პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

ჭინჭარი… სასუქად

0

ჭინჭარი… სასუქად

გადაჭერით ჭინჭრის მიწისზედა ნა­წი­ლი, კა­რ­გად დაკეპეთ, ჩაყარეთ ხის კასრში (მე­ტა­ლი­სა არ გამოდგება), დაასხით წყალი და გა­და­აფარეთ ისეთი ქსოვილი, ჰაერი რომ გაატაროს. დროგამოშვებით მოურიეთ. დადუღდება და ქაფს მოიგდებს. არასასიამოვნო სუნის გა­საქრობად ჩაუმატეთ ცოტაოდენი ვალერიანის ძირები ან მისი ნაყენის რამდენიმე წვეთი და აცალეთ დადუღება.
ასე მიღებული წუნწუხი (თხიერი სასუქი) სა­უკეთესოა კომბოსტოს, კიტრის, პამიდვრისა და ნი­ახურის გამოსაკვებად. დამატებით მი­წო­დე­ბუ­­ლი მწვანე საკვები უკვე რამდენიმე დღე­ში გამოაჯანმრთელებს და ფერს შეუცვლის თქვენს ნერგებს (წუნწუხი გააზავეთ წყალ­ში, შეფარდე­ბით 1:10).

რაც შეეხება მინერალურ სასუქებს, შეგიძლიათ შეიძინოთ მემამულეთა კავშირის მაღაზიაში, იქვე იყიდება სასწაულთმოქმედი ბიოენერგო­აქ­ტივატორი და მემამულის დამხმარე ნივთი­ერე­ბა `ბიორაგი~.
თუ მინერალური სასუქების შეძენის საშუ­ა­ლება არ გაქვთ, გამოიყენეთ ხის ნაცარი, რომელიც საკმაოდ დაგიგროვდებათ დაავადებული ხე-ბუჩქნარის ნასხლავისა, აგრეთ­ვე ლერწის დაწვის შემდეგ.

კომპოსტის დამზადება

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ტობავარჩხილი, ენით აღუწერელი სილამაზე – სამოთხე დედამიწაზე

0

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), პატარა სამოთხე, სამეგრელ0-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ტობავარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს.

image

image

ტობავარჩხილის ტბა იყოფა ორად დიდი და პატარა ტობავარჩხილი,ტბაში თევზები არ ბინადრობენ, რადგან წყალი მტკნარია. ტბა საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლებით.  სანამ, ტობავარჩხილის ტბამდე მიაღწევთ უნდა გაიაროთ მდინარე ხობისწყლის ხეობა, რომელიც უნიკალურია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, – მდინარის გაყოლებაზე შეგხვდებათ ჩანჩქერები, მღვიმეები, ალპური ტბები, სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო თანდათან უფრო მწვანდება.

მოლაშქრეებს ხშირად ადგილობრივები ეხმარებიან. ვიზიტორები ვერცხლის ტბას ძირითადად აგვისტოში სტუმრობენ, სექტემბრის ბოლოს ეგრისის ქედის ეს ნაწილი თოვლით იფარება. ყოველწლიურად ვერცხლის ტბას 1500-2000 ტურისტი სტუმრობს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მზევინარ ლიპარტელიანი სვანურ ქუდებს დაზგის გარეშე ამზადებს

0

ლენტეხელი ქალი, რომელიც ტრადიციულ სვანურ ქუდებს დაზგის გარეშე ამზადებს!

მზევინარ ლიპარტელიანი ტრადიციულ სვანურ ქუდებს დაზგის გარეშე ამზადებს.
„ეს ხელობა იყო მრეწველობა, ლენტეხის რაიონში, სადაც მუშაობდენენ ბებიაჩემი და დედაჩემი. მე დადისგან ვისწავლე სვანური ქუდების დაზგის გარეშე დამზადება.
ძალიან მინდა, ჩვენს მერე ვინმეს რომ დარჩეს ეს ტრადიცია და არ დაიკარგოს…“ – ამბობს მზევინარ ლიპარტელიანი.

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ვესტომთა – თუშეთში, ულამაზესი სოფელი

0

ვესტომთა – თუშეთში, გომეწრის ხეობაში მდებარე ულამაზესი სოფელი.

თუშეთში მოხვედრა საქართველოში ყველაზე მაღალი, აბანოს უღელტეხილის გავლითაა შესაძლებელი, რომელიც ზღვის დონიდან 2900 მეტრზე მდებარეობს.

თუშეთისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთლია და მასზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სამინისტრო აგროდაზღვევის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროდუქტზე მუშაობს

0

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროდუქტზე მუშაობს“, – ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

2 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის ანგარიში” წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ სადაზღვევო შემთხვევების სრული და ზუსტი აღრიცხვის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. კერძოდ, აუდიტით გამოვლინდა, რომ სააგენტოს მიერ წარმოებული 2014-2021 წლების ზარალების ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის 22% არასრულია.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სოფლის განვითარების სააგენტო მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე უკვე მუშაობს.

“სადაზღვევო ბაზარი, არა მხოლოდ აგროსექტორის მიმართულებით, განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. ჩვენ შემთხვევაშიც არის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც უნდა ამაღლდეს ცნობიერება, რათა დაიხვეწოს სერვისები და ამ ძალიან ეფექტური პროგრამის მოცვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გაიზარდოს.

რაც შეეხება აუდიტის პირველ რეკომენდაციას, რომელიც ადმინისტრირების პროცესს ეხება და ის უშუალოდ აგროდაზღვევის გავრცელებასთან არ არის დაკავშირებული. ეს არის საკითხი, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან დამატებით ძალისხმევას საჭიროებს, რათა აღრიცხვის პროცესი სისტემურად მოწესრიგდეს და კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტების შესახებ მეტად ინფორმირებული ვიყოთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, და დასკვნაშიც წერია, რომ არასრული ინფორმაცია, რაც გადამოწმდა უშუალოდ სადაზღვევო კომპანიებშიც, მათ მიერ წარმოდგენილი და სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაცია ერთმანეთთან თავსებადია, თუმცა არასრულყოფილი. ვმუშაობთ ამ საკითხზეც და მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად, პროგრამულად ახალ პროდუქტს შევქმნით”, – ამბობს თენგიზ ნასარიძე.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაშიც კი, როდესაც სახელმწიფო აგროდაზღვევის 70%-ს აფინანსებს, 30%-ს კი ფერმერი ფარავს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტით მაინც არ სარგებლობენ, რის გამოც იგეგმება სადაზღვევო პაკეტების დივერსიფიცირება.

“აუდიტის დასკვნაში წარმოდგენილი ციფრებიდან ჩანს ტენდენცია, რომ იმ არეალში, სადაც სადაზღვევო შემთხვევების დადგომის მაღალი რისკი არსებობს, აგროდაზღვევა საკმაოდ პოპულარულია, პირობითად ყვარელში, 50%-იანი მოცვაა. თუმცა დაბალი რისკის მქონე რეგიონებში დაზღვევის პოპულარობა იკლებს. ბუნებრივია, მოსახლეობის მხრიდან არის ასეთი დამოკიდებულება, რომ ამ 30%-ის გადახდაც კი ეფექტიანად არ ითვლება.

გადავწყვიტეთ, ამ პროდუქტის დახვეწისთვის წავიდეთ მისი დივერსიფიცირების კუთხით და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გზა სადაზღვევო პროდუქტზე მოთხოვნის გასაზრდელად, ნაკლები რისკის მქონე არეალებში იაფი პროდუქტის შეთავაზებაა. ხოლო სადაც რისკი მაღალია, შედარებით დაბალანსებული, მაღალღირებულებიანი პროდუქტი წარვადგინოთ”, – აცხადებს ნასარიძე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს

0

რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს

საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე:

„ფრჩხილები მარტივად თუ გტყდებათ, ამას 3 წამყვანი მიზეზი აქვს, რომელთა მოგვარებითაც ფრჩხილებს შეინარჩუნებთ. არა მარტო ფრჩხილებს, თმასაც. ვისაც ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა აწუხებს, ასევე აწუხებს კანის სიმშრალე, ტუჩის კუთხეებში ნახეთქები, თმის ცვენა – ნომერ პირველი მიზეზი რკინის ნაკლებობაა. თუ თქვენს სხეულში რკინა დაქვეითებული რაოდენობითაა, შესაძლოა, ეს თავიდან ანემიით არ გამოვლინდეს და ფრჩხილების მომატებული მტვრევადობით გამოიხატებოდეს. ჩაიცვამთ რაღაცას, გამოდებთ ფრჩხილს და მაშინვე გძვრებათ…

პრობლემა მოგვარება თუ გინდათ, ერთ-ერთი გამოსავალი არის, – რკინით მდიდარი საკვები მიიღოთ. რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეები, ვაშლი, ხორცი. მაგრამ, არ მოტყუვდეთ, მცენარეებში არსებულ რკინას ჩვენი სხეული ძალიან რთულად იღებს. მიირთვით ხორცეული. წითელ ხორცში არსებული რკინა ჩვენი სხეულის მიერ ძალიან ადვილად შეიწოვება. ამიტომ, რკინა შეივსეთ. რკინა შეგიძლიათ, დანამატების სახითაც მიიღოთ, თუმცა სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.

მეორე მიზეზი, რაც შეიძლება ფრჩხილების მტვრევადობას იწვევდეს, ეს ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული აქტივობაა. როცა ის თქვენს სხეულში საკმარისი რაოდენობის თიროქსინი და ტრიიოდთირონინი არ წარმოიქმნება, სხეულში მეტაბოლიზმი ქვეითდება, მათ შორის თმის ძირებში, ფრჩხილის ძირებში, კანში და სწორედ ეს იწვევს მიდრეკილებას, რომ ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე გაქვთ. ამიტომ, მსგავსი პრობლემების დროს, თქვენი ამოცანაა, ენდოკრინოლოგთან მიხვიდეთ და იმკურნალოთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ხართ ისეთ ადგილებში, სადაც იოდის ნაკლებობაა, ჰიპოთირეოზისკენ მიდრეკილება გექნებათ. ამიტომ, იოდი უნდა შეივსოთ. ეს შეიძლება იოდიზირებული მარილის სახით იყოს. კვერცხი, თევზეული იოდის კარგი წყაროა. ასევე, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, თუმცა ისინი ჩვენთვის რთულად მისაწვდომია.

მესამე მიზეზი, რაც შეიძლება ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას იწვევდეს, D ვიტამინის ნაკლებობაა. თუ სხეულს D ვიტამინი აკლია, სხეული კალციუმსაც ნაკლებად იყენებს. შეიძლება, სისხლში კალციუმის რაოდენობა ნორმაში გქონდეთ, მაგრამ ის ქსოვილების მიერ რთულად გამოიყენება, იმიტომ რომ სხეულში D ვიტამინი საკმარისი რაოდენობით არ არის. ამიტომაა, რომ ფრჩხილების ადვილად მტვრევისკენ ხართ მიდრეკილნი.

შესაძლოა, ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე აღნიშნულმა პრობლემებმა გამოიწვიოს.

B ჯგუფის ვიტამინები ასევე შეიძლება ფრჩხილების მომატებული მტვრევის მიზეზი იყოს. ასევე, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, აღნიშნულ პრობლემას აკნეს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი იწვევდეს, რომელიც მძიმე ფორმის დროს ინიშნება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ჯანმოს ხელმძღვანელმა სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ

0

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში „კოვიდის” შემთხვევები გაიზარდა. სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.

„კოვიდ-19“-ი, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მატულობს. გაიარეთ ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ დახმარება. შეიძლება, კოვიდ-19-ის მკურნალობამ თავიდან აიცილოს მძიმე დაავადება და სიკვდილი.

გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა და მოსახლეობას მოუწოდა, გაიკეთონ შემოწმება „კოვიდ-19“-ზე და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას მიმართონ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ვენახის განოყიერება – მევენახეობაში გამოიყენება როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქები

0
#image_title

ვენახის განოყიერება

მევენახეობაში გამოიყენება როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქები. ორგანული სასუქებიდან აღსანიშნავია ნაკელი, ტორფი, კომპოსტი, ფრინველის სკინტლი, წუნწუხი, მწვანე სასუქები (პარკოსანი კულტურების ჩახვნა), ჭაჭა და სხვ. მინერალური სასუქებიდან – აზოტის, ფოსფორის, კალიუმის, ბორის, მანგა­ნუმისა და თუთიის შემცველი ნაერთები.
დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად გამოიყენება დაფქული ქვა­კირები, ტკილი და კირის შემცველი სხვა სასუქები. მწირ, ცუდი ფიზიკური თვისებების ნიადაგებში 1 ჰა-ზე შეაქვთ 60-70 ტ ნაკელი, შედარებით მდიდარ ნიადაგებში – 40-60 ტ.
აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ ფართობებზე მწირ, ძლიერხირხატიან ნიადაგებში შეაქვთ 1 ჰა-ზე 40-60 ტ ნაკელი, შედარებით მდიდარ ნიადაგებში – 20-25 ტ, მწირსა და ურწყავზე – 30-50 ტ. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ტორფს, კომპოსტს, ჭაჭასა და სხვა სასუქებს, რომლებიც გადამპალი სახით გამოიყენება იმა­ვე წესითა და დოზებით, როგორც ნაკელი.
ორგანული სასუქები ვენახის ფართობების შემოდგომა-ზამთრის დამუშავების დროს ნი­ადა­გის 18-22 სმ სიღრმეზე გადახვნისას შეაქვთ. სასუქი მიწის ზედაპირზე თანაბრად უნდა გაიშალოს და დაუყოვნებლივ ღრმად ჩაიხნას.
ორგანული სასუქების მსგავსად, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქებიც სამ წელიწადში ერთხელ, იმავე პერიოდში და სიღრმეზე შეაქვთ. რაც შეეხება აზოტიან სასუქებს, მათ გაზაფხულზე – პირველი თოხნის ან კულტივაციის დროს იყენებენ. მინერალური სასუქები, როგორც წე­სი, ნიადაგში შეტანამდე უნდა დაიფხვნას და 2-4მმ-იან საცერში გაიცრას.
მიკროსასუქების გამოყენება შესამჩნევად ადი­­­­­დებს მოსავალს, თუ მათ წყალში გახსნით და ფოთლებზე შეასხურებთ. მაგალითად, ვეგე­ტა­ციის პერიოდში ვაზის ფოთლებს 2-3-ჯერ ას­ხუ­რე­ბენ ბორის სასუქისგან მომზადებულ 0,02%-იან ხსნარს. ფესვგარეშე გამოკვებისთვის ასევე იყე­ნებენ გოგირდმჟავა მაგნიუმსა და მაგნიუმის გვარჯილას, რომელთაგანაც ამზადებენ 0,02%-იან ხსნარს და 2-3-ჯერ ასხურებენ ვაზის ფოთლებს ვეგეტაციის პერიოდში.
შემოდგომაზე, როგორც აღმოსავლეთ, ისე და­სავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებზე გა­შენებული ვენახების მწკრივთაშორისებში შე­აქვთ დაფქული კირქვა, რომელსაც ჩახნავენ 22-25 სმ სიღრმეზე. კირს იყენებენ 12-15 წელიწადში ერთხელ, ოღონდ დაუშვებელია მისი შერევა ნაკელთან ან მინერალურ სასუქებთან.

ნაცარს ასე მოვაშორებთ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze #აქხარისხია

ვარიაში არაჟნის შენახვისა და კარაქის დღვების ტრადიცია

0
ვარიაში არაჟნის შენახვისა და კარაქის დღვების ტრადიცია
| ხის მორისგან ძველებური ჭურჭლის, საგომელის დამზადების წესი
პირველი არხის არქივი

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა

0

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა. ლაბორატორიას შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს საერთაშორისო დონის სადიაგნოსტიკო ტექნიკა და შეამოწმოს საკვები სხვადასხვა ქიმიურ საფრთხეზე, მათ შორის, სხვადასხვა დამაბინძურებლებზე, ცხოველური წამლების ნარჩენებზე, მიკოტოქსინებზე და ა.შ.

საერთაშორისო დონის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი კონკურენტუნარიანია და აკმაყოფილებს ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის შესაძლებლობები, მოხდა უახლესი დონის ლაბორატორიული აპარატურის შესყიდვა, გადამზადდნენ ლაბორატორიის სპეციალისტები და დაინერგა საერთაშორისო დონის კვლევები”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელმძღვანელმა ანა გულბანმა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანამშრომლობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე – https://www.iaea.org/newscenter/news/georgia-enhances-public-health-and-food-exports-with-iaea-support

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli