ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალ პროექტს იწყებს. 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის სამიზნე ჯგუფად განსაზღვრულია ფერმერები, შესაბამისი ასოციაციები, კოოპერატივები, სოფლად არსებული შინამეურნეობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორის წარმომადგენლები.

პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. მინისტრის მოადგილემ FAO-ს სოფლის მეურნეობის სექტორში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას.

„საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად არაერთ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. ჩვენი პროგრამები მიმართულია მეწარმეობის სტიმულირებისკენ, როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამუშავების მიმართულებებით, რაც, თავის მხრივ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას უზრუნველყოფს. სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით სექტორის აქტიურად ვითარდება, ყოველწლიურად იზრდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი; ამ შედეგების მიღწევაში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“, -აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

პროექტის ფარგლებში, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, გაიზრდება ფერმერების, მწარმოებელთა ჯგუფების, ახალგაზრდების და ქალების შესაძლებლობები, ასევე, სოფლის განვითარების საკითხებზე ამაღლდება მოსახლეობის ცნობიერება.

საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის რაიმუნდ იელეს განცხადებით, აღნიშნული პროექტი, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

„აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას, რაც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პროექტი, რომელსაც ხელი დღეს მოვაწერეთ, სოციალურად ინკლუზიური სოფლის განვითარების პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს. პროექტში განსაკუთრებული აქცენტი ქალებსა და ახალგაზრდებზე გაკეთდება. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ ორი სოციალური ჯგუფის მობილიზება და გაძლიერება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის განვითარებას, ახალი იდეებისა და ინოვაციური მიდგომების შემოტანას“,- აღნიშნა რაიმუნდ იელემ.

პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე კარნერი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი”…

0
„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი
#image_title

„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი”…

🥐 ლეჩხუმური ნიგვზიანი პური

აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრანტ ქალებს, ამ სილამაზეებისთვისაც რჩებათ დრო…

0
“აჭარელ ქალს ქარგვა და ქსოვა სისხლში აქვს” …
 ულამაზესი აჭარული ნაქარგობები მარნეულში, სოფელ მარადისშიც აღმოვაჩინეთ… აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრანტ ქალებს, ამ სილამაზეებისთვისაც რჩებათ დრო…

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„საქართველოში თხილის სექტორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე საჭირო ცოდნაზე წვდომის კუთხით“-ოთარ შამუგია

0

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში კომპანიის MMG Agriculture თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ მეთხილე ფერმერებს შეხვდა, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან.

„ჩვენ ხშირად ვხვდებით ფერმერებს და მათგან ვისმენთ ინფორმაციას არსებული საჭიროებების შესახებ. საქართველოში თხილის სექტორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს; ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე საჭირო ცოდნაზე წვდომის კუთხით. ხარისხიანი მოსავლით ფერმერები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან და მეტ შემოსავალს მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ შარშან, კლიმატური პირობების მხრივ, საკმაოდ რთული წელი გვქონდა, ამიტომაც ხარისხის კუთხით გარკვეული გამოწვევები იყო. მთლიანობაში, შარშან, მოსავალი 5 ათასი ტონით მეტი იყო, ვიდრე წინა წელს, წელს კი, გაცილებით უკეთესს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო პროგრამები და ფერმერების აქტიურობა, ერთობლივად კარგ შედეგს მოგვცემს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომპანიას MMG Agriculture ქართულ-ებრაული ინვესტიციით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს გაშენებული თხილის ბაღი. 50ჰა-ზე თხილის ბაღის გაშენება 50,000 ლარით დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“. როგორც კომპანიის მფლობელი პაატა სირაძე აცხადებს, ამავე მიზნობრიობით ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რომლის ოდენობაც 1,5 მლნ ლარს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 3,291 ჰექტარზე ახალი მრავალწლოვანი ბაღის გაშენება თანადაფინანსებულია 43 მლნ ლარით, მათ შორის, თხილის ახალი ბაღების გაშენება თანადაფინანსებულია 505 ჰა-ზე 1,2 მლნ ლარით. მებაღეობის განვითარების მიზნობრიობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაცემულია 123 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი, მათ შორის თხილის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 9,1 მლნ ლარი.

ინფორმაციას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

თხილის სუბსიდირებისთვის ₾23.8 მლნ დაიხარჯება – დადგენილება

0
თხილის სუბსიდირება

2024 წელს თხილის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო 23 844 075 ლარს გამოყოფს. საკანონმდებლო მაცნეზე საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლითაც „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილებები შედის.

კერძოდ, დადგენილების II მუხლი შემდეგი სახით ყალიბდება: „ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს 2022 – 2024 წლებისთვის ჯამურად არაუმეტეს 48 612 000 (ორმოცდარვა მილიონ ექვსას თორმეტი ათასი) ლარის გამოყოფა“.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მაისში ამავე დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც თხილის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი 23 980 000 ლარამდე გაიზარდა. თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა 20 935 000 ლარი იყო. მიმდინარე ცვლილებით კი 2022-2024 წლებში პროგრამის ჯამურ ბიუჯეტს 24 მილიონ 632 ათას ლარი დაემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში BM.GE-ს განუმარტეს, რომ წელს ბიუჯეტი 23 844 075 ლარი იქნება, დანარჩენი თანხა კი რაც თხილის სუბსიდირების ჯამურ ბიუჯეტში წელს აისახა და 788 ათას ლარამდეა 2023 წლის ადმინისტრაციული ხარჯია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თიბისის მხარდაჭერით, Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი – „რივერ პარკი“ შენდება

0

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, დიღომი 8-ში, უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიის – Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი, მრავალფუნქციური უბანი – „რივერ პარკი“ შენდება.

მტკვრის პირას, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, 30 000 მ2  ფართობის პროექტი დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმითა და 4 სართულიანი შენობებით გამოირჩევა.

პროექტის ინფრასტრუქტურა პარკებს, სასეირნო ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებსა და საცურაო აუზს აერთიანებს.

პროექტის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელია კეთილმოწყობილი, ფუნქციური და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი საერთო მოხმარების გამწვანებული სახურავები, რომელთა ჯამური ფართობი 1 ჰექტარზე მეტია.

დიღომი 8 გაქირავების კუთხით მოთხოვნადი უბანია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე დიმპლომატიურ და ბიზნეს სექტორში. ბოლო კვლევებით, დიღმის ტერიტორიაზე 26%-ითაა გაზრდილი უძრავი ქონების ფასები. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, „რივერ პარკი“ მომხმარებლებისთვის როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე უძრავ ქონებაში გონივრული ინვესტირების შესაძლებლობაა.

პროექტში კვ.მ-ის ფასი 1450$-დან იწყება. გადახდის მოქნილი პირობებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბინა წინასწარ შენატანის გარეშე, თვეში 1000$-დან შეიძინოს.

Index | Wealth Management უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომლის პორტფელიც ამჟამად 8 პროექტს ქალაქის შემდეგ უბნებში აერთიანებს: დიღომი 8, ავლაბარი, გლდანი, ორთაჭალა და სხვა. ამ ეტაპისთვის მიმდინარე 4 პროექტი თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება.

Index | Wealth Management-ის პროექტებსა და კომპანიის შესახებ გაეცანით ბმულზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„თხილის ბაღის მესაკუთრეებს 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით“ – ოთარ შამუგია

0
თხილის ბაღი, ფერმერი, ქართული სოფლის მეურნეობა, აგრარული განვითარება, სოფლის ცხოვრება
საქართველოს თხილის ბაღების მესაკუთრეებს 21 მილიონი ლარის სახელმწიფო დახმარება გადაეცა 44 ათასი ჰექტარზე მეტ ფართობზე. პროგრამა 2024 წელსაც გაგრძელდება და მოიცავს ბიოწარმოებისა და აგროდაზღვევის მხარდაჭერასაც.

„44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„თხილი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გაგრძელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, ასევე მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის სტიმულირება და მხარდაჭერა, რისთვისაც გასულ წელს, სამინისტრომ ახალი პროგრამა დაიწყო. დაფინანსდა 60 ბიზნესიდეა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ოთარ შამუგიამ აგროდაზღვევის პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზიანი 80 მლნ ლარს აღემატება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, რათა პროგრამა უფრო მეტად მორგებული იყოს ფერმერების ინტერესებზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ატმის და ვაშლატამას ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

0
ატმის და ვაშლატამას ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა
#image_title

ატმის და ვაშლატამას ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს ატმის და ვაშლატამას ექსპორტი 2024 წელს: მონაცემები და ზრდის ტენდენციები

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 6 აგვისტოს პერიოდში 17,9 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 20,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2024 წლის 1 მაისიდან 6 აგვისტოს პერიოდში საქართველომ ექსპორტირებდა 17,900 ტონა ატმის და ვაშლატამას, რაც მთლიანი ღირებულებით 20.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ზრდას განიცდის და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ხდება.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 647 ტონით (4%-ით) გაიზარდა, ხოლო ღირებულება 1.9 მილიონი აშშ დოლარით (10%-ით) გაწვდო. ეს ზრდა ნათლად აჩვენებს, რომ ქართული ხილები უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს უცხოურ ბაზარზე და მათი მოთხოვნა იზრდება.

ექსპორტის ზრდის მიზეზები

  1. გაუმჯობესებული ხარისხი – ქართული ატმისა და ვაშლატამას ხარისხის გაუმჯობესება ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზარზე მათ წარმატებას.
  2. ეფექტური მარკეტინგი – გაზრდილი მარკეტინგული აქტივობები და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა დაეხმარა პროდუქციის ცნობადობის გაზრდას.
  3. ბაზრის გაფართოება – ახალი ბაზრების მოძიება და არსებული ბაზრების გაფართოება ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას.

ექსპორტის ზრდამ პოზიტიური გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც ქმნის შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობის სექტორში და მხარდაჭერას უწვდის ადგილობრივ მწარმოებლებს. საქართველოს მთავრობა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გეგმავენ გააგრძელონ ასეთი წარმატებული პოლიტიკა და კიდევ უფრო გაზარდონ ექსპორტის მოცულობა.

2024 წელს საქართველოს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ზრდა ადასტურებს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საერთაშორისო წარმატებას. მოცულობის და ღირებულების ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ხილი მოიპოვებს მზარდ მხარდაჭერას და პოპულარობას უცხოურ ბაზარზე.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 647 ტონით (4%-ით), ხოლო ღირებულება 1,9 მილიონი აშშ დოლარით (10 %-ით) გაიზარდა.

#drpkhakadze

საქართველოში წყლის რესურსების სფეროში მიმდინარე პროექტები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წარმატების მაგალითებად განიხილეს

0
საქართველოს წყლის რესურსების მართვის პროექტები და საერთაშორისო ღიარება
საერთაშორისო ღიარების მიუხედავად, საქართველოს წყლის რესურსების პროექტებზე მრავალი მიტი ბუნდება. განვიხილოთ რეალური ფაქტები მცდარი წარმოდგენების ნაცვლად.

ქალაქ ბრიუსელში, წყლის დაფინანსების (Water Financing) შესახებ რეგიონული მრგვალი მაგიდის მე-11 სესიაზე, საქართველოში წყლის რესურსების სფეროში მიმდინარე პროექტები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წარმატების მაგალითებად განიხილეს, – ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

მატივე განცხადებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების რეგიონულ შეხვედრასა და სხდომის ფარგლებში გამართულ პლენარულ დისკუსიაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

რეგიონული შეხვედრის მიზანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წყლის რესურსების მართვის, დაფინანსების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვის ეფექტიანი გზების მოძიება, ასევე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ღონისძიებაში, ევროკომისიისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.

ნინო თანდილაშვილმა წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის სააუზო მართვის პრინციპებზე გადასვლის მნიშვნელობის საკითხი.

რეგიონული შეხვედრა ევროკომისიისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით, ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის, წყლის მსოფლიო საბჭოსა და მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ წყლის დაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდა გლობალურ საჯარო და კერძო დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს.

შეხვედრას დაესწრო და პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში დღეისათვის 100-ზე მეტი კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი

0

ლაბორატორიის ქსელში სურსათის კვლევის დეპარტამენტი იკვლევს სურსათს, სასურსათო ნედლეულს, ცხოველთა საკვებსა და სასმელ წყალს.

კვლევები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიებში, ესენია ზოგადი ქიმიის, ინსტრუმენტული კვლევებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიები.
ლაბორატორიაში ხორციელდება:

• სურსათის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევა;
• სურსათის კვლევა უვნებლობის პარამეტრებზე;
• სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები;
• თაფლის კვლევები სხვადასხვა ხარისხობრივ და უვნებლობის პარამეტრზე;
• რძისა და რძის პროდუქტების კვლევა;
• ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილი საერთაშორისო დონის დიაგნოსტიკური კვლევები მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი აკმაყოფილებს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს დ იყოს კონკურენტუნარიანი.

ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის შედეგები.

დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://sla.gov.ge/

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network