ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „მუკუზანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

0

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „მუკუზანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„მუკუზანის ჩამოყალიბებამ დაასწრო რუსული წყობილების შემოსვლას საქართველოში. მუკუზანის ღვინო ჯერ კიდევ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც წინანდლის მამულები და ვენახები ჭავჭავაძეების ხელში იყო და ფრანგი მეღვინეები კონსულტაციას უწევდნენ გარსევან და ალექსანდრე ჭავჭავაძეებს, თუ როგორ უნდა გაშენებულიყო ვენახები, რა მნიშვნელობა ჰქონდა სწორ დეკორაციას, ინჟინერიას და ა. შ. წინანდლის მამულის პარალელურად, იგივე პროექტით გაშენდა ღვინის მარნები მიმდებარე სოფლებში და, მათ შორის, მუკუზანში.

1888 წელს ჩამოისხა ღვინო „მუკუზანი“. სულ რამდენიმე წელიწადში კი ღვინის წარმოება გადავიდა რუსეთის დაქვემდებარებაში, მათ შორის, მუკუზანიც.

მეორე მსოფლიო ომი უკვე კარგა ხნის დამთავრებული იყო, როდესაც „სამტრესტის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ქართული ღვინოების უნიფიცირება. 1950 წელს მოიწვიეს 11 ცნობილი მეღვინე, შექმნეს სადეგუსტაციო კომისია და ჩაატარეს საფუძვლიანი სამუშაოები. შეაფასეს ღვინოები და გამოარჩიეს 30 დასახელების სუფრის ღვინო. ამ სიაში მოხვდა „მუკუზანი“. აღიარებამ ღვინოს მეტი პოპულარობა შესძინა, მთელ საბჭოთა კავშირში გაითქვა მან სახელი და დაიმსახურა 13 საერთაშორისო მედალი. მათ შორის, 8 ოქრო და 4 ვერცხლი.

დღესდღეობით, ადგილწარმოშობის დასახელების სახით რეგისტრირებული „მუკუზანი“ ერთ-ერთი საუკეთესოა წითელ ღვინოებს შორის.

„მუკუზანი“ წითელი მშრალი ღვინოა. აქვს მუქი ბროწეულისფერი, მუქი წითელი შეფერილობა. უზადო, გემოზე სავსე, ექსტრაქტული, ხავერდოვანი და ჰარმონიული გემო, გეოგრაფიული ადგილის ჯიშური არომატი და დავარგების დროს განვითარებული ბუკეტი მკვეთრად გამოხატული ხილის ტონებით.

ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აჭარბებდეს 15%-ს, ხოლო შაქრიანობა არ უნდა სცდებოდეს 4 გ/ლ-ს.

რამდენადაც გამორჩეულია ღვინო „მუკუზანი“, იმდენად ვიწროა მისი მიკროზონის არეალი და ლავირების საშუალება დამზადების დროს.

„მუკუზანის“ დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძენი და დაუშვებელია მასში სხვა ჯიშების შერევა. ნაყოფი აუცილებლად უნდა იყოს მწიფე, არანაკლებ 19%-იანი შაქრის შემცველობით. საღვინე ყურძენი კი აუცილებლად უნდა იყოს დაკრეფილი კონკრეტულ მიკროზონაში, რომელიც მოიცავს რამდენიმე სოფელს: ჩუმლაყს, ახაშენს, ზეგაანს, მუკუზანს, ველისციხეს, ვაზისუბანს, შაშიანს, კალაურას, ვაჩნაძიანს და კახიფარს.

ამ სოფლებში არის თიხნარიანი ნიადაგი, საფარს აქვს რელიეფური, დახრილი ფორმები, ქანები გაჯერებულია კარბონატების მაღალი შემცველობით და საერთო კლიმატურ პირობებთან ერთად, ეს თვისებები განაპირობებს „მუკუზანის“ მაღალ ხარისხს.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „მუკუზანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2005 წლის 30 აგვისტოს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#“, – აცხადებენ საქპატნტში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თბილისს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ექნება – რა უნდა შეიცვალოს?

0
თბილისს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ექნება – რა უნდა შეიცვალოს?
სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია დამფუძნებელი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„მთაში რთულ ცხოვრებას შეჩვეული ხალხი ვცხოვრობთ … ” – ცხენოსანი ქალი პატარა მიტარბიდან

0
„მთაში რთულ ცხოვრებას შეჩვეული ხალხი ვცხოვრობთ … “
ცხენოსანი ქალი პატარა მიტარბიდან

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გასწავლით კომპოსტის დამზადებას – ორგანული სასუქი

0

კომპოსტის დამზადება

ბოსტნეულის უხვი და მაღალხარისხოვანი მო­სავლის მისაღებად აუცილებელია ნიადაგში სასუქის შეტანა. საუკეთესო სასუქი, რომელიც, გარდა იმისა, რომ ნიადაგს ამდიდრებს მცენარისათვის აუცილებელი ელემენტებით, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, არის გადამწვარი ნაკელი. ხოლო თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, თავადვე შეგიძლიათ მოამზადოთ ორგანული სასუქი – კომპოსტი, რომლის დამზადებისა და ხმარების წესსაც ქვემოთ გთავაზობთ.
კომპოსტის დასამზადებლად გამოიყე­ნება სხვა­დასხვა სახის მცენარეული ნარჩენი, ოღონდ ეს ნარჩენი არ უნდა იყოს დაავადებული და შხამ­ქიმიკატებით დაბინძურებული. არ შეიძლება ასევე კომბოსტოს თიაქრით დაავადებული ფესვები, დაავადებული ხახვის ბოლქვები, ფიტოფტოროზით დაავადებული კარტოფილის მიწისზედა ნაწილები; ამგვარი ნარჩენები უმჯობესია დაწვათ და გამოიყენოთ ნაცრის სახით.
საკომპოსტედ მომზადებული მცენარეული ნარ­ჩენების გროვა კარგად უნდა ნიავ­დებოდეს, იყოს ყოველთვის ტენიანი, რათა გროვაში წარ­მოქმნილმა სითბომ დროულად მოამზადოს ორგანული მასა. გროვის ფუძე უნდა იყოს 1 მ2, სიმაღლე 1-1,2 მ. უმჯობესია, საკომპოსტე მასა მოთავსდეს ძველ ყუთში ან მავთულბადეში.
15-25 სმ-იან ნარჩენების პირველ ფენას დაეყრება 2-3 სმ ბაღის მიწა და ცოტაოდენი კირი მჟავე რეაქციის გასანეიტრალებლად. ასე მეორდება მანამ, სანამ გროვა არ მიაღწევს 1-1,2 მ. მას ზემოდან კიდევ დაეყრება მიწის თხელი ფენა და გადაეფარება პოლიეთილენის ნაჭერი. როგორც წესი, კომპოსტი მზად იქნება 5-6 თვის შემდეგ. ამგვარად, გაზაფხულზე გასუფთავებული ნაკ­ვეთის ნარჩენებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ორგანული და მინერალური სასუქი, რომელსაც შემოდგომით შეიტანთ ნიადაგში.

როგორ უნდა დარგოთ ხის ან ბუჩქის ნერგი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, არაერთი რეგულაცია მიიღო, რომელთა აღსრულება-დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგულაცია, რომელიც სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირების მიზნით იქნა მიღებული, 2024 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო 5 ნორმას.

აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას, მათ შორის ავტომობილების იმპორტიორ კომპანიებს, ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდებოდათ. რეგლამენტის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო საავტომობილო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. ავტომობილების იმპორტიორებთან კომუნიკაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულაცია ამოქმედდა მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ – 2024 წლის 1 იანვარს.

მიუხედავად ამისა, 2023 წლის ბოლოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ავტომობილების საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დაადგინა შეღავათი. კერძოდ, 2023 წლის 29 დეკემბერს ცვლილება შევიდა ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის თანახმად, რეგულაცია აღარ ეხება იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება ექსპორტიორი ქვეყნიდან დაიწყო 2023 წლის 1 დეკემბრამდე.

დღეს საქართველოს უმსხვილეს ქალაქებსა და საერთაშორისო მაგისტრალების გასწვრივ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო სწორედ ავტომოილების გამონაბოლქვია, მაღალი ემისიის მქონე ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მუდმივი გადავადების პირობებში შეუძლებელი იქნება ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისად ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უფრო ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა.

სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს. ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“-ოთარ შამუგია

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში, საქართველოს მელიორაციის მიერ ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის შედეგებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებით, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

როგორც ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, სოფელს წლებია წყლის პრობლემა ჰქონდა და მისი მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

„სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით, ბოლო 10 წელია მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, მხოლოდ ქვემო ქართლში, დაახლოებით 70 მლნ ლარის სარეაბილიტაციო ღონისძიებები არის განხორციელებული. ამ წლების განმავლობაში. დავასრულეთ წერეთლის არხის რეაბილიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1000-ზე მეტ ჰექტარ ფართობზე გარანტირებული წყალმომარაგება ექნებათ ფერმერებს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მასშტაბური ხდება, რადგან ჩვენ გვყავს 4 საფინანსო ინსტიტუტი, დონორი და მომავალი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, 300 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ წერეთლის არხის 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტრაპეციული კვეთის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები; 2700 მეტრი სიგრძის საექსპლუატაციო გზა; სამანქანე და საფეხმავლო ხიდები.
პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარია.

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-3.8%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.3%) შემცირდა

0

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით:

„2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4% შეადგინა.

წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.1%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი – 3.4%-ით გაიზარდა. განათლება – 3.6%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 2.3%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.4%-ით, ტრანსპორტი კი – 5.1%-ით.

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-3.8%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.3%) შემცირდა. დასვენება-გართობა-კულტურა 1.6%-ით გაიაფდა, კავშირგაბმულობა 2.3%-ით და და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი 0.1%-ით.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რაც
0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე (26.3%), პირად ჰიგიენასა (5.7%) და პირად ნივთებზე (6.1%).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-19.2%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.8%), პურსა და პურპროდუქტებზე (-8.0%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-3.3%-ით), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3.1%-ით). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3%), თევზეულზე (5%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3%)“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ისეთი ჯიშის ფრინველების დათვალიერებას გთავაზობთ, რომელიც საქართველოში არ არის გავრცელებული

0

გურჯაანში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, გოგა შავშიშვილმა, ეგზოტიკური ფრინველების კონტაქტური ფერმა გახსნა. ისეთი ჯიშის ფრინველები ყავს, რომელიც საქართველოში არ არის გავრცელებული.

პარკში ამ დროისთვის წარმოდგენილია 40 მეტი სახეობის ფრინველი, რომელთა უმეტესობასაც საქართველოში ვერ შეხვდებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყავთ წყლის ფრინველები, ქათმის სხვადასხვა ჯიშები, ხოხბები, მწყრები და სხვა. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან ,,ხოლმოგორის“ ჯიშის ბატები, რომლებიც ყველაზე მძიმეწონიანები არიან, ასევე ჩინური ბატები, მანდარინის და კაროლინის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი იხვის სახეობები, ახალი ჯიშის კალიფორნიული მწყერი ,,ბობვაითი“, ასევე განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან, თეთრი ფარშევანგი და ინდური ფარშევანგი, ასევე ქათმის ჯიშებიდან „აიამცემანი“ ეს არის მსოფლიოში ყველაზე შავი ჯიშის ქათამი, რომლის ორგანოებიც კი შავია.

ასევე ყავთ მარანსის ჯიშის ქათამი, რომელიც დებს წითელი შეფერილობის კვერცხს. ის სააღდგომოდ შეღებილს გავს. განსაკუთრებულია სილამაზით ,,ამერაუკანას“ ჯიშის ფრინველი, რომელიც თეთრი, ცისფერი და ფირუზისფერი შეფერილობის ნაკლებ ქოლესტერინიან კვერცხს დებს.

 

          

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ერთი ლიტრი 70 ლარი – „ვირის რძეზე მოთხოვნა გაასმაგებულია“

0

„ვირის რძეზე მოთხოვნა გაასმაგებულია“ – ამის შესახებ ვირის რძის მწარმოებელი ფერმა „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განაცხადა. ფერმერი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდას ცნობიერების ამაღლებას უკავშირებს.

თემურ ლომიძე: „7 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და ამ დროის განმავლობაში ვირის რძეს ერთი უკუჩვენებაც კი არ ჰქონია. წელიწადში 800 ლიტრს ვაწარმოებ, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ 1200 ლიტრზე მაინც ავიდე“.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„სიცოცხლის პირველ წლებში რაც ჩაიბეჭდება, ის მარადიულად იქნება ცნობიერებაში შენახული“

0
„სიცოცხლის პირველ წლებში რაც ჩაიბეჭდება, ის მარადიულად იქნება ცნობიერებაში შენახული“
საუბრობს პედიატრი ყარამან ფაღავა: