ფოთში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, ერთ-ერთ ძალიან ლამაზ ქუჩაზე ერთობ უჩვეულო სახლი დგას. თეთრი ქვით აშენებულ სახლს, ფანჯრები და სახურავი უჩვეულო და არასტანდარტული აქვს, თუმცა ჟურნალი “გზა” ამ შენობით და მისი მეპატრონის ვინაობით მხოლოდ ამ მიზეზით ნამდვილად არ დაინტერესებულა. სახლში შესვლისთანავე საოცრების მხილველი ხდებით. ქვის ჭერი, ზღვის ნიჟარებისგან შექმნილი ფარდები, ზღვის მარილიანი წყლისგან გაპრიალებული ხის ტოტებით, ქვებით დამზადებული ავეჯი და უამრავი იდუმალი, ხელნაკეთი ნივთი – ეს ყველაფერი ბორის პაპასკუამ სხვების დაუხმარებლად, საკუთარი ხელით ააშენა, გამოძერწა, შექმნა… უჩვეულო სახლის უჩვეულო ეზოს, ასევე უჩვეულო ჭიშკარი ამშვენებს. უფრო ვრცლად იდუმალ სახლსა და მის მეპატრონეზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბარვასაც ცოდნა უნდა
ბარვასაც ცოდნა უნდა
დასაბარ ნაკვეთს ვყოფთ ორ თანაბარ A და B მონაკვეთად. პირველი კვლიდან (ა) ამობარულ მიწას ათავსებენ იქვე, B მონაკვეთის კიდეზე (ბ). პირველი კვალი ამოივსება მეორე თხრილიდან ამოღებული ბელტით (ვ) და ა.შ. B მონაკვეთის პირველი კვლის ბელტით ავსებენ A მონაკვეთის ბოლო კვალს (გ). B მონაკვეთის ბოლო კვალი (დ) ამოივსება სულ პირველი კვლიდან ამოღებული ნიადაგით.
კვლების ფსკერზე სასურველია დაიყაროს გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი.
დაბარული ნიადაგი კარგად უნდა ჩაითოხნოს და ფოცხით მოსწორდეს, რის შემდეგაც ვყოფთ კვლებად. კვლების გასატარებლად უმჯობესია კვლის თავსა და ბოლოში დავასოთ პალოები და გავაბათ ლარი.
ამის შემდეგ თოხის წვერით ვაკეთებთ კვლებს, მოვრწყავთ და შემდეგ ვიწყებთ თესვას. დათესილ კვლებს ფოცხით მოვასწორებთ და მსუბუქად დავტკეპნით. რაც უფრო წვრილია თესლი, მით უფრო ნაკლებ სიღრმეზე ითესება და პირიქით.
გახსოვდეთ
ბარი მიწაში უნდა ჩაუშვათ ვერტიკალურად, რათა ნიადაგი უკეთ გაფხვიერდეს.
როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ასოციაციის „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში ბუნებრივი ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება
ასოციაციის „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში ბუნებრივი ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ZERO COMPROMISE იმართება.
ორდღიან ფესტივალში წარმოდგენილია ასოციაციის წევრი 100-მდე ადგილობრივი და 25-მდე სხვადასხვა ქვეყნის მარნები, მათ შორის, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და სლოვენიიდან.
ფესტივალში მონაწილე მევენახე-მეღვინეები თავიანთ ვენახებში სისტემურ პრეპარატებს, მინერალურ სასუქებს და ჰერბიციდებს არ იყენებენ, ღვინოს ყოველგვარი ინდუსტრიული დანამატების გარეშე ამზადებენ. სწორედ ასე დაყენებულ ღვინოს ეწოდება „ბუნებრივი ღვინო“ და ფესტივალიც იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც ღვინოს ტრადიციული წესით აყენებენ.
ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობის გაზრდა და მსოფლიო ბაზრებზე მისი ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა.
ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში
ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე (აბუსერისძეთა საგვარეულო ციხე) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე სხალთის სათავეებში, მაღალ ციცაბო კლდის წვერზე.
ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში, რის გამოც ის მიმზიდველი ძირითადად მოლაშქრეებისთვისაა.
წარმატებული მეღვინე ქალის შთამბეჭდავი ისტორია
“შენი სუფრა” მეღვინე ქალთან, ეკა ჭვრიტიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ… “სამზარეულოს ომების” გამარჯვებული და წარმატებული მეღვინე უკვე დიდი ხანია, აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა და მშობლიურ მხარეში, კახეთში დასახლდა… ქალბატონი ეკა ღვინის დაყენების მისეულ ხედვებსა და ცხოვრების მთავარ გატაცებაზე – ცხენოსნობაზე გვესაუბრა…
– საკმაოდ წარმატებული და შემდგარი ხართ თქვენს საქმეში… გვიამებთ, როგორ დაიწყო თქვენი თავგადასავალი ისეთ საინტერესო სფეროში, რასაც მეღვინეობა ჰქვია?
-რეალურად ეს არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება, წინასწარ არც დამიგეგმავს. შემდეგ ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი, რომლის ოცნებაც სწორედ ის იყო, რომ მეღვინე გამხდარიყო. შემდეგ შევვუღლდით და გადავწყვიტე ყველანაირად გვერდში დავდგომოდი, რომ ბავშვობის ოცნება რეალობად ექცია.
რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა
კაუდალური ეპიდურალური ინიექცია არის პროცედურა, რომლის შესახებაც, საქართველოში დღეს ნაკლებად არის გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად მისი მაღალი ეფექტურობისა. ეს არის წელის ტკივილის მკურნალობის მეთოდი ქირურგიული ჩარევის გარეშე.
საქართველოში მოღვაწე წამყვანი ნეიროქირურგი – არჩილ ერისთავი – გვიზიარებს დეტალურ ინფორმაციას რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა.
რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?
კაუდალური ეპიდურალური ინიექცია გამოიყენება წელის ტკივილის სამკურნალოდ და ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ოპერაციის ალტერნატიულ მეთოდს. ეს არის სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის შეყვანა გავა-წელის მიდამოს ეპიდურულ სივრცეში.
რატომ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?
ეპიდურალური ინიექცია ინიშნება წელის ტკივილის და ფეხებისკენ მიმავალი ნერვების ტკივილის და ანთების დროს.
რა შეიძლება იყოს ტკივილის და ანთების გამომწვევი მიზეზი?
- ხერხემლის არხის სტენოზი
- რადიკულოპათია
- ხერხემლის დისკის თიაქარი
- ხერხემლის დეგენერაცია
- წელის წარუმატებელი ოპერაციის სინდრომი
როგორ მუშაობს კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როგორც წელის ტკივილის მკურნალობა?
ინიექცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის კომბინაცია სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის ადგილობრივ გამაყუჩებელთან ერთად. ადგილობრივი გამაყუჩებელი ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას საწყის ეტაპზე, ხოლო სტეროიდებს აქვთ ხანგრძლივი (რამდენიმე თვიანი) ეფექტი ნერვების ანთების და გაღიზიანების შემცირებაზე და ტკივილის მოხსნაზე. ინიექციას ასევე შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური ეფექტი შეკუმშული ნერვების ირგვლივ სივრცის გაზრდაზე.
როგორ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?
კაუდალური ეპიდურალური ინიექცია ტარდება დღის პროცედურის სახით (პაციენტი არ საჭიროებს საავადმყოფოში ღამის გატარებას). პროცედურის სარგებელი და შესაძლო რისკები განიხილება ექიმთან კონსულტაციის დროს. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის დღეს პაციენტი მოკლე დროით თავსდება პალატაში. პროცედურის დაწყებამდე მას აქვს საშუალება გაესაუბროთ ექიმს და დაუსვას დამატებითი კითხვები პროცედურის შესახებ. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის პროცედურა ტარდება საოპერაციო ოთახში, სადაც პაციენტი გადაჰყავთ უშუალოდ პროცედურის წინ.
პროცედურა გრძელდება 15-30 წუთი და ძირითადად უმტკივნეულოა. პროცედურიდან 30-40 წუთში პაციენტს შეუძლია სახლში წასვლა. პირველი 24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია თავის არიდება ძლიერი აქტივობისგან.
პროცედურის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვედს.
თუ გაწუხებთ წელის ტკივილი ან მასთან დაკავშირებული სიმპტომები, დაუკავშირდით კონსულტაციისთვის:
ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი, MD, PhD
Tel: +995 599820404
Email: contact@neurosurgeon.ge
Web: https://www.neurosurgeon.ge/ka
არჩილ ერისთავი 22 წლიანი პრაქტიკის მქონე ნეიროქირურგია, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„ველოდებით წარმატებულ ალოობას“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი კახეთის მხარეში მეხორბლე ფერმერებს და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ხორბლის მოსავლის აღების, დაბინავებასა და რეალიზაციაში ხელის შეწყობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის მნიშვნელობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიის 30 კომბაინი უკვე მობილიზებულია და საჭიროებისთანავე პროცესში ჩაერთვება.
„ხორბლის მოსავლის აღების დაწყებისთანავე ამოქმედდა სამინისტროში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მიმდინარე პროცესების კოორდინირებაში. სამინისტრო და კერძო სექტორი მზად არის ფერმერებს მოსავლის ამღები ტექნიკით დაეხმაროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო, წლების განმავლობაში, აქტიურად უჭერს მხარს და აფინანსებს ფერმერებისთვის მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვას. ამ პროგრამამ შედეგი გამოიღო და შარშან, მოსავლის აღების პროცესში, ფაქტობრივად, პრობლემა აღარ გვქონია. წელს საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით; საჰექტარო მოსავლიანობის და ხარისხის მიმართულებით პოზიტიური სურათია“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მარცვლეული კულტურების აღების პროცესში ფერმერებს კოორდინირებულად დაეხმარება.
„ფერმერებთან გამართული შეხვედრა მიმდინარე და საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა – როგორიც არის მოსავლის აღება, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის დაბინავება. უკვე დაიწყო ალოობა და დარწმუნებული ვართ, რომ აუღებელი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება“, – განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.
ადგილობრივი ფერმერები ხორბლის მოსავლის აღების შტაბის შექმნას მიესალმებიან. ფერმერს, ლაშა გონაშვილს, რომელიც ხორბლის და ქერის მწარმოებელია, მოსავლიანობის და ხარისხის კუთხით დადებითი მოლოდინები აქვს.
„უკვე აქტიურ ფაზაში შედის მოსავლის აღება და ამ ეტაპზე კარგი მოლოდინები გვაქვს. ფერმერების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია, უკვე ვიცით, შეფერხებების შემთხვევაში, ვის და სად უნდა მივმართოთ“, – აღნიშნა ლაშა გონაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ დედოფლისწყაროს სერვის ცენტრში მობილიზებული მოსავლის ამღები ტექნიკა დაათვალიერა და შირაქის ველზე ქერის აღების პროცესს გაეცნო.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უგემრიელესი ბროკოლის და სატაცურიც სალათის რეცეპტი
„ქალბატონმა გულნარამ, უგემრიელესი ბროკოლის და სატაცურიც სალათის რეცეპტი გაგვანდო და დაგვაგემოვნებინა…“











