ცოცხალი ღორების იმპორტი რეკორდულად $33.2 მლნ-მდე გაიზარდა – ვინ არის მთავარი იმპორტიორი

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

2024 წელს საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი გაიზარდა და ჯამში 21 842 ტონა საქონლის შესაძენად ქვეყნიდან 33 მილიონ 206 ათასი დოლარი გავიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტი წლიურად 18.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ცოცხალი ღორები საქართველოში თითქმის სრულად რუსეთიდან შემოდის. შესაბამისად გასულ წელს ქვეყანამ 32 მილიონ 900 ათასი დოლარის ღირებულების 21 818 ტონა რუსული ღორი შეიძინა. იმპორტის გაზრდილი მაჩვენებელიც ჩრდილო მოსაზღვრე ქვეყნიდან ამ საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა.

გასულ წელს მცირე მოცულობებით ცოცხალი ღორები დანიიდანაც შემოვიყვანეთ, რაც ჯამში 24 ტონა და 306 ათასი დოლარი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის შემდეგ საქართველოსთვის ცოცხალი ღორების მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა. ბოლო წლებში ამ ქვეყნიდან იმპორტის მაჩვენებელი განსაკუთრებით გაიზარდა. წლების მიხედვით, რუსული ღორის იმპორტის მაჩვენებელი ასეთია:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

2024 წელი – $32.9 მლნ, 21 818 ტონა;

2023 წელი – $27.8 მლნ, 18 380 ტონა;

2022 წელი – $21 მლნ, 11 380 ტონა;

2021 წელი – $8.1 მლნ, 4 649 ტონა;

2020 წელი – $8.1 მლნ, 5 355 ტონა

აღსანიშნია, ისიც რომ 2019 წელს ცოცხალი ღორის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უკრაინა [$1.9 მლნ, 1 102 ტონა] იყო, 2018 წელს კი ბულგარეთი [$2.6 მლნ, 1 569 ტონა].

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ცოცხალი ღორების იმპორტი რეკორდულად $33.2 მლნ-მდე გაიზარდა – ვინ არის მთავარი იმპორტიორი. 28 იანვარი, 2026. https://shenisofeli.ge/ცოცხალი-ღორების-იმპორტი/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ცოცხალი ღორების იმპორტი რეკორდულად $33.2 მლნ-მდე გაიზარდა – ვინ არის მთავარი იმპორტიორი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a6%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network