ხევსური ექიმბაში და არქაული ინსტრუმენტებით თავის ტვინზე ჩატარებული ოპერაციები
სოფლად ინტერნეტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა …
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ და და ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა მარიამ სულაბერიძემ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
თავის გამოსვლაში, ეკა ყუბუსიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამომავლო პროექტებზე, აგრეთვე ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის ციფრულ ბაზართან ინტეგრაციას.
„ქვეყანაში ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა და ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც მიმართულია ამ გამოწვევის დასაძლევად. ეკონომიკის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია სოფლად ინტერნეტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ციფრულ ეკოსისტემაში“, – აღნიშნა სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ წარმომადგენლებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, პროექტის მიმდინარეობისა და მისი განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ. განხილული იქნა კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და სფეროში არსებული სხვადასხვა აქტუალური საკითხები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ევროკავშირისა (EU) და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს შორის ციფრული განვითარების კუთხით არსებული უთანასწორობის დაძლევის ხელშეწყობას, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ციფრული წიგნიერების ამაღლების გზით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან, პოლონეთის სოლიდარობის ფონდი (SFPL) და ესტონეთის e-Governance Academy (eGA). შეხვედრაზე გაიმართა პროექტის უახლოესი გეგმების, საპილოტე აქტივობებისა და ტექნიკური საჭიროებების მიმოხილვა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, პოლონეთის სოლიდარობის ფონდის – Solidarity Fund PL in Georgia (SFPL), სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI) პროექტის და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები.
რატომ არის თიხის ჭურჭელი სასარგებლო?
რატომ არის თიხის ჭურჭელი სასარგებლო?
როგორი სუფთაც არ უნდა იყოს ბოსტნეული, თუ მას დაბალი ხარისხის მეტალის ან პლასტიკის ჭურჭელში მოვამზადებთ და მივირთმევთ, ის მაინც საფრთხის შემცველი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი დამზადებული იყოს ისეთი ბუნებრივი მასალისგან, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და გახურებისას თუ სხვადასხვა მჟავებისა და ცხიმების ზემოქმედებისას არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.
თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, ალბათ გსმენიათ. ასეთი აზრიც კი არსებობს, რომ თიხას მაგიური ძალა აქვს, ათავისუფლებს ნეგატივისგან და ადამიანებისთვის პოზიტიური განწყობა მოაქვს. ეს, რა თქმა უნდა, დამტკიცებული ჰიპოთეზა არ გახლავთ, მაგრამ ამავე დროს იმასაც ვერავინ უარყოფს, რომ თიხის ჭურჭელში საკვები გაცილებით გემრიელი, არომატული და ჯანსაღი მზადდება, ხოლო პროდუქტები – საკმაოდ დიდხანს ინახება. გაინტერესებთ, რატომ ხდება ასე?
თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებს, უპირველესად, განაპირობებს ის, რომ დამზადებულია ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო ბუნებრივი მასალით.
დედამიწა ადამიანს აძლევს არა მარტო წყალს და საკვებს, არამედ ამ საკვების შესანახ საშუალებასაც. თიხის დამუშავებისა და გამოწვის საიდუმლო ადამიანებმა ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და მას შემდეგ, აქტიურად იყენებენ ჭურჭლისა თუ სხვა სამეურნეო ნივთების დასამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათასწლეულებმა განვლო და დღეს ჭურჭელი უამრავი სხვადასხვა მეტალისა თუ შენადნობისგანაც მზადდება, თიხა მაინც ინარჩუნებს თავის ფუნქციასა და ფასეულობას – გვჩუქნის ყველაზე ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელს ჩვენი სამზარეულოსა თუ მარნისთვის.
აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება

აგვისტო
ბაღი. აგვისტოში იკრიფება საადრეო ჯიშის ვაშლი (პაპიროვკა, სუისლაპერი, ზაფხულის ატმისებრი, ლეჩხუმური შაფრანა), მსხალი (კახური გულაბი, ქართული გულაბი, სამარიობო, სოხუმის დუშესი, კლაპის ფავორიტი, ვენის ტრიუმფი, უზუნ-არმუდი) და ქლიავის საადრეო ჯიშები (მწვანე რენკლოდი, ონტარიო, ჭრელი პედრიგონი, დიდი ჰერცოგი და სხვ.).
აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება, რისთვისაც ორკაპში წინასწარ მცირეოდენ თივას ან სხვა რბილ მასალას ვათავსებთ, რათა ტოტი არ გაიხეხოს. ამ პერიოდში იცის სარეველების მომრავლება, ამიტომ ნუ დაიზარებთ მამაპაპური თოხით მათ განადგურებას.
ვენახი. საჭიროებისამებრ ტარდება ბორდოს 1%-იანი ხსნარით შესხურება, ასევე გოგირდით შეფრქვევა, ოღონდ წამლობას წინ უნდა უძღოდეს ზედმეტი ყლორტების – შტამბზე ამონაყარების მოცილება (გარდა იმ ამონაყარისა, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს გადასაწიდნად ან დაზიანებული მხარის შესაცვლელად). ამ პერიოდში ხდება ყლორტების მიბმა საყრდენზე და ნამხარის შეცლა; მტევნის ზემოთ 10 ფოთლის, ანუ 10 მუხლის, დატოვება და წვერის წაწყვეტა, ხოლო სიმწიფეში შესვლისთანავე იმ ფოთლების მოცილება, რომლებიც მტევნებს ჩრდილავს.
აგვისტოში ასევე აუცილებელი ღონისძიებაა თოხნა მიწის გაფხვიერებისა და სარეველების მოსპობის მიზნით. საუკეთესო საშუალებაა დამულჩვა, ანუ ვაზის ძირში ნათოხნი ბალახის, ნაკელის, ტორფის და ა.შ. დაფენა. ეს ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და სარეველებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.
ბოსტანი. კომბოსტო. იღებენ საშუალო-საგვიანო ჯიშის (თეთრთავიანი, წითელთავიანი და სავოიის) კომბოსტოს მოსავალს თანდათანობით. მოსავლის აღების დაგვიანება იწვევს თავების დახეთქას და საყვავილე ისრების განვითარებას.
სტაფილო. დამატებითი გამოკვების სახით სტაფილოს კვლებში შეაქვთ ამონიუმის გვარჯილა ან მინერალური სასუქის ნარევი გადამწვარ ნაკელთან ერთად.
ჭარხალი. იღებენ ადრეულ პერიოდში დათესილი სუფრის ჭარხლის მოსავალს შერჩევით. გვიან დათესილ ან დარგულ ჭარხალს დამატებით უტარებენ გამოკვებას ისევე, როგორც სტაფილოს.
თვის ბოლოკი და ბოლოკი. თესავენ თვის ბოლოკს სექტემბერში მოსავლის აღების მიზნით. აუცილებელია ხშირი რწყვა, ვინაიდან წყლის ნაკლებობისას ძირხვენი არ იზრდება, უხეშდება და საკვებად უვარგისი ხდება.
ამავე თვეში ითესება წითელი, ანუ ჩინური ბოლოკი, რომლის მოსავალს ოქტომბერ- ნოემბერში იღებენ.
თავიანი ხახვი. აგვისტოს ბოლოს, როცა ხახვის ფოჩები დაჭკნება და ჩაწვება, იწყებენ მის ამოყრას. მომწიფებული ბოლქვი უნდა დაუყოვნებლივ ამოიღოთ, რადგან დაგვიანებისას შეიძლება ახალი ფესვი და ფოჩი განივითაროს.
ივლისი – თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივლისშიც ბევრი სამუშაოა
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
„ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ️
გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ანა შანიძესთან, რომელიც საკუთარ ჟურნალისტურ ისტორიას გვიამბობს:

– ანა, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?
– პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან მოდის… მაშინ, როდესაც სკოლიდან სახლში მისული გასართობი გადაცემების ნაცვლად, ახალ ამბებს ვეცნობოდი…
– გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…
– ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი. მაშინ ჩემი მიკროფონი ლოგოს გარეშე იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, უკვე შემდგარი ჟურნალისტების მსგავსად შეუპოვარი ვყოფილიყავი. პირველი გამოცდილება პირველი აქციის გაშუქებისას მივიღე, აღარ მოვყვები, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს…

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას..?
– ახალგზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას, ვკითხავდი – ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს, მზად ხართ ზოგჯერ ბევრი დათმოთ თქვენი პროფესიის გამო? ემსახუროთ სიცივესა თუ სიცხეში, დღე თუ ღამე…? მზად ხართ, პირადი ემოციები გვერდით გადადოთ, მაყურებლამდე არ მიიტანოთ თქვენი შიშები, გრძნობები, ტკივილები, წყენა, დაღლა?… მზად ხართ, იყოთ ხან ექიმი, ხან ექსპერტი, ხან მაშველი – ყველა პროფესიის წარმომადგენელი მცირე დოზით. ზოგჯერ ნამდვილ ომშიც იყოთ და პატარ-პატარა “ბრძოლები” ყოველდღე გქონდეთ?
თუმცა, თუ აირჩევთ – ერთი ნახვით შეყვარებას დაიჯერებთ. მასზე მრავალფეროვანს ვერაფერს ნახავთ. ზოგჯერ დაღლილს მისი მიტოვებაც მოგინდებათ, მაგრამ ვერ მიატოვებთ. მიგიზიდავთ და მის გარეშე ვეღარ გაძლებთ. მთავარი თვისება ღირსების შენარჩუნებაა და პრინციპები, რომელიც ლოგოსთან ერთად არ უნდა იცვლდებოდეს…

ავტორი: თათია გოჩაძე
ახალგაზრდა წყვილი, რომელიც საცხოვრებლად ქალაქიდან სოფელში გადავიდა
დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება
დაფნა
„ლაურუს ნობილის“ – ასე ჰქვია დაფნას ლათინურად, სიტყვა „ნობილის“ კეთილშობილს ნიშნავს. კეთილშობილი დაფნის გვირგვინით რომ საბერძნეთში გმირებს, პოეტებსა და გამარჯვებულ სპორტსმენებს ამკობდნენ, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ სიტყვა „ლაურეატი“ რომ „ლაურუსი“-დან წარმოდგება, ეს შეიძლება ბევრმა არც იცოდეს.
დაფნა ველურად იზრდება ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ტყეებში, სწორედ აქედან დაიწყო მისი გავრცელება.
დაფნა თავისი უნიკალური თვისებების წყალობით მალე გავრცელდა იტალიაში, საბერძნეთში, იუგოსლავიაში, თურქეთში, სირიაში, ყირიმსა და კავკასიაში; მრავლდება თესლით. იმის გამო, რომ თესლი ადვილად ხმება, თესავენ შემოდგომით.
დაფნის ფოთლები და ახალგაზრდა ყლორტები შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც გამოიყენება სანელებლად. ნაყოფის ცხიმოვანი ზეთი გამოიყენება მედიცინაში. იმის გამო, რომ კარგად იტანს გაკრეჭას, დეკორატიულ ნარგაობებშიც ხშირად შეხვდებით. ხშირი ნარგაობა ღობედაც მშვენიერია.
დაფნის გამრავლება ყველაზე იოლია ბუჩქის ამონაყარებითა და თესლით.
კალმები დასაფესვიანებლად უნდა აიჭრას აპრილში, შეიძლება ივნის-ივლისშიც; თითოეული მათგანი უნდა იყოს 6-8 სმ სიგრძისა, მომწიფებული, მაგრამ არა გახევებული. ფოთლების დამოკლების შემდეგ კალმებს ნეშომპალა-ქვიშიან ქოთნებში რგავენ. ქვედა ფენის, ანუ ნეშომპალიანი შრის სისქე უნდა იყოს 2-4სმ, ხოლო ქვიშიანი შრე – 2-3 სმ. დაფესვიანებას 1 თვე ესაჭიროება. ამის შემდეგ კალმები მუდმივ ადგილზე გადაირგვება. დაფნა იშვიათი მცენარე არ არის და მისი ნერგის, თესლის, აგრეთვე კალმის შოვნა სირთულეს არ წარმოადგენს; თანაც ძალიან ადვილი მოსავლელია და მისი გახარება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შესაძლებელი.
დაფნის ფოთოლი ყველაზე გავრცელებული სანელებელია – გამოიყენება არა მარტო ოჯახურ პირობებში, არამედ კვების მრეწველობაშიც. მას ამატებენ გამდნარ ყველს, აუცილებელია კიტრის, პატისონის, პამიდვრის მწნილებისა და მარინადების დასამზადებლად, თევზის კონსერვების, ძეხვისა და ხორცის წარმოებაში. ზოგიერთ ქვეყანაში დაფნის ფოთოლი სასმელებისთვის, დესერტისა და ჩაისთვის არომატის მისაცემად გამოიყენება. გარდა ამისა, დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება.
ფეიხოა სამხრეთამერიკული მარადმწვანე ბუჩქი ან 5 მეტრამდე სიმაღლის ხეა
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
უნაბი – გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს
უნაბი 9 მ-მდე სიმაღლის ეკლიანი ხეა. გვარში (ეკუთვნის ხეჭრელასებრთა ოჯახს) 50-მდე სახეობაა, რომლებიც გვხვდება დედამიწის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში.
მრგვალი ან ოვალური ფორმის, ტკბილი კურკიანი ნაყოფი მოწითალო-ყავისფერია. რბილობი შეიცავს 40%-მდე შაქრებს, 5% პროტეინს, 1,5%-ზე მეტ ქარვისა და ვაშლის მჟავებს, 5,5% პექტინოვან ნივთიერებას, 2%-ზე მეტ ფისებს და 1,2% მთრიმლავ ნივთიერებას. ნაყოფი მდიდარია C და PP ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. იჭმება როგორც ახალმოკრეფილი, ისე გამშრალი, დაკონსერვებული. გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში. ძალიან წააგავს ინდისხურმას (ფინიკს). შაქრის სიროფში მოხარშული უნაბის ნაყოფი ძნელი გასარჩევია ფინიკისგან. გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს.
ხის ქერქი საუკეთესოა ტყავის წარმოებაში, როგორც მთრიმლავი და საღებავი
ნივთიერების შემცველი, ხოლო მკვრივი მოწითალო-მორუხო მერქანი იხმარება სახარატო საქმეში.
შესანიშნავი კულტურაა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოსთვის. ისხამს ხვავრიელად, არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას და სასურველია ყოველმა მეურნემ დარგოს თავის ნაკვეთში 1-2 ძირი მაინც. მრავლდება კურკით, ამონაყარითა და კალმით. კურკაზე ამოსული ხის ნაყოფი წვრილია, თუმცა არც მისი მყნობაა დიდი პრობლემა. იმყნობა ისე, როგორც ყველა სხვა მერქნიანი კულტურა.
ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები – მკვლევართა უმეტესობა ზღმარტლის სამშობლოდ…
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
რაჭული ლორი უნიკალურია – იცით “საიდუმლო”? რატომ აქვს რაჭულ ლორს უნიკალური და განსაკუთრებული გემო?
რაჭული ლორი უნიკალურია, მისი გემოვნური თვისებებითა და დამზადების ტექნოლოგიით.
ლორის ხარისხი და გემო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემო პირობებია.
რაჭული ლორის დამზადებას დიდი დრო და განსაკუთრებული პირობები სჭირდება. თუ გარემომ, ამინდმა ხელი არ შეუწყო, მაშინ შეიძლება ის შედეგი ვერც მიიღონ, რასაც ნამდვილი რაჭული ლორი ჰქვია.
რაჭველებმა ლორის კარგი გამოყვანა იციან. იმ დროს, როცა ლორი გამოგვყავს, შობის მარხვა იწყება. დაკლული ღორის ხორცს ამარილებდნენ და ბუხრის წინ ჰკიდებდნენ, “ავიჩინებდნენ”. ხანდახან ქარი რომ დაუბერავდა, კვამლი გამოდიოდა, “ვიჩინა” თანდათან ფერს იცვლიდა, იბოლებოდა.
“ვიჩინა” მოწითალო ფერის და ზომიერად მარილიანი უნდა იყოს. კარგი რომ გამოვიდეს, მარილი არ უნდა სჭარბობდეს. თუ დააკელი, მერე გაფუჭდება. რაჭული ლორი ყოველთვის სუფრის მშვენება იყო და არის. განსაკუთრებულად გემრიელია რაჭულად გამომცხვარ ლობიანთან ერთად.
რაჭული ლორი — ლორის ნაირსახეობა, რომელიც დამახასიათებელია რაჭული კულინარიისთვის. რაჭულ ლორს საუკუნეების განმავლობაში აწარმოებენ რაჭაში, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში.
რაჭაში ღორი თავისუფლად გადაადგილდება ტყეში, სადაც იკვებება ვაშლით, პანტით, რკოთი და სხვა მცენარებია ნაყოფით. მეღორეობა (ამჟამად, ბუნებრივ გარემოშიც და ფერმის პირობებშიც) რეგიონში ერთ-ერთი ძირითადი სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენს. რაჭული ლორის მოსამზადებლად, ტრადიციულად, ღორს კლავენ ნოემბერში. დაკვლის შემდეგ ღორს ორ ნაწილად, სიგრძეზე, ჭრიან.
თითოეულ ნაწილს ფელიკს უწოდებენ. ფელიკს დებენ მრავალწლიანი ხის გობში. 4 დღის შემდეგ ფელიკს გადაბრუნებენ და კიდე 7-8 დღით ტოვებენ. ამის შემდეგ, ფელიკს ოთახის ტემპერატურაზე გასაშრობად 5 დღის განმავლობაში კიდებენ. შემდეგ, ფელიკებს შესაბოლად ჭერქვეშ, ფიცრისგან მარტივად შეჭედილ კამერებში 40 დღის განმავლობა შიკიდებენ. ქვემოთ ინთება ცეცხლი, სასურველია, რამდენიმე სახის ხის მორი (წიფელი, ტყემალი, ფიჭი, მუხა) ერთად ენთოს. შეშა იწვის ალის გარეშე და გამოყოფს კვამლს, რაც ლორს სპეციფიკურ არომატსა და გემოს ანიჭებს. რაჭული ლორისთვის დამახასიათებელი მოყავისფრო-მოწითალო ფერი მიუთითებს ლორის მაღალ ხარისხზე. ცხიმი და მჭლე ხორცი ფენებად არის გადანაწილებული.
რაჭული ლორი სადღესასწაულო სუფრის და ქართული რაციონის შემადგენელი ნაწილია უძველესი დროიდან. როდესაც რაჭველები შორ მანძილზე მიდიოდნენ, საგზლად მიჰქონდათ ლორი, რადგან ის ნოყიერი და არამალეფუჭებადია. რაჭული სამზარეულოში ტრადიციული ქართული კერძი — ლობიანი, რაჭული ლორით მზადდება.
ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ რაჭული ლორის პოპულარობის გამო, წარმოების მოცულობის და სისწრაფის გაზრდამ, წარმოების ტექნოლოგის დარღვევა გამოიწვია, რაც გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ხარისხზე. მაგ., შემოტანილი გაყინული ხორცის ან ხელოვნური შებოლვის მეთოდის გამოყენება (რის შედეგადაც, მიღებულ პროდუქტს უფრო ღია ფერი აქვს, ხორცი რბილია).










