარე ნარგა­ვე­ბის განოყიერება.
ხეხილის დარგვის წინ ხდება ნიადაგის პლა­ნტაჟი (ღრმად ხვნა). მანამდე ნიადაგზე თა­ნაბრად ანაწილებენ სასუქებს, შემდეგ კი ჩახ­ნავენ; თუ ნიადაგი მჟავე ხასიათისაა, ატარებენ მოკირიანებას.
ეწერ და წითელმიწა ნიადაგებს ხნავენ 50სმ სიღრმეზე. მანამდე კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1 ჰა-ზე შეაქვთ 80-100 ტ ნაკელი, ტორფი ან ტორფკომპოსტი, მინერალური სასუქებიდან – 150 კგ კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქი (ხალასი ნივთიერებების სახით).
შავმიწა ნიადაგებს ხნავენ 60 სმ-ზე, მანამ­­დე კი 1 ჰა-ზე შეაქვთ 40 ტ ორგანული სასუქი, აგრეთვე 120 კგ ფოსფორიანი და 120 კგ კალიუმიანი სასუქი (ხალასი საკვები ნივთიერებების სახით).
წაბლა და რუხ ნიადაგებს ხნავენ 60-70 სმ სიღრმეზე, მანამდე 1 ჰა-ზე შეაქვთ 40-60 ტ ორ­გა­ნული და 120 კგ ფოსფორიანი და 120 კგ კალიუმიანი სასუქი.
შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე დარგვის წინ ორმოში შეაქვთ 10-12 კგ ნაკელში შერეული 20გ ამონიუმის გვარჯილა, 60 გ სუპერფოსფატი და 30 გ კალიუმიანი სასუქი, რის შემდეგაც ნერგის ძირის გარშემო ნიადაგს მულჩავენ (ზედ აფენენ) ტორფით ან მწვანე ბალახით.
შემოდგომით ან გაზაფხულზე ხეხილის ბაღ­ში შეაქვთ ორგანული და მინერალური სასუ­ქები.
საუკეთესო წესია ორგანული სასუქების გამოყენება წყალში გაზავებული ხსნარის სახით. ნაკელს – 6-7, წუნწუხს – 2-3 და ფრინველის ნაკელს 10-12 წილ წყალში აზავებენ. ხსნარი ხის გარშემო გაკეთებულ ჯამებში შეაქვთ და მშრალი მიწით ფარავენ.

ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სოფელი ყუმური, რომელიც ალადასტურის ჯიშის ყურძნის მიკროზონად ითვლება

0

სოფელი ყუმური, რომელიც ალადასტურის ჯიშის ყურძნის მიკროზონად ითვლება

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით“

0

„შემოღებულ იქნა ავტომობილის ემისიის ევრო 5 სტანდარტი, რომელიც მსუბუქი ავტომობილებისთვის და მიკროავტობუსებისთვის  უკვე ძალაშია შესული.  გაგრძელდება საწვავის ხარისხის კონტროლი. დავიწყეთ ავტომობილების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი და მიმდინარე წელს ვზრდით ეკიპაჟების რაოდენობას. აგრეთვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციისთვის დაწესდა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულება. ამ ეტაპზე, 51 აქტიური საწარმოდან 31-მა დაამონტაჟა სისტემა, რასაც თან უძღოდა ტექნიკური გადაიარაღება, ფილტრაციის სისტემების გამართვა.  დარჩენილი საწარმოების უმეტესობა აქტიურად მუშაობს სისტემების დასანერგად და, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მათი დიდი ნაწილი დაასრულებს პროცესს.

 

მინისტრობის კანდიდატმა ტყის მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტყის ახალი კოდექსის შესაბამისად, ქვეყანა გადადის მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩამოყალიბებაზე. საქმიანი ეზოები მოეწყობა ყველა მუნიციპალიტეტში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

მნიშვნელოვნად იზრდება ტყის აღდგენის სამუშაოების მასშტაბები და მიმდინარე წელს დაახლოებით 1500 ჰა ფართობზე განხორციელდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli