85 წლის ქალის მიერ ოთხსართულიანი კორპუსის ეზოში გაშენებული მშვენიერი ბაღი…
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 27-29 აპრილს – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დღისით მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის შკვალური გაძლიერება აღინიშნოს. 27-29 აპრილსაც ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 26 მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
როგორ გამოვიყენოთ ტექნიკა ისე რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ – შეიძლება თუ არა კონდიციონერის გამოყენების პარალელურად გავაღოთ ფანჯრები
ზაფხულის ცხელ სიცხეს ბევრი კონდიციონერით ებრძვის.
როგორ გამოვიყენოთ ტექნიკა ისე რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ, ამ საკითხზე რჩევებს გვაძლევს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნანი მეფარიშვილი:
ბევრს ჰგონია, თუ ფანჯარას შეაღებენ ოთახში, კონდიციონერი გაფუჭდება. ნუ გეშინიათ, არაფერი მოუვა, მხოლოდ ოდნავ მეტ დენს დახარჯავს გაგრილებაზე.
რაც შეეხება ტემპერატურას, პირადად მე 24 გრადუსზე მაქვს დაყენებული, ზამთარში – 22 გრადუსზე. როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში ჰაერის შემოდინებას ყურადღებას ვაქცევ. “კოვიდის” დროს დიდმა ორგანიზაციებმაც გასცეს რეკომენდაციები, რომ კონდიცირების პარალელურად აუცილებლად უნდა გაიღოს ფანჯრები, რათა უფრო არ გავრცელდეს ვირუსები.
კარგი იქნება, თუ შინ გვექნება ტენიანობის საზომი ხელსაწყო, რომელიც ტემპერატურასაც ზომავს. იდეალური ტენიანობაა 30 პროცენტის ზემოთ, 60 პროცენტამდე.
ამ წესების დაცვა ზამთარშიც დაგჭირდებათ, რადგან ზამთარში, როცა ჩართულია ცენტრალური გათბობა, ჰაერი მაშინაც შრება და ეს ძალიან გვიზიანებს სასუნთქ გზებს, მით უმეტეს მაშინ, თუ ტენიანობა ბინაში 20-პროცენტიანია.
ძალიან კარგია, თუ გვექნება პატარა შადრევანიც, ე.წ. ოფისის შადრევანი, რომელიც კარგად ასუფთავებს ჰაერს და ატენიანებს. თუ ტენიანობა არ არის დაცული, მაშინ ადამიანი 17 გრადუსზეც დისკომფორტშია და ოფლი ასხამს, რადგან არ მიეწოდება ჟანგბადი საჭირო რაოდენობით. ძალიან მომწონს წყლის ჭავლის გასაფრქვევი ხელსაწყოც (სხვათა შორის, სულაც არ ღირს ძვირი). ეს წყლის ბურუსი, როგორც მას უწოდებენ, 7 გრადუსით დაბლა სწევს ტემპერატურას. თუ აგარაკი გაქვთ, შეგიძლიათ გარე სივრცეში მოაწყოთ წყლის ბურუსი და გაგრილდეთ.
ასევე კარგია, თუ ოთახს წყლით დანამავთ ანუ ჰაერში გააფრქვევთ სასხურებლით წყალს, რომელიც მაშინვე აორთქლდება, მაგრამ გააგრილებს. ზუსტად ის ეფექტი აქვს, რაც ბურუსულ დანადგარს. საღამოს, როცა აგრილდება, შეგიძლიათ გააღოთ ყველაფერი და სახლი გაანიავოთ. დილით კი ისევ აუცილებლად ჩამოაფარეთ ფარდები.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სურსათის უვნებლობის სისტემის მდგრადობა ერთიანი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფა, პესტიციდების მდგრადი გამოყენება, საკვებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (MEPA) 2025 წლის სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი ღონისძიებით – „ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა“- აღნიშნეს, რომელიც მეცნიერების კრიტიკულ როლს უსვამს ხაზს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?
შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? – ამ კითხვებს ექიმი ზაზა თელია პასუხობს.
„საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.
ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება: 1. კარაქი – 6-დან 9 თვემდე;
2. ბანანი – 2-3 თვე;
3. კვერცხის ცილა ან გული – 1 წელი;
4. ყველი – გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი – 6 თვედაჭრილი ყველი – 3-4 თვე;
5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა – 1-2 თვე;
6. ავოკადო – 8-12 თვე;
7. მცენარეული საკვები – 6 თვე;
8. პური – გამომცხვარი – 1 თვე;არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე – 3-5 თვე;
9. რძე – 3 თვე;
10. კანფეტი – 3-6 თვე;
11. ნაჭუჭიანი თხილეული – 6 თვე ან მეტი;
12. შემწვარი მორჩენილი საკვები – ხორცეული – 2-3 თვე.ქათამი, ინდაური ან თევზეული – 4-6 თვე;
13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით – 2-3 თვე.
ასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს – გახსოვდეთ რომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მშიერია ყოველდღიურად. შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს.“ – წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მეღვინეობის ძირძველი ჩვეულებები და ღვინის დაყენების ქვემო რაჭული ტრადიცია
სეზონის ყველაზე ცხელი პერიოდი თვის ბოლო დღეებშია მოსალოდნელი
ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი იწყება.
„აფრიკული ანტიციკლონი, რომელიც ჩვენს ირგვლივ დიდი ხნის განმავლობაში თითქმის უპრობლემოდ დომინირებდა, მომდევნო კვირაში საქართველოზე მოახდენს გავლენას.
სეზონის ყველაზე ცხელი პერიოდი თვის ბოლო დღეებშია მოსალოდნელი, ტემპერატურული ფონი საკმაოდ მაღალი იქნება და როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია +40 გრადუსამდე მოიმატოს.
დასვენებისთვის იდეალური, მზიანი დღეებია მოსალოდნელი სანაპირო კურორტებზეც, სადაც მომდევნო კვირის შუა დღეებში ტემპერატურა +38 გრადუსამდე იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა ყველაზე კომფორტულია 27-28 გრადუსი.
27 დან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ნალექი ნაკლებადაა მოსალოდნელი.
მშრალი მეტეო პირობების გავლენით ტყეებში მომატებულია ხანძრის გაჩენის რისკი, გაფრთხილდით გარემოს!აქვე გეტყვით, რომ +40 გრადუსამდე ტემპერატურა სეზონის ამ პერიოდისთვის არის ნორმა!გისურვებთ ბედნიერებას“, – მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მარნეულელი არმენ ჰოვანესიანის თოჯინებით შექმნილი ზღაპრული ცხოვრება…
სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, კომერციული სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
5-დღიანი ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან გერმანიაში 300 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31% შეადგინა.
„გაფართოება იგეგმება როგორც ღვინის სახეობების, ასევე მისი მოცულობების კუთხითაც. ღვინოების დამატებას ვაპირებთ” – „ითაბანის“ გეგმები
კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარანი და აგროტურისტული მეურნეობა „ითაბანი“ რომელიც კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს, მიმდინარე წელს, სერვისების გამრავალფეროვნებასა და ღვინის მიმართულებით გაფართოებას გეგმავს.
როგორც „ითაბანის“ დამფუძნებელი, რატი კოჭლამაზაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, გაფართოება იგეგმება როგორც ღვინის სახეობების, ასევე მისი მოცულობების კუთხითაც.











