
ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა კახეთის მიმართულებით
„ტყის ხანძრების მართვის გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ერთი მხრივ, ტყის ხანძრების პრევენციის, მეორე მხრივ კი, მათი სწორი მართვის მიმართულებით“
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა.
ხანძრის მართვის გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა და ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის მენეჯერმა სეტ დევისმა მოაწერეს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმის პრეზენტაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მრავალწლიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ტყის ხანძრების მართვის გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ერთი მხრივ, ტყის ხანძრების პრევენციის, მეორე მხრივ კი, მათი სწორი მართვის მიმართულებით. ამავდროულად, შესაძლებლობა მოგვეცა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ჩვენს ქართველ რეინჯერებს გავუზიაროთ ამერიკული გამოცდილება; ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდა პროექტის ფარგლებში, ასევე, ჩავატარეთ ტრენინგები ხანძრების პრევენციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული კუთხით ცნობიერების ამაღლებისთვის“, – აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ამერიკის სატყეო სამსახურის სიმბოლო Smokey Bear”, რომელთან ერთადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლებში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დაცულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით, მათ შორის, აღსანიშნავია, ხანძრის მართვის სისტემის გაძლიერება დაცულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხანძარსაშიშ ტერიტორიას.
„იანვარი საქართველოში ყველაზე რთული პერიოდი იქნება – აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება“
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს; ხოლო უკანა პლანზეა – COVID-19.
მედიკოსების ინფორმაციით, რისკ ჯგუფებში ბავშვები და მოხუცები არიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.
„ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. გრიპის ვირუსს სხვადასხვა გართულებების დიდი რისკი აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იანვარი იქნება საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი.
„სავარაუდოდ, შემდეგ პერიოდშიც მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ იანვარი იქნება საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი.
ყველაზე მეტი რისკი სხვადასხვა გართულებების გრიპის ვირუსს აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. რისკში ვგულისხმობთ პირველ რიგში ფილტვების ანთებას”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაიშში კომპანია „აგროველის“ მოცვის ბაღში მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
„ვაგრძელებთ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს. ვისმენთ ფერმერების საჭიროებებსა და მოსაზრებებს, ვეცნობით მიმდინარე პროცესს. ახლა მოცვის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის აქტიური სეზონია. წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის. მომავალ წლებში ეს მაჩვენებლები მზარდი იქნება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ფერმერებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
შპს „აგროველის“ დამფუძნებლის ირაკლი ფირცხალაიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების არსებობა მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო იმისათვის, რომ მათი საქმიანობა განვითარებულიყო.
შპს „აგროველი“ 32 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციას ფლობს; კომპანია 2024 წლის სეზონზე 120-130 ტონა მოსავალს ელოდება. აქტიურად მიმდინარე კრეფის პროცესის პარალელურად, მოცვი ექსპორტზე გადის სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. მათ მიერ, ამ ეტაპზე, უკვე განხორციელებულია 55 ტონა მოცვის ექსპორტი. პლანტაციაში მუდმივად 20, სეზონურად კი, 300 დასაქმებულია.
კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ტექნიკური დახმარების პროგრამა“ და ასევე, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 162 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 29 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის, იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 22 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება.
საქართველოს მასშტაბით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 50,4 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 2,864 ჰექტარზე მოცვის გაშენება. მათ შორის, იმერეთის რეგიონში 581 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება თანადაფინანსებულია 10,4 მლნ ლარით.
ლია მუმლაძე ვარდების ბაღიდან მცენარეების მოვლის მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებთ
ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა არა მარტო დაამშვენებს თქვენს კარ-მიდამოს, არამედ გაგახარებთ უხვი მოსავლიანობით და შეავსებს თქვენს ორგანიზმს ძვირფასი ნივთიერებებით…
ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი
ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა არა მარტო დაამშვენებს თქვენს კარ-მიდამოს, არამედ გაგახარებთ უხვი მოსავლიანობით და შეავსებს თქვენს ორგანიზმს ისეთი ძვირფასი ნივთიერებებით, როგორიცაა: გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზები, ორგანული მჟავები და ვიტამინები A, B, C, D, P. ეს ის მცენარეებია, რომლებიც მცირე ფართობს იკავებს, დიდი სარგებლობა მოაქვს და გასამრავლებლადაც ადვილია, არც მათი მოვლა-პატრონობაა რთული. დაბოლოს, სამივე კულტურა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.
ჟოლო. ერთ-ერთი ძირითადი კენკროვანი კულტურაა.
მისი ნაყოფი შეიცავს: 11% შაქრებს
(გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზები), 1-2% ორგანულ
(ლიმონის, ვაშლის, ღვინის,სალიცილის)
მჟავებს, 0,3%-მდე მთრიმლავ ნივთიერებას და A, B, C ვიტამინებს.
მრავლდება როგორც ამონაყარებით, ისე გადაწვენით. ირგვება ბუჩქებად ან მწკრივებად მავთულის საყრდენზე. მცენარეთა შორის მანძილი უნდა იყოს 30-50სმ, რიგთაშორისები – 2-2,5 მეტრი. თუ ბუჩქებად ვაშენებთ, მათ შორის მანძილი 80-100სმ უნდა იყოს. ბუჩქში 8-10 ყველაზე ძლიერი ამონაყარი დატოვეთ. წინა წლის ყლორტები, რომლებმაც ნაყოფი უკვე გამოიღო, მოჭერით ძირში და დატოვეთ ახალი ამონაყარები. თუ მავთულზე ამაგრებთ, წააჭერით გაწვრილებული წვერები და მიაბით მავთულზე, ბუჩქებს შუაში ჩაურჭვეთ მსხვილი სარი და იმაზე მიამაგრეთ ყლორტები. გასხალით იმავე პრინციპით, როგორც მავთულზე აკრული. ირგვება შემოდგომით და გაზაფხულზე. ახალგადარგული ნერგები გასხალით 3-5 კვირტზე იმის მიხედვით, თუ როგორი სიძლიერისაა ნერგი.
ჟოლოსათვის საუკეთესოდ ითვლება მსუბუქი, ნეშომპალით მდიდარი, საკმარისი ტენის შემცველი ნიადაგი. დაჩრდილვას ვერ იტანს, განსაკუთრებით კარგ მოსავალს იძლევა კარგი განათების პირობებში.
ჟოლოს ნაყოფი და ფოთოლი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის დროს.
მოცხარი. ჩვენში ძირითადად ცნობილია შავი და წითელი მოცხარი. იშვიათად გვხვდება ე.წ. თეთრი მოცხარიც, რომელიც შედარებით მცირე მოსავლიანობით ხასიათდება და ამიტომ დიდ ინტერესს არ იწვევს.
შავი მოცხარი. ნაყოფი შეიცავს: 4,5-12,8% შაქრებს, 2-4,5% მჟავებს, B1, ჩ, P ვიტამინებსა და კაროტინს. იხმარება როგორც ნატურალური სახით, ისე მურაბის, წვენის, მარმელადისა და ღვინის დასამზადებლად.
მოცხარი მრავლდება როგორც მწვანე, ისე წინა წლის კალმებით და გადაწვენით. ბუჩქებს შორის მანძილი უნდა იყოს 1,5-1,8 მ. რიგთაშორისებისა – 1,8 მ. ბუჩქში 4 წელზე მეტი ხნის ამონაყარები იჭრება ძირში. კარგად მოვლილი ბუჩქი ნაყოფმსხმოიარობს 40 წლის განმავლობაში, მერე უნდა განახლდეს.
კალმებით გამრავლება შეიძლება როგორც შემოდგომით – სექტემბერში, ისე გაზაფხულზე. სექტემბერში კალმები ირგვება პირდაპირ კვლებში, ხოლო საგაზაფხულო რგვისთვის, ნოემბრიდან თებერვლის პირველ ნახევრამდე, ჭრიან კალმებს წინა წლის ტოტებიდან. კალამი უნდა იყოს 4-5-კვირტიანი და 20 სმ სიგრძისა. კალმებს კრავენ კონებად და ინახავენ სარდაფის პირობებში ტენიან ქვიშაში.
გადაწვენით გამრავლების დროს ბუჩქი, რომლის ყლორტების გადაწვენასაც აპირებთ, უნდა გაისხლას ისე, რომ მიწის ზედაპირიდან წვერამდე დაახლოებით 5 სმ დარჩეს. ბუჩქს კარგად უნდა გაუფხვიერდეს და გაუნოყიერდეს ნიადაგი, რათა ძლიერი ნაზარდი აღმოცენდეს. მომავალი წლის გაზაფხულზე შეარჩიეთ 5-10 ძლიერი ყლორტი, გადააწვინეთ ბუჩქის ირგვლივ სხივებისებურად და ორკაპებით დაამაგრეთ მიწაზე. როცა გადაწვენილი ყლორტებიდან ამოსული ამონაყარები 15 სმ-ს მიაღწევს, დააყარეთ ზედ ფხვიერი მიწა, რომ დაფესვიანდეს. სავეგეტაციო პერიოდის დამთავრების შემდეგ დაფესვიანებული ამონაყარები გადაიტანეთ ჯერ სანერგეში, ხოლო ერთი წლის შემდეგ დარგეთ მისთვის გამოყოფილ ადგილზე.
ხურტკმელი. ერთ-ერთი ძვირფასი კენკროვანი კულტურაა. ნაყოფი შეიცავს 8,2-11% შაქრებს, 1,2-1,7% მჟავებს, 0,9% პექტინებს, C, B, P ვიტამინებსა და კაროტინს. გამოიყენება როგორც ნატურალური სახით, ისე
მურაბების, მარმელადისა და ღვინის წარმოებაში.
უხვმოსავლიანია, კარგად მოვლილი თითოეული ბუჩქიდან შესაძლებელია 25-30კგ ნაყოფის მიღება.
მსხმოიარებაში შედის დარგვიდან მეორე-მესამე წელს და ნაყოფს იძლევა 30 წლამდე.
მრავლდება გადაწვენით, ბუჩქის დაყოფით და კალმებით. ირგვება რიგში 1-1,5 მ-ის დაცილებით ერთმანეთისგან, რიგთაშორისი მანძილი უნდა იყოს 3 მეტრი.
ხურტკმელის ბუჩქებს გვიან შემოდგომით აცლიან ხმელ და ნაკლებად მსხმოიარე ტოტებს, ტოვებენ 3-4 ძლიერ ერთწლიან ამონაყარებს. ისხამს ყოვეწლიურად. ნაყოფი იკრიფება მშრალ, მზიან ამინდში.
სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი, როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, სუსტი გამხსნელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ხმარების წესი: 1 სუფრის კოვზს (დაახლოებით 10 მარცვალი) ჩაყრიან მომინანქრებულ ქვაბში, დაასხამენ 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) ცხელ წყალს, ადუღებენ ნელ ცეცხლზე 10 წუთს, გამოწურავენ კარგად და სვამენ 25 მლ-ს 4-ჯერ დღეში, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელსა და გამხსნელს.
დაფნა თავისი უნიკალური თვისებების წყალობით მალე გავრცელდა იტალიაში, საბერძნეთში, იუგოსლავიაში
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
„ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება“ – ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ
„გრიპის ვირუსის შემთხვევები გახშირდა. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება. ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ექიმების ინფორმაციით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.
იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის განცხადებით, პაციენტები, ძირითადად, 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.
„ვირუსის დაწყებიდან, დაახლოებით, 7 დღის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს აქტიური სიმპტომატიკა. უმჯობესია, მცირეწლოვნები იყვნენ პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ,” – აცხადებს სოფიო ცერცვაძე
„ძირითადი ჩივილები არის არის მაღალი ცხელება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი და შეუპოვარი ცხელება, რომელიც ზოგიერთი ვირუსის შემთხვევაში, გრძელდება 6-7 დღე. მთელი ავადობის 25%, ამ ეტაპზე უჭირავს H1N1 ტიპის გრიპს, A ტიპის ვირუსს. ამჟამად გვიწევს 6 დადასტურებული A ტიპის გრიპი, 8 პნევმონია. როდესაც ბავშვს აქვს გამოხატული ცხელება და სხვა სიმპტომები, არ გავიდეს სკოლაში, ბაღში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხეები, სიცხის დამწევი საშუალებები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით,” – აცხადებს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.
„ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა თუ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება.
„თუ ტემპერატურა ხუთ დღეზე მეტ ხანს ხანგრძლივდება, ან გამოხატულია ცნობიერების დაბინდვა, ძლიერი სისუსტე, ან სუნთქვის გაძნელება, ეს არის ნიშნები, რომ შეიძლება გართულებულ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ასეთ დროს აუცილებელია ნებისმიერი ასაკისა და იმუნური სტატუსის ადამიანმა დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. პრევენციას რაც შეეხება, უნდა მოხდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება. თუ ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა გვაქვს, თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. ექიმების ინფორმაციით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პატარძალი“ – ატამი, ჯერ ყვავილების, ხოლო შემდგომ მწიფე ნაყოფის სურნელით
ატამი
მართლაც ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პატარძალი“ – ატამი, ჯერ ყვავილების, ხოლო შემდგომ მწიფე ნაყოფის სურნელით რომ ავსებს ბაღს. ახლა ნაყოფის ფერები – მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალო! გემოთი ხომ განუმეორებელია. ტყუილად კი არ იწვალეს სელექციონერებმა, რომლებმაც ატმის 5000-მდე ჯიში გამოიყვანეს. ნაყოფის რბილობი თეთრია ან ყვითელი, შეიცავს შაქრებს, ორგანულ მჟავებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კალიუმის მარილებს, ვიტამინებს. კურკა შეიცავს 57%-მდე ცხიმოვან ზეთს, რომელიც გამოიყენება მედიცინაში. ატამი უგემრიელესი ხილია და მისგან საზამთროდ მარაგის შექმნაც შეიძლება – ჩირის, მურაბის, კომპოტის, წვენების სახით.
ატმის ნაყოფის გარეკანი ორი სახისაა: შებუსვილი და გლუვი (ვაშლატამა). ჯიშის მიხედვით – ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მწიფდება. ნაყოფს იძლევა მეორე-მესამე წლიდან, 5 წლის ხე უკვე სრულმოსავლიანია, ცოცხლობს 15-18 წლამდე, რა თქმა უნდა, კარგი მოვლა-პატრონობის პირობებში. მოვლა-პატრონობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ნერგის ფორმირება და მისი ყოველწლიური სხვლა. ისხვლება დაახლოებით ვაზის სხვლის პრინციპით – სამამულე-სანაყოფეს დატოვებით.
კარგად ხარობს ალუვიურ (მდინარის მოტანილ) კარბონატულ ნიადაგზე. ირგვება ჩვეულებრივად, როგორც ყველა ნერგი. საუკეთესოა ორწლიანი ნერგის დარგვა, რომელიც დაბალ შტამბზე 60-80 სმ-ზე ისხვლება. სითბოს მოყვარული კულტურაა, სიცხისა და გვალვის ამტანი.
საქართველოში გავრცელებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის დამახასიათებელია მსხვილნაყოფიანი სახრავი ჯიშები: ხიდისთაური – ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი, და ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო ჯიშები: კახური თეთრი, გავაზური, ხირსული.
ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვანეს საგვიანო ჯიშები: ბესტავაშვილი და წედისური, აგრეთვე საადრეო სუფრის ჯიშები: ნობათი, ერისთავის ვარდისფერი, გორული საადრეო, სკრის საადრეო, სანდო. შემოტანილი ჯიშებიდან ფართოდ არის დანერგილი ელბერტა და ამსდენი.
ატამი კურკითაც კარგად მრავლდება და მყნობითაც. საძირეებად იყენებენ: ატმის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ყველაზე მეტად აზიანებს ფოთლის სიხუჭუჭე (რომლისგანაც შესანიშნავად იცავს პრეპარატი `ბიორაგი~), მავნებლებიდან – მწვანე ბუგრი და ატმის ჩრჩილი.
ხეხილის ბაღი, სადაც მსხალი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდესო
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
გაიცანით ქართველი ემიგრანტი ია თავაძე, რომელიც ზღვის ქვებით ხატავს…




შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით აჭარაში ექსტენციონისტები გადამზადდნენ თემაზე „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ექსტენცია“.
ცენტრის ინფორმაციით, აქტივობის მიზანია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობაში ეფექტიანი სერვისების განხორციელებას.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ექსტენციის ზოგადი არსი, ადგილობრივი და საერთაშორისო მიდგომების შედარებითი ანალიზი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე ექსტენციის პროგრამის შემუშავება, კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა სოფლის მეურნეობის ექსტენციაში.
შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.










