კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

როდის იწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები

0

მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე.

შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

აღდგომის დღესასწაულზე დაისვენებენ სხვა საჯარო სამსახურები: წითელ პარასკევიდან ანუ, 3 მაისა და მიცვალებულთა ხსენების დღეს ორშაბათს. შაბათი და კვირა კი ყველასთვის დასვენების დღეა.

უძველესი ქართული ყველის – ტენილი ყველის მომზადების მესხური წესი

0
უძველესი ქართული ყველის - ტენილი ყველის მომზადების მესხური წესი
#image_title

ქორწილში დიდებული სუფრა ჰქონდათ, ტენილი ყველიც კი იყო – იტყოდნენ ძველად მესხეთში

უძველესი ქართული ყველის – ტენილი ყველის მომზადების მესხური წესი
პირველი არხის არქივი

როგორ პოზირებენ ცხოველები და ფრინველები ფოტო ხაფანგების წინ, ველურ ბუნებაში

0
როგორ პოზირებენ ცხოველები და ფრინველები ფოტო ხაფანგების წინ, ველურ ბუნებაში,
ცხოველების დაცულობის ხარისხმა მათ მეტი სითამამე შესძინა, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების განსაკუთრებული შრომის შედეგია,
“იმედის კვირის” მოგზაურობა ყაზბეგის ეროვნულ პარკსა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

 რომელი ვირუსებია გავრცელებული ქვეყანაში?

0
 რომელი ვირუსებია გავრცელებული ქვეყანაში?
საუბრობს თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელებს, სახელმწიფო მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების შესყიდვაში დაეხმარება

0

„მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელებს, სახელმწიფო მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების შესყიდვაში დაეხმარება“.

ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახალი პროგრამა გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების თანადაფინანსებას. თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 70%-ს“, – განაცხადა შამუგიამ.

მან კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენის თანადაფინანსებას ეხება.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ წლებია ვეხმარებით ფერმერებს, მეწარმეებს ახალი, თანამედროვე ტექნიკის შეძენაში და სწორედ ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით, 440 მილიონი ლარის ღირებულების 7 ათას ერთეულზე მეტი ტექნიკის შესყიდვა მოხდა ფერმერების მიერ და სახელმწიფო თანადაფინანსება 120 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას მიმდინარე წელსაც. კონკრეტულად, ეს ახალი პროგრამა გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების თანადაფინანსებას, თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 70%-ს და სიმძლავრეების მიხედვით, 1200 ლარიდან 2500 ლარამდე იქნება სახელმწიფოს თანადაფინანსება აღნიშნული ტექნიკის შეძენისთვის. ასევე, ძალიან მალე, აპრილში გამოცხადდება განაცხადების მიღება მოსავლის ამღებ ტექნიკაზე. წლებია ჩვენ ამ მიმართულებით ვეხმარებით ფერმერებს. ამ ნაწილში 10 მილიონი ლარია გამოყოფილი წელს ბიუჯეტით და ჩვენ 30%-იანი თანადაფინანსებით დავეხმარებით ფერმერებს. ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მოცულობა იქნება არაუმეტეს 150 ათასი ლარისა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსხვავებით წინა წლებისგან, მიმდინარე წელს დაფინანსდება ყურძნის ამღები ტექნიკაც“, – განაცხადა შამუგიამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: 9 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5738 სამართალდარღვევა გამოვლინდა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

მათივე ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი – 2742 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1147 – ქუთაისში, 982 – ბათუმში, 867 კი, ქალაქ რუსთავში.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 5738 სამართალდამრღვევიდან 5006 ფიზიკური პირია, ხოლო 732 – იურიდიული პირი.

3542 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1944 – მიკროავტობუსის, 245 – სატვირთო ავტომობილის, 7 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით“, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა კახეთის მიმართულებით

0
გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები კახეთის მიმართულებით.
2024 წელს დასრულდება თბილისი-საგარეჯოს 31 კმ-იანი და ბაკურციხე – წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა.
გაგრძელდება 2023 წელს დაწყებული საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის დასრულება 2025 წელს იგეგმება.

May be an image of text

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ტყის ხანძრების მართვის გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ერთი მხრივ, ტყის ხანძრების პრევენციის, მეორე მხრივ კი, მათი სწორი მართვის მიმართულებით“

0

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა.

ხანძრის მართვის გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა და ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის მენეჯერმა სეტ დევისმა მოაწერეს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმის პრეზენტაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მრავალწლიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ტყის ხანძრების მართვის გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ერთი მხრივ, ტყის ხანძრების პრევენციის, მეორე მხრივ კი, მათი სწორი მართვის მიმართულებით. ამავდროულად, შესაძლებლობა მოგვეცა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ჩვენს ქართველ რეინჯერებს გავუზიაროთ ამერიკული გამოცდილება; ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდა პროექტის ფარგლებში, ასევე, ჩავატარეთ ტრენინგები ხანძრების პრევენციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული კუთხით ცნობიერების ამაღლებისთვის“, – აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ამერიკის სატყეო სამსახურის სიმბოლო Smokey Bear”, რომელთან ერთადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლებში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დაცულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით, მათ შორის, აღსანიშნავია, ხანძრის მართვის სისტემის გაძლიერება დაცულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხანძარსაშიშ ტერიტორიას.

„იანვარი საქართველოში ყველაზე რთული პერიოდი იქნება – აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება“

0

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს; ხოლო უკანა პლანზეა – COVID-19.

მედიკოსების ინფორმაციით, რისკ ჯგუფებში ბავშვები და მოხუცები არიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

„ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. გრიპის ვირუსს სხვადასხვა გართულებების დიდი რისკი აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იანვარი იქნება საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი.

„სავარაუდოდ, შემდეგ პერიოდშიც მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ იანვარი იქნება საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი.

ყველაზე მეტი რისკი სხვადასხვა გართულებების გრიპის ვირუსს აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. რისკში ვგულისხმობთ პირველ რიგში ფილტვების ანთებას”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს“

0
მოცვის წარმოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაიშში კომპანია „აგროველის“ მოცვის ბაღში მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

„ვაგრძელებთ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს. ვისმენთ ფერმერების საჭიროებებსა და მოსაზრებებს, ვეცნობით მიმდინარე პროცესს. ახლა მოცვის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის აქტიური სეზონია. წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის. მომავალ წლებში ეს მაჩვენებლები მზარდი იქნება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ფერმერებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

შპს „აგროველის“ დამფუძნებლის ირაკლი ფირცხალაიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების არსებობა მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო იმისათვის, რომ მათი საქმიანობა განვითარებულიყო.

შპს „აგროველი“ 32 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციას ფლობს; კომპანია 2024 წლის სეზონზე 120-130 ტონა მოსავალს ელოდება. აქტიურად მიმდინარე კრეფის პროცესის პარალელურად, მოცვი ექსპორტზე გადის სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. მათ მიერ, ამ ეტაპზე, უკვე განხორციელებულია 55 ტონა მოცვის ექსპორტი. პლანტაციაში მუდმივად 20, სეზონურად კი, 300 დასაქმებულია.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ტექნიკური დახმარების პროგრამა“ და ასევე, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 162 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 29 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის, იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 22 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება.

საქართველოს მასშტაბით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 50,4 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 2,864 ჰექტარზე მოცვის გაშენება. მათ შორის, იმერეთის რეგიონში 581 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება თანადაფინანსებულია 10,4 მლნ ლარით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli