სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს?

0
გედაცემა „იმუნიტეტი“
როგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს?
საუბრობს პედიატრი თაკო კოკაია:

„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

0

„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

ვისაც თავისი ხელით ვაზი არ დაურგავს და პირველი ყლორტის გამოჩენიდან მის მსხმოიარებამდე, მართლაც, შვილივით არ მოჰფერებია ნაამაგარს, ხოლო შემდეგ თავისი შრომის შედეგით უდიდესი სიხარული არ განუცდია, ის ვერ მიხვდება, რას ნიშნავს ხალხში ასე გავრცელებული გამოთქმა – „ვაზო, შვილივით ნაზარდო…“
„შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული…“ – ვინ უწყის, რამდენი საუკუნეა მღერის ქართველი კაცი ამ საგალობელს. ვაზი ხომ უხსოვარი დროიდან გაჩნდა ქართველთა სამკვიდრებელში. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს პერიოდი ძვ. წ. 3800-3000 წლებით თარიღდებოდა. ის ფაქტი, რომ მევენახეობის უძველეს კვალს ეგვიპტესა და მესოპოტამიაში მივყავართ, სულაც არ ნიშნავს, რომ ვაზის სამშობლო იქ არის… ვაზის სამშობლო რომ საქართველოა, ამის დასტურად ისიც კმარა, რომ არც შუამდი­ნარეთსა და არც ნილოსის ველზე არასოდეს ხარობდა ველური ვაზი, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის დალოცვილ მიწაზე, უძველესი დროიდან დღემდე, უხვად ხარობდა და ხარობს ველური ვაზი – კრიკინა. სწორედ ეს გახლავთ ძირითადი საბუთი იმისა, რომ საქარ­თველო მევენახეობის აკვანია.
ალბათ, თავადაც მოგისმენიათ კახელი გლე­ხისაგან: ჩვენს დალოცვილ კუთხეში ი­გეთი ბუნებრივი პირობებია, ვაზის რქა დილით რომ ქამარში გაიყარო, საღამომდე მტევან გამაიბამსო…

ტყე – კაცობრიობის აკვანი და მარჩენალი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

„ვაშლის ბაღს 35-ჯერ წამლავენ, რაც წარმოუდგენელია”

0

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორის მარიამ ჯორჯაძის განცხადებით, წარმოების სტანდარტის და აგროქიმიკატების გამოყენების დროს დოზების დაცვა არაბიომეურნეობების შემთხვევაშიც აუცილებელია. ვაშლის ბაღების  შეწამვლა წლის განმავლობაში 35-ჯერ ხდება.

მისი თქმით, პრობლემაა ფერმერებში შესაბამისი ცოდნა და ქიმიკატების გამოყენების წესების დაცვა, რასაც ფერმერების ნაწილი არ ითვალისწინებს.

“მწარმოებლები, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში, მაღალი რისკის ქვეშ არიან. ფერმერები ხშირ შემთხვევაში არ არიან ინფორმირებული, ქიმიკატები როგორ უნდა გამოიყენონ. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ონკოლოგიასთან“, – აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება – პროექტის მიზანია საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვა…

0

წარმოდგენილი იყო პროექტის შვიდი ძირითადი კომპონენტის – ბიომრავალფეროვნების პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება, ტერიტორიაზე დაფუძნებული კონსერვაცია, ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგი, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეროვნული სისტემის გაფართოება, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება – მიზნების მიღწევის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების ანალიზი; ასევე, განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში 2024 წელს დაგეგმილი აქტივობები.

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი ესწრებოდნენ.
პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის მმართველი კომიტეტის წევრები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დაცული ტერიტორიების, გარემოს ეროვნული და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოების, ბუნების მკვლევართა ქართული საზოგადოება „ორქისის“ წარმომადგენლები, ასევე, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის წევრები.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გიორგის საოჯახო მარნის ისტორია ჯერ კიდევ მისი დაბადებისას დაიწყო

0
გაიცანით გიორგი სხირტლაძე, სოფელი ხიმშიდან.
გიორგის საოჯახო მარნის ისტორია ჯერ კიდევ მისი დაბადებისას დაიწყო.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეოში

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მანდარინის ექსპორტის მოცულობა 21.4 ათასი ტონით გაიზარდა – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

0

2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 36.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 23.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი ტონით (144%), ხოლო ღირებულება – 15.1 მლნ აშშ დოლარით (183%) გაიზარდა.

საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

განვითარების რა ეტაპზეა სასუფრე ყურძნის ქართული წარმოება

0
განვითარების რა ეტაპზეა სასუფრე ყურძნის ქართული წარმოება და როგორ ეხმარება ამ მიმართულებას USAID-ი?
ფერმერი მიხეილ ბათილაშვილი სოფელ ქვემო ჭალიდან

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა – საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია

0
როგორ შევინახოთ ვაშლი თვეების განმავლობაში - რჩევები

ხეხილი, კენკროვანი და სუბტროპიკული მცენარეები

ვაშლი თითქმის მთელ დედამიწაზე მოშენებულ-დამკვიდრებული კულტურაა. მას დარგუ­ლი ხეების რაოდენობისა და მოსავლიანობის მიხედვით პირველ ადგილს აკუთვნებენ. თა­ნაც რა ძვირფასი მოსავლის მომცემია ეს და­ლოც­ვილი ხეხილი! მისი ნაყოფი შეიცავს: შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, დიდი რაოდენობით ვ­იტამინებს, განსაკუთრებით ჩ (40%-მდე), B და PP. გამოიყენება როგორც ნედლი სა­ხით, ისე გადამუშავებული – ჯემად, ხილფაფად, კომპოტად, მურაბად, ჩირად, მარმელადად, წვნად, ბურახად, უძვირფასეს სა­მ­­კურნალო საშუალებად – ძმრად და ალკოჰო­ლურ სასმლად, ე.წ. ვაშლის ღვინოდაც კი. გარ­და ამისა, ვაშლი, თავისთავად, ერთ-ერთი სა­უკეთესო თაფლოვანი მცენარეც არის – 1ჰა ფარ­თობზე შესაძლებელია 15-დან 50კგ-მდე თა­­ფლისა და დიდი რაოდენობით ყვავილის მტვრი­ს მიღება. ხის მერქანი ძვირფასია წ­ვრილ­მანი ნაკეთობების დასამზადებლად, და, რაც მთავარია, ვაშლი გამოიყენება კუჭ-ნაწლავისა და სხვა და­ავა­დებების სამკურნალოდ.
მსოფლიოში ცნობილია კულტურული ვაშლის ათი ათასზე მეტი ჯიში, საქართველოში – 200, მათგან ყველაზე უფრო გავრცელებული ჯი­შები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით; ხალხური სელექციის გზით მისგან მიღებულია ცნობილი ჯიშები: თურა­შაული, კეხურა, ძუძუვაშლი. საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია:
ხომანდული – კახეთი, ქართლი
ლეჩხუმური შაფრანა – რაჭა-ლეჩხუმი
კეხურა – ქართლი, კახეთი
თურაშაული – ქართლი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი
დემირალმა (რკინავაშლი) – აჭარა, გურია, სა­მეგ­რელო, აფხაზეთი
მამულო – მესხეთი
მერეთულა – ქართლი
ერბოვაშლი – რაჭა-ლეჩხუმი
შაქარნაბადა – მესხეთი
აბილაური – მესხეთი, ქართლი
რძევაშლა – მესხეთი
საირმულა – ლეჩხუმი
მსუქანა – მესხეთი
ძუძუვაშლი – ქართლი, კახეთი
ყარანფილა – მესხეთი
შაჰალმა (შაჰის ვაშლი) – მესხეთი
კიტრავაშლი – ქართლი, კახეთი
დანავაშლა – რაჭა-ლეჩხუმი

ყინულა – რაჭა-ლეჩხუმი
ხანდაკურა – ქართლი
ქართული სინაპი (გოგიაანთ ვაშლი) – ქართლი
მუხურული მწვანე – ზესტაფონი, თერჯოლა, ტყი­ბული, ქუთაისი
დასარგავად უკეთესია ორწლიანი ნერგი, დარ­გვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ვიდრე კლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას იძ­ლევა. თუ ნიადაგი გაყინული არ არის, დარგვა შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში. ამრიგად, თესლოვა­ნი კულტურების (ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარ­ტლი) გაშენება შე­იძლება შემოდგომა-ზამთრის პირობებში სწორი აგროღონისძი­ებების უზრუნველ­ყოფით. ზოგიერთ რაიონში კი უპირატესობა ენიჭება გაზაფხულზე დარგვას. და­სარ­გავი ორმოს სიღრმე 50 სმ-ია, სიგანე 100სმ-მდე. ნერგებს შორის მანძილი დამოკი­დებულია ჯიშზე. ძლიერ საძირეზე დამყნილი ხეხილი მძლავრ ვარჯს ივითარებს, ამიტომ დიდი კვების ა­რეზე ირგვება (10X10, 8X10 ან 8X8 მ-ზე), ნაგალა საძირეზე დამყნილი – 3X4 მ-ზე.
გამზადებული ორმოს ფსკერს კარგად ვა­ფ­ხვიერებთ, მიწაში არეულ გადამწვარ ნაკელს (ან კომპოსტს) ჩავყრით ორმოში და ვაძლევთ კონუსისებურ ფორმას, ზედ გადავანაწილებთ ფესვებს, რომლებსაც წინასწარ ეჭრება დაზიანებული ნაწილები. ნერგს ვრგავთ ფესვის ყელამდე ისე, როგორც იყო ამოღებამდე, და კარგად ვუტკეპნით მიწას. ამის შემდეგ ვუკეთებთ ჯამებს და 1-2 ვედრო წყალს ვასხამთ. ყველა სახის ხეხილი ასე ირგვება.

როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

რატომ უნდა გააშენოთ ტირიფი – თუ გნებავთ, რომ ულევად გქონდეთ ჭი­გო, მარგილი, სა­ტა­­რე (ბარის, თო­ხის), ბოძი, წნელი და შეშა…

0

გააშენეთ ტირიფი

თუ გნებავთ, რომ ულევად გქონდეთ ჭი­გო, მარგილი, სა­ტა­­რე (ბარის, თო­ხის), ბოძი, წნელი და შეშა, ვისაც საშუალება გაქვთ, თქვენი ნაკ­ვეთის მა­ხ­ლობ­ლად, აუთ­ვი­სებელ და გამოუსადეგარ ად­გილ­ზ­ე დარგეთ ტი­რი­ფის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარგად მოზარდი სახეობა – წნორი, ანუ თეთრი ტირიფი.
ტირიფისებრთა ოჯახში ამ გვარის 600-მდე სახეობას ითვლიან. გავრცელებულია ჩრდილო ნახევარსფეროს ზო­მი­ერი და ცივი ჰა­ვის სარტყელში. სა­ქარ­­თველოში ბუ­ნებ­­რი­ვად გავ­რცე­ლებულია 17 სა­ხე­ობა. დაბლობ ზო­ნაში ძირი­თადად გვხვდე­ბა ნოყიერ, ტე­ნიან ნიადაგებ­ზე, მდინარეთა გას­წვრივ და ჭალის ტყეებში. მისი სიმაღლე 25-30 მ-მდე აღ­ევს. ტირიფს ამრავლებენ როგორც თესლით, ისე კალმით, ანუ ახალგაზრდა ტოტებით, რომლებიც ნესტიან ადგი­ლებში ადვილად ხარობს. მის გამრავლებას უპ­რობლე­­მოდ შეძლებთ, თუ იმ გამოუყენებელ ად­გილზე (ხევი, მდინარის ან ნაკადულის ნაპირი, ჭაობი) მუდმივად არის წყალი. მის გასამრავლებლად 1-2-მეტრიანი სარები აჭერით, წა­უთალეთ წვერი და 25-30 სმ-ის სიღრმეზე მიწაში ჩაარჭვეთ. 3-4 წელიწადში უკვე გექნებათ სარების მოჭრის ს­აშუალება. სხვა­თა შორის, თუ დაწნა გეხერხებათ (გოდრის, ლასტის, ღობის და ა.შ.), წნელიც გექნებათ თავსაყრელად. ტირიფის სატარე მასალა სწორია და მსუბუქი. თუ მას მოჭრისთანავე ქერქს გააძრობთ და ჩრდილში გაახმობთ, შესანიშნავი ტარები გექნებათ ბა­რის, ნიჩბის, თოხისა და ფოცხისთვის. ქერქის შიგ­ნითა ფენა – ლაფანი შესანიშნავი მასალაა ვა­ზის შესაყელად და ასახვევად. გამხმარიც რომ შეინახოთ, ხმარების წინ დალბობაღა დასჭირდება.
სარგავი მასალის მოპოვება ნებისმიერი მდინარის ჭალებში შეიძლება, ოღონდ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბუნებას ზიანი არ მიაყენოთ. 3-5 სარის აჭრა ტირიფს ვერაფერს დააკლებს, თქვენ კი მუდმივად გექნებათ საჭირო მასალა.
ტირიფს საგანგებოდ აშენებენ საკალათე წნე­­ლად, ჭიგოდ და ვაზის შესაკრავ მასა­ლად. ტი­რი­ფის ქერქი და ფოთლები შეიცავს მა­ღალ­­ხარისხოვან მთრიმლავ ნივთიერებებს – ტა­ნი­ნებს, რომლებიც გამოიყენება ტყავის წარმო­ებაში.
წნორის ქერქი გამოიყენება საღებავადაც (მოწითალო-ყავისფერი), აგრეთვე სამკურნალწამლო საშუალებად, როგორც სალიცილის მჟავას შემცველი. ტირიფი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, საუკეთესოა ღობედაც.

მყნობის წესები და ვადები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქართველოში მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება

0

„2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა, – ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა. წინა აღწერა ჩატარდა ზუსტად 10 წლის წინ, 2014 წლის ნოემბერში.

აღწერა ტარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს შეეძლება შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია.

მეორე ეტაპზე, რომელიც ჩატარდება 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით. ამ პროცესს წარმართავენ „საქსტატის“ ინტერვიურები კარდაკარის პრინციპით“, – აღნიშნა თოდრაძემ.