ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

პაპა ბაგრატას ისტორია – მიტოვებულ სოფელში 40 წლის მანძილზე განმარტოებული ცხოვრობდა

0
პაპა ბაგრატა მიტოვებულ სოფელში მუშაობისას ზედა ვარძიაში
პაპა ბაგრატას ისტორია გარშემო ბევრი მითია გავრცელებული. ნამდვილ ფაქტებს ვადარებთ გავრცელებულ მითებს მარტოხელა სოფლურ ცხოვრებაზე.

პაპა ბაგრატას ისტორია.

ზედა ვარძისი მიტოვებულ სოფელში 40 წლის მანძილზე განმარტოებული ცხოვრობდა. ამ სიმარტოვეს ლოცვით სძლევდა და ასე ღვთის ხმასა და ბუნების მაჯისცემას მიყურადებული ატარებდა თავის წუთისოფელს. მუხლჩაუხრელად შრომობდა. უნდოდა, სოფელი კვლავ ისეთი გაეხადა, როგორიც ხალხმრავლობისას იყო…

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია პომი სამაცივრე მეურნეობას აშენებს

0

საქართველოს ბანკი აგროსექტორის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “შპს პომი” ფართოვდება და სამაცივრე მეურნეობას აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.

“შპს პომი” 10 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღებს ფლობს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი ახალი სამაცივრე მეურნეობა  აშენდება. მისი ჯამური ტევადობა 600 ტონა იქნება და მას კომპანია საკუთარი პროდუქციის შესანახად გამოიყენებს. კომპანია სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას და ყოველწლიურად 800 ტონამდე მოსავლის აღებას გეგმავს.

საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყანაში აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა.  მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია პომისთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონებში აგროწარმოების განვითარებაში.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია შეძლებს 600 ტონამდე პროდუქცია შეინახოს, რაც სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მეტად გაფართოვნდენ, განვითარდნენ და უფრო მეტი მოსავალი მოიყვანონ. მსგავსი პროექტები რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის და გაშენების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.  ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების და ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“ – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გართულებული ეპიდემიური ვითარება ქვეყნის მასშტაბით

0

მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია. მაღალია მიმართვიანობა კლინიკებში. პედიატრიული განყოფილებები თითქმის სრულად შევსებულია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ფიქსირდება გრიპის გართულებული შემთხვევები, პნევმონია, განსაკუთრებით მოზარდებში. გავრცელებულია კორონავირუსიც.

მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

რეკომენდაციაა, გაიკეთონ აცრა, ატარონ პირბადე, მოერიდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს და მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის ნორმები. განსაკუთრებული სიფრთხილისკენ კი რისკჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდებენ.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მოწყობილია ბიგელის ტიპის საბაგირო, სპორტსმენები უზრუნველყოფილი არიან სათხილამურო სამოსით და აღჭურვილობით

0
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, სოფელ ქედლებში სათხილამურო ბაზაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
ბაზაზე მოწყობილია ბიგელის ტიპის საბაგირო, სპორტსმენები უზრუნველყოფილი არიან სათხილამურო სამოსით და აღჭურვილობით.

30-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ფაროსნობა დაბრუნდა

0
აფროსნობა ღია ზღვაში ბათუმი საზღვაო სპორტი
30-წლიანი შუალედის შემდეგ აფროსნობა ღირსეულად დაბრუნდა ბათუმში, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ სპორტის აღდგენას, არამედ საზღვაო კულტურისა და ტრადიციების ცოცხალ გაგრძელებას. ღია ზღვის სპორტი ასწავლის ბუნებისადმი პატივისცემას.

აფროსნობა ბათუმში, 30-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ტურნირის ორგანიზატორი აჭარის აფროსნობის ფედერაციაა. ქართველი აფროსნები, გამარჯვებისთვის ერთმანეთს, სამი დღის განმავლობაში შეეჯიბრებიან.

„ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის, სპორტის ეს სახეობა, აფროსნობა, ძალიან ახლობელი და ორგანულია, რადგან ზღვასთან და საზღვაო ქალაქთან ასოცირდება. ბათუმს აქვს დიდი ტრადიცია, სპორტის ამ სახეობაში, თუმცა, სამწუხაროდ, 30 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით სრული წყვეტა იყო და ჩვენი დიდი მცდელობით, ის დაბრუნდა. დაბრუნდა საუკეთესო სამწვრთნელო გუნდით და გამოცდილებით. არ იყო მარტივი, ასეთი პასუხისმგებლობის აღება, თუმცა გუნდური მუშაობითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ჩვენ ეს შევძელით. სკოლა გამართულად მუშაობს ჩვენი ფედერაციის ბაზაზე და მოზარდებს საშუალება აქვთ, ამ სპორტს დაეუფლონ, სრულიად უფასოდ, რაც დამატებითი სტიმულია, ყველა მათგანისთვის“,-ამბობს კლუბის მთავარი მწვრთნელი, მიხეილ კილასონია.

ღია პირველობის გახსნას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ირმა ნიჟარაძე დაესწრო, რომელმაც აფროსნობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სამი დღის განმავლობაში, ჩვენი ქალაქი უმასპინძლებს ღია პირველობას აფროსნობაში. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო წამოწყებაა. მადლობა, ამ ინიციატივის ავტორებს. ჩვენ, ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივას მხარს ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ აუცილებლად, რადგან ბათუმისთვის საწყლოსნო სპორტის სახეობები ძალიან სიმბოლურია. სიმბოლურია ისიც, რომ სპორტის ამ სახეობაში, პირველი გაცურვა ბათუმიდან სოხუმში მოხდა, წლების წინ და დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს, ბათუმიდან სოხუმამდე, უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, ისევ გავცურავთ აუცილებლად“,-განაცხადა, ირმა ნიჟარაძემ.

„ჩვენი ხარჯებით შევძელით და შევიძინეთ 14 აფრიანი და 2 მოტორიანი ნავი, რომლითაც მიმდინარეობს ყოველდღიური სასწავლო ვარჯიშები. ასევე ვგეგმავთ ოლიმპიური კლასის ნავების 50-მდე გაზრდას. ეს საშუალებას მოგვცემს, მომავალში, ბათუმმა უმასპინძლოს სხვადასხვა შეჯიბრს, როგორც ქართველი, ისე უცხოეთიდან მოწვეული სპორტსმენების მონაწილეობით“,-ამბობს, აჭარის აფროსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დომენტი აფაქიძე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უახლოეს მომავალში, აჭარის აფროსნობის ფედერაცია გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები და მოზარდები მიიღოს სკოლაში. შესაბამის ინვენტარის შეძენაზე ზრუნვა, უკვე დაწყებულია. შესაბამისად, სპორტსმენებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პარასპორტულ ღონისძიებებში, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე.

აჭარის აფროსნობის ფედერაცია, 2023 წელს დაფუძნდა და ვეტერან აფროსნებთან ერთად, ახალი თაობის სპორტსმენებს აერთიანებს. ფედერაციის ბაზაზე მოქმედებს აფროსნობის სკოლა, რომელშიც მოზარდები და უფროსი ასაკის მსურველები, სპორტის ამ სახეობას, სრულიად უფასოდ ეუფლებიან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის საკითხებზე, რომლებსაც სააგენტო შესაბამისი პროექტები

0

უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერებისა და დაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტის „Uzdavyerloyiha“ დელეგაციის წევრებს სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო, მოკლედ მიმოიხილა მიწის რეფორმის ისტორია და ის სამართლებრივი საფუძვლები, რასაც ეყრდნობა სააგენტოს შექმნა და მისი საქმიანობა.

შეხვედრაზე სააგენტოს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის საკითხებზე, რომლებსაც სააგენტო შესაბამისი პროექტების დახმარებით ახორციელებს.

საუბარი შეეხო მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის საკითხს. სტუმრები გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნის პროცესსაც გაეცნენ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს მეცნიერებისა და დაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტის სტრუქტურასა და საქმიანობაზე. ინსტიტუტი 850 თანამშრომლით და 13 რეგიონული ფილიალით არის წარმოდგენილი.

ქვეყანაში ქმნის მიწის მდგრადი გამოყენების შესაძლებლობებს, აღკვეთს მიწასთან დაკავშირებულ სადავო/კონფლიქტურ საკითხებს. სტუმრებმა ისაუბრეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ღირებულების შეფასების კრიტერიუმებზე, საძოვრების გეობოტანიკურ გამოკვლევაზე და სხვა.

4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტში. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია სტუმრობდა ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შპს საქართველოს მელიორაციას, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ერთწლიანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა სოფელ წილკანში, ასევე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. საქმიანი შეხვედრა შედგა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს

0

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის გამკაცრება ითვალისწინებს პროცედურას, რომლითაც აგრომაღაზიები ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა განახორციელონ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში გამართულ შეხვედრას, სადაც აგრომაღაზიების წარმომადგენლებს თხილის წარმოების პროგრამის ფარგლებში დარიცხული აგროქულების განაღდების სპეციალური პირობები გააცნეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.

„იმისათვის რომ ფერმერებმა თხილის ხარისხიანი მოსავალი მიიღონ, მნიშვნელოვანია აგროვადების გათვალისწინებით მოხდეს ბაღებში შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მიზნობრივად იქნეს გამოყენებული სახელმწიფო დახმარება. აგრომაღაზიების წარმომადგნელებს გავაცანით პირობები, რომლის მიხედვითაც დარიცხული სუბსიდიის განაღდებისას უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.

პროგრამით დადგენილი პირობით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების განაღდების პროცესი მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მოქმედ 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.

შრატის ნაყენი – საუკეთესო კვება და დაცვა ფოთლიდან!

0
შრატის ნაყენის მომზადება მცენარეთა კვებისთვის სოფლის მეურნეობაში
შრატის ნაყენი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბუნებრივი საშუალებაა მცენარეთა კვებისა და დაცვისთვის. ეს ძველი მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანული მეურნეობისთვის.

შრატის ნაყენი – საუკეთესო კვება და დაცვა ფოთლიდან!

პრიორიტეტი მიანიჭეთ ყოველთვის ფოთლიდან კვებას!

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ​​​​​​​უახლოეს დღეებში – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

0
საქართველოს ამინდის რუკა სოფლის მეურნეობის ფონით
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 27-29 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები და ტემპერატურის შემცირება. სოფლის მეურნეობისთვის ეს ცვლილებები მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოშობს.

2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. 2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„თბილისში 2 მაისამდე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 2 მაისს საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისამდე დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი

0

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი

საბოსტნე ადგილს სამხრეთის ან სამხრეთ-აღ­მოსავლეთის მზით კარგად განათებული ად­გილი დაუთმეთ. დაყავით იგი თარგებად, როგორც ქვემოთ არის მოცემული (ცხრი­ლი #1).
6 თარგად დაყოფილი მიწის მთლიანი ფართობი 270 მ2-ია, რაც სავსებით უზრუნველ­ყოფს ბოსტნეულით ერთ საშუალო ოჯახს. ნაკვეთის სიგრძე 16,2 მ-ია, სიგანე – 16,5 მ. ყოველი თარგი, რომლის ფართობიც 40 მ2, დაყოფილია 8 კვლად და თითოეული მათგანის ფართობია 5მ2. თარგებს შორის მანძილი 60სმ-ია, რაც განკუთვნილია ბილიკებისათვის.


ნაკვეთის დასაგეგმად კანაფზე გადაზომეთ სამი (3, 4 და 5 მ) მონაკვეთი და ერთმანეთს გადააბით. 4 მ-იანი მონაკვეთის ბოლო მიამაგ­რეთ პალოზე (0) და მიწაში ჩაარჭვეთ, შემდეგ კანაფი გაჭიმეთ, მისი მეორე ბოლო პალოზე (1) დაამაგრეთ და ისიც მიწაში ჩაარჭვეთ. შემდეგ მიუბრუნდით პირველ პალოს და იქიდან სწორი კუთხით გაჭიმეთ 3 მ-იანი კანაფი, რომლის ბოლოც ასევე პალოთი (2) დაამაგრეთ. 5 მ-იანი კანაფი გააბით მეორე და პირველ პალოებს შორის, რომლებიც ისე გადააადგილეთ, რომ კანაფი დაიჭიმოს. შედეგად მიიღებთ მართკუთხა სამკუთხედს, რომლის ერთი გვერდი იქნება 3მ, მეორე – 4მ, ხოლო მესამე – 5 მ. ასე გააგრძელებთ საბოსტნე ნაკვეთის დაგეგმვას სასურველ ფართობამდე.

საბოსტნე ნაკვეთი გამოყავით მზიან ადგილას და უზრუნველყავით სარწყავი წყლით. თუ ნიადაგს საჭიროების მიხედვით დაამუშავებთ და სასუქსაც შეიტანთ, აუცილებლად მიიღებთ კარგ მოსავალს.

როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი, სად რა და როგორ დავრგოთ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli