ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026
- Advertisement -
Google search engine

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა – საქსტატი

0
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა - საქსტატი
#image_title

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით შემცირდა და 848.0 ათასი სული შეადგინა.

აქედან, საქსტატის ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 401.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 213.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა და 9.4 მილიონ ფრთა შეადგინა.

ამასთან, უწყების წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 19.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 153.1 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ნაკლებია.

როგორ მზადდება ჯანჯუხები ჩოხატაურში, სოფელ იანეულში

0
#image_title

როგორ მზადდება ჯანჯუხები ჩოხატაურში, სოფელ იანეულში.

„დილის ხუთი საათიდან ვიწყებთ ჩურჩხელების კეთებას, მერე იღვიძებს სოფელი, გვეხმარებიან მეგობრები, ვსიამტკბილობთ და ვართ“ – ნანი წიტაიშვილი…

აზიური ფაროსანა და რეკომენდაციები შენობების დასაცავად

0
აზიური ფაროსანა და რეკომენდაციები შენობების დასაცავად
#image_title

აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys) სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა (ჩინეთი, კორეა, იაპონია).  ამერიკის შეერთებულ შტატებში ის გამოჩნდა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, პენსილვანიის შტატში და სწრაფად გავრცელდა. ამჟამად ის უკვე გავრცელებულია 34 შტატში და სოფლის მეურნეობის სერიოზული მავნებლია.

ევროპაში პირველად გამოვლენილ იქნა 2008 წელს, შვეიცარიაში. 2014 წელს დაფიქსირდა რუსეთში – სოჭის ოლქში. 2015 წლიდან გავრცელდა აფხაზეთში (განსაკუთრებით სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში) და 2016 წლიდან მასიურად დაიწყო  გავცელება დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში. 
აზიური ფაროსანა საკმაოდ დიდი ზომის (12-17 მმ) პოლიფაგი მავნებელი მწერია. აზიანებს თესლოვან და კურკოვან  ხეხილს, კეკნკროვნებს, მინდვრის კულტურებს,  ბოსტნეულს, დეკორატიულ  მცენარეებს. ინტენსიურად გამრავლების შემთხვევაში მასშტაბურ ზარალს აყენებს გარემოსა და სოფლის მეურნეობას. ფაროსანას გამოზამთრება მიმდინარეობს იმაგოს (ზრდასრული) ფაზაში. ზრდასრულ მწერს შეუძლია დღეში 35 კმ მანძილზე ფრენა და მისი გადაადგილება კულტურებზე და ტერიტორიებზე ძნელად პროგნოზირებადია. აქვს რეპროდუქციის მაღალი უნარი. საქართველოში ჩატარებული დაკვირვებით, დასავლეთ საქართველოში მწერის ორი სრული თაობა ვითარდება.  რაც მთავარია, საქართველოს ეკო-სისტემაში ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული მავნებლის ბუნებრივი მტერი, რომელიც შეძლებს მისი რაოდენობის კონტროლს. 2016-2017 წწ. მნიშვნლოვნად დააზიანა თხილი, სიმინდი, ციტრუსები.  2017 წ. ბოლოს გამოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოშიც.  2016-2017 წლებში ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების თანამშრომლობით შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საინფორმაციო კამპანიას, მონიტორინგს და ქიმიურ ღონისძიებებს. სტარატეგიის განმახორციელებელია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N224 განკარგულებით შექმნილი   სამთავრობო კომისია.
მნიშვნელოვანია: 
აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს;
აზიურ ფაროსანას არ გადააქვს ადამიანთა და ცხოველთა დაავადებები;
შესაძლებელია ზოგიერთი ადამიანი იყოს ალერგიული და/ან მგრძნობიარე ,,სუნიანი ხოჭოს“ მიერ გამოყოფილი ნივთიერების მიმართ, თუმცა ეს არაა სიცოცხლისთვის სახიფათო;
ადრეული გაზაფხულიდან შემოდგომამდე აზიური ფაროსანა პარაზიტობს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და ნარგავებზე;
შემოდგომამდე აზიური ფაროსანა ჩვეულებრივ არ შედის ადამიანების საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში;
აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად გაითვალისწინეთ და განახორციელეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები:
-თუ თქვენ, თქვენი საცხოვრისის გარშემო მექანიკური ან სხვა საშუალებებით შეძლებთ შეამციროთ აზიური ფაროსანას რიცხოვნობა – შემოდგომაზე ნაკლებ შემაწუხებელი იქნება მათი შემოჭრა სახლებში;
-შემოდგომაზე აზიური ფაროსანა იწყებს გამოსაზამთრებელი ადგილის ძებნას. ესეთი ადგილი შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლები, ცხოველთა სადგომები და ყველა ის შენობა, სადაც მშრალი და თბილი გარემოა, განსაკუთრებით მიტოვებული შენობები;
-შენობებში აზიური ფაროსანას შემოჭრის თავიდან აცილება შეიძლება ე.წ. სინათლის ხაფანგებით, ხოლო შემოჭრის შემთხვევაში, მისი რაოდენობის შესამცირებელად მარტივი, ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია მექანიკური განადგურება – გაჭყლეტვის გარეშე;
-ფაროსანას მექანიკური განადგურებისთვის ფრთხილად დაიჭერეთ და ჩაყარეთ საპნიან ხსნარში;
-ფაროსანას შესაგროვებლად შესაძლებელია მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფაროსანას არასასიამოვნო სუნი დიდხანს რჩება მტვერსასრუტში, ამიტომ მტვრის შესაგროვებელი პარკების ცვლა და მილების გარეცხვა ხდება საჭირო;
-სასურველია ფანჯრების აბადვა არა მხოლოდ ფაროსანასგან, არამედ ზოგადად მწერებისაგან თავის დასაცავად;
-ფაროსანების მისატყუებლად და შესაგროვებლად შესაძლებელია 2-4 ნახვრეტიანი და კარგად შეკრული მუყაოს ყუთების განთავსება შენობების აივნებზე ან შენობებთან ახლოს დასველებისგან დაცულ ადგილას. ფაროსანას შენობებში შეღწევის პერიოდის დამთავრების შემდეგ, ყუთი დაწვით, ან მთლიანად ჩაყურსეთ საპნიან წყალში;

-ფაროსანას განადგურება შენობებში შესაძლებელია იმ სადეზინსექციო საშუალებებით (ინსექტიციდი), რომელთა გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ადამიანთა და შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობას – სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები და ა.შ. მფრინავი და მცოცავი მწერებისათვის;
-სადეზინსექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბავშვების შენობებში არყოფნის პერიოდში;
-სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს დამუშავებული ობიექტის დასუფთავება და განიავება
-გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის თანმხლებ ინსტრუქციას და ზედმიწევნით დაიცავით გამოყენების წესები;
ნებისმიერი სადეზინსექციო  საშუალებების შენახვისა და გამოყენებისას აუცილებელია  უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვა:
-არ დაუშვათ სადეზინსექციო საშუალების მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან კანზე;
-აკრძალულია  პრეპარატთან მუშაობის დროს თამბაქოს მოწევა  და საკვების/წყლის მიღება;
-პრეპარატი უნდა ინახებოდეს გარეშე პირებისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
-დაუშვებელია  პრეპარატის უმეთვალყურეოდ დატოვება;

ქიმიური დეზინსექციის ჩატარებისას დეტალურად გაეცანით გამოსაყენებელი პრეპარატის ინსტრუქციას და მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ უსაფრთოების წესებს;
საყოფაცხოვრებო და სამედიცინო დანიშნულებით დეზინსექციის ჩასატარებლად საქართველოში რეგისტრირებული და ნებადართული პრეპარატების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ვებგვერდზე:  http://www.ncdc.ge/Pages/User/Documents.aspx?ID=b7130a40-b29f-4c2a-b258-c213a04e2769 . აქვე წარმოდგენილია ის რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები, რომლებიც თანმხლები ინსტრუქციის თანახმად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შენობებში აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ:
1.„რაფტორი-აეროზოლი მცოცავი მწერების საწინააღმდეგოდ“
2.,,K-Othrine SC 50“
3.“BUNTOX INSECTISIDE AEROZOL EXTRA KILLER“
4.,,დიხლოფოსი ეკო”
5.,,Insecticida Mugal Forte“
6.„სახლის პროშკა გელი“
7.,,დიხლოფოსი „მრ ვოლტ“ უნივერსალური“
8.,,რეიდი“ ტარაკნებისა და ჭიანჭველების წინააღმდეგ
9.,,სოლფისანი“
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
შენიშვნა: ინფორმაცია აზიური ფაროსანას შესახებ ასევე შეგიძლიათ იხილოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე   http://nfa.gov.ge/ge/presrelizebi-eng-75/saxelmwifo-shesyidvebis-wliuri-gegma-eng-145

ცვლილება პირველკლასელებს შეეხებათ! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებს

0
ცვლილება პირველკლასელებს შეეხებათ! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებს
#image_title

სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი ბოლოჯერ შეიცვლება მომავალი სასწავლო წლისთვის.

როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონში წერია, 2025 წლის 1 იანვრიდან პირველ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. „ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება.

ამასთანავე, პირს, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება, უფლება აქვს, მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ხვალ რეგისტრაციის ბოლო დღეა! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებისთვის

0
ხვალ რეგისტრაციის ბოლო დღეა! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებისთვის
#image_title

2024-2025 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერის გამოყენებით 24 ოქტომბრის 11:00 საათიდან 14 ნოემბრის 18:00 საათამდე.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.

რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი. ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის  18:00 საათამდე.  ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. პირველ ტურს მონაწილეები ელექტრონულად გადიან.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს ცენტრი შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და  უცხოურ ენაში.

სოფელი მუჟავა, ყველაზე ახლო სოფელი აფხაზეთში – ხიდზე გადის მდინარე, ხიდის ქვეშ კი დადიან ადამიანები

0
სოფელი მუჟავა, ყველაზე ახლო სოფელი აფხაზეთში - ხიდზე გადის მდინარე, ხიდის ქვეშ კი დადიან ადამიანები
#image_title

სოფელი მუჟავა, ყველაზე ახლო სოფელი აფხაზეთში

სოფელი მუჟავა არის ერთ-ერთი ყველაზე ალომდებარე სოფელი აფხაზეთთან.

ამ ადგილიდან ორ კილომეტრში, შეგიძლიათ, აფხაზეთი იხილოთ…

სოფელ მიჟავაში არის ერთ-ერთი უნიკალური ხიდი – აკვედუკია. ჩვეულებრივ ხიდის ქვეშ მიედინება მდინარე, ხიდზე დადიან ადამიანები და მოძრაობს ტრანსპორტი. ეს ხიდი კი განსხვავებულია იმით, ხიდზე გადის მდინარე, ხიდის ქვეშ დადიან ადამიანები და მოძრაობს ტრანსპორტი…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თუშური მატყლის მსოფლიო წარმატება

0
#image_title

„ანბანზე ადრე ყველანაირი თუშური ხელსაქმე მქონდა შესწავლილი, თუშის ქალის ხელს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ცხენის აღკაზმულობა, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა“

 80 წლის ლილი მურთაზაშვილი, რომელიც მატყლის დამუშავების საუკუნოვან ტრადიციას ინახავს

#drpkhakadze

მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დაიწყო მონიტორინგი, რაც საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და მიტოვებული შენობების დათვალიერებას და მავნებლის ლოკალურ განადგურებას ითვალისწინებს

0
მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დაიწყო მონიტორინგი, რაც საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და მიტოვებული შენობების დათვალიერებას და მავნებლის ლოკალურ განადგურებას ითვალისწინებს
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგო მასშტაბური წამლობითი ღონისძიებები დაასრულა, თუმცა, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დაიწყო მონიტორინგი, რაც საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და მიტოვებული შენობების დათვალიერებას და მავნებლის ლოკალურ განადგურებას ითვალისწინებს, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ და ადგილობრივ მოსახლეობას სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აცნობენ.

„მოზამთრე ფაზაში მავნებელი სხვენებსა და მიტოვებულ შენობებში ბინადრობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მექანიკური მეთოდების გამოყენება. მონიტორინგი ინტენსიურად ხორციელდება დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგოდ ჩაატარა შემდეგი ღონისძიებები: ქვეყნის მასშტაბით, ცივი შესხურებით დამუშავდა 103 791, 25 ჰა სოფლისა და ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი; თერმული ნისლით – 348 620 ჰა ფართობი; განთავსდა 8008 მონიტორინგის ხაფანგი და 208 440 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური“, – აცხადებენ სააგენტოში.

მარნები სოფელ ჭაჭკარიდან – სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც

0
მარნები სოფელ ჭაჭკარიდან - სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც
ფოტოები: “ჯეო მეგზური”

“საქართველოს უძველესი მარნები”

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” აგრძელებს ონლაინ პროექტს – “საქართველოს უძველესი მარნები”.
ყოველ ხუთშაბათს გიამბობთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნების შესახებ, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა.

მარნები სოფელ ჭაჭკარიდან

ჭაჭკარი – ისტორიული სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში ვარძიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ჭაჭკარიდან ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება ხდებოდა – კლდეში ნაკვეთ საწნახელებში კი დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც. აქვეა კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ძველი მიწური სახლები, მესხური დარბაზები და სხვ.

სოფელ ჭაჭკარს 2016 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ფოტოები: “ჯეო მეგზური”
#image_title

წყარო: საყდრისის კომიტეტი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ადამიანი უნდა იყოს მოძრაობაში

0
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. 
#image_title

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.