ორშაბათი, მაისი 4, 2026
- Advertisement -
Google search engine

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

0
ბაგა-ბაღების აღსაზრდელები

თბილისის საბავშვო ბაგა – ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი კატეგორიის აპლიკანტები:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას; 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე); 4. მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები); 5. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები; 6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქა რთველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები; 7. ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);8. თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

სსსმ ბავშვებისა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგი ელფოსტის მისამართზე: registracia2025@gmail.com.ყველა სხვა კატეგორია რეგისტრირდება ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.geმშობელს, რომელიც ვერ ახერხებს ბავშვის რეგისტრაციას, შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ბაღის ადმინისტრაციას.ბავშვის რეგისტრაციის გადასამოწმებლად, მშობლები უნდა დაუკავშირდნენ კონკრეტული ბაღის ადმინისტრაციას.

გიორგი კალანდია სამეგრელოში არსებული ტრადიციის შესახებ

0

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სამეგრელოში არსებული ტრადიციის შესახებ წერს:

„ძველ სამეგრელოში არსებობდა ერთი უცნაური ტრადიცია: თუ ადამიანი უპატიებელ ცოდვას ან დანაშაულს ჩაიდენდა მას მაწყევარი გაუჩნდებოდა… წყევლა კი დიდი და ფრიად საშიში სასჯელი იყო ოდიშში… მაწყევარი ლურსმანს აიღებდა და წმინდა ხესთან, ან ეკლესიის ეზოში წყევლას წარმოთქვამდა, თან ლურსმანს ხის მერქანში ან ტაძრის კედელში ჩააჭედებდა… ჰოდა მაშინ “გამოიჭედებოდა”, “დაიკლიტებოდა” დაწყევლილის მომავალი… თუ დამნაშავე ცოდვის გამოსყიდვას შესძლებდა, დაზარალებული თავისსავე ჩაჭედებულ ლურსმანს კედლიდან ან მერქანიდან ამოიღებდა… დაწყევლილსაც სასჯელის უღელი აეხსნებოდა… დღეს სამეგრელოს რამდენიმე ტაძარში არაერთი ასეთი ლურსმანი ვნახე, საბედნიეროდ ყველა კედლიდან ამოღებული. ადამიანთა მოდგმის ცოდვა-ბრალიანი ცხოვრების ეს თავისებური სიმბოლოები, ამასთანავე მიტევებისა და პატიების ერთგვარი მოწმეებიც არიან”.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ჩემთვის სატყეო სამსახურში მუშაობა ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან იქ ჩემს მეუღლესთან ერთად ვმუშაობ”

0
21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა.
„ჩემთვის სატყეო სამსახურში მუშაობა ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან იქ ჩემს მეუღლესთან ერთად ვმუშაობ”
ნინო ჭანიას სიუჟეტი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება

0
20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება.
2024 წლის ფუტკრის მსოფლიო დღის თემა ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების როლზე მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და დაცვის ხელშესაწყობად.
ფუტკრის მსოფლიო დღე 2018 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია ფუტკრებისა და სხვა დამმტვერავების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი მნიშვნელობის გაცნობიერება ჯანსაღი პლანეტის არსებობისთვის.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად არის ჩართული მეფუტკრეების გადამზადება-სწავლებაში. 2023 წელს ცენტრის მიერ 1000-ზე მეტი მეფუტკრე გადამზადდა. მეფუტკრეთა შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის გადამზადება 4 ფაზას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, ფერმერები გაეცნენ როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს უწყობს თაფლის ხარისხის გაუმჯობესებას და ფერმერების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, დაავადებებთან ბრძოლას და დარგში თანამედროვე მეთოდების დანერგვას.

„ლაურუსი“ წელიწადში 300 ტონამდე მშრალ დაფნას აწარმოებს

0
„ლაურუსი“ -დაფნა
xr:d:DAGCAK4jeKw:51,j:2407598429789627622,t:24041012

„ლაურუსი“ წელიწადში 300 ტონამდე მშრალ დაფნას აწარმოებს. ჩვენი პლანტაციის გარდა, დაფნას სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის ფერმერებისგან ვყიდულობთ.

„სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამებით ყველანაირად გვერდში გვიდგას. ამჯერად, სოფლის განვითარების სააგენტო – Rural Development Agency დახმარებით, 12 ჰექტარზე დაფნის ახალ პლანტაციას ვაშენებთ.
წარმატების მისაღწევად აუცილებელია მიზანმიმართული შრომა და პროფესიული ცოდნა“ – ამბობს „ლაურუსის“ დირექტორი ვანო ჯალაღონია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ჭონა – მივიწყებული სააღდგომო ტრადიცია

0
აღდგომის დღესასწაულს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. წითელ პარასკევს ყველა ოჯახში წითლად იღებება კვერცხები, აცხობენ პასკებს.

ოჯახები საფლავზე გადიან და კვერცხს აგორებენ.

ძველად, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, აღდგომა დღეს ჯგუფად შეკრებილი მოზარდები, ყველა ოჯახთან ჩამოივლიდნენ „ჭონაზე“ და მათთვის წითელი კვერცხები უნდა მიეცათ. ამას ჭონაობას უწოდებდნენ.

მეჭონეები საჭონაო საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ მართლმადიდებელ მრევლს. ეს ტრადიცია სოფლების უმეტესობაში მიივიწყეს, ნაწილში კი ბავშვების სახალისო მსვლელობდ იქცა.

მეჭონეები ყოველი სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:

“ალათასა, ბალათასა,

ჩამოვკიდებ კალათასა,

დედი (ბები) ერთი კვერცხი მომე

ღმერთი მოგვცემს ბარაქასა”.

ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებს ჩაალაგებდა „მეჭონეებს“ გადასცემდა და მეჭონეებიც სხვა ოჯახის ბანზე გადადიოდნენ.

ეთნოგრაფის მოკვლეულ მასალაში წერია, რომ მეჭონეებს ოჯახი სურსათით ასაჩუქრებდა. ისინი კი ძირითადად კვერცხს ითხოვდნენ. ზოგან მეჭონეებს ღამე გოდრები დაჰქონდათ, მასპინძელს მომავალ აღდგომას ულოცავდნენ და უმღეროდნენ, რის დროსაც ოჯახს ისეთ სიუხვეს უსურვებდნენ, როგორიც შიოს მარანში იყო, რომ სახლში ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყო. მეჭონეებს სიმღერის შემდეგ, შესაძლოა, ფერხულიც შეესრულებინათ, დაეკრათ სალამურზე, გაემართათ ჭიდაობა, ცეკვა-თამაში და სხვა.

რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

0

მცენარეთა დაცვა

რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

რაც დრო გადის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებათა და მავნებელთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს. მიუხედავად დღეს არსებული მრავალი ქიმიური საშუალებისა, 800 ათასამდე სახეობის მავნებელი და 30 ათასზე მეტი დაავადებაა ცნობილი, რისი მიზეზითაც ყო­ველწლიურად იკარგება მოსავლის 30%. გარდა ამისა, ქიმიური საშუალებებით ბინძურდება გარემო – წყალი, ნიადაგი, ჰაერი, ნადგურდება სასარგებლო მწერები და ნადირ-ფრინველი.
სწორი აგროტექნიკისა და ბუნებრივი საშუ­ალებების გამოყენებით შესაძლებელია მდგომარეობის ნაწილობრივ გამოსწორება.
ჩვენი შორეული წინაპრები მწერებსა და მცე­ნარეთა დაავადებებს ბუნებრივი საშუ­ალე­ბებით ებრძოდნენ. ჯერ კიდევ ძველ რომ­ში მცენარეთა სამკურნალო საშუალებებად იყენებდნენ ნაცარს, ნაკელს, გოგირდს. ამ­ზადებდნენ რთულ ნაერთებსაც. პირველი პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავა დემოკრიტემ ჩვ.წ.-მდე 470 წლის წინ. მას ხორბლეულის გუდაფშუტის საწინააღმდეგო საშუალებად კომბოსტოს წვენში თესლების დალ­ბობა მიაჩნდა. თეოფრასტე ჩვ.წ.-მდე 300 წლის წინ წერდა, რომ `მუხუდო ანადგურებს სარეველა მცენარეებს, პირველ რიგში, კუროსთავს~. თამბაქოში შემავალ ნიკოტინს XVII საუკუნიდან იყენებდნენ მცენარის ტილი­სა და სხვადასხვა ბუგრის საწინააღმდეგოდ. ჩინეთში მრავალი ათასი წლის წინ ბაღლინჯოსთან საბრძოლველად იყე­ნებდნენ ქრიზანთემის გამონაწვლილს.
გლეხები ოდითგანვე აგროვებდნენ ჭიანჭველებს, ჭიამაიებს და ასახლებდნენ თავიანთ მინდვრებზე მავნე მწერების გასანადგურებლად. ჭიანჭველების ერთი ბუდე ზა­ფხულის განმავლობაში ანადგურებს 2 მილიონამდე მა­ვ­ნე მწერს. მაგრამ ჭიანჭველებით დასახლებული, მაგალითად, მარწყვის ბუჩქი ნაყოფს არ იძლევა და იღუპება. ჭიანჭველების თავიდან მოსაცილებელ საშუალებასაც მიაგნეს გლეხებმა: საკმარისია მათ ბუდეს ხის ნაცარი მოაყაროთ, რომ `კუდით ქვას ასროლინებთ~ მათ. ჭიანჭველებს აფრთხობს აგრეთვე ოხრახუში. ნაყოფჭამიას პეპლებს აფრთხობს ვაშლის ხის ტოტებზე მიბმული ასფურცელასა და აბზინდის კონები.

ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი.

ნოემბერ-დეკემბერი – დეკემბერში პირდაპირ მისწრებაა მერქნიანი კულტურების დარგვა. მოსაჭრელი მოჭერით, ამოსაძირკვი ამოძირკვეთ.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ჩიხა – დიდი ისტორიის მქონე სოფელი, უძველესი ციხე-გალავნების ნაშთებითა და ტაძრებით

0
ჩიხა – დიდი ისტორიის მქონე სოფელი, უძველესი ციხე-გალავნების ნაშთებითა და ტაძრებით.

აპირებს თუ არა მთავრობა სახელმწიფო პროგრამით ყველა წამალი თავად შეისყიდოს? – მინისტრის პასუხი

0

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება გასული წლის მიწურულს დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სახელმწიფომ ფარმაცევტული ბიზნესი ონკომედიკამენტების მაღალი ფასნამატით რეალიზებაში დაადანაშაულა.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

თბილისში, პიროტექნიკით დაშავებული პაციენტები კლინიკებში არ მოხვედრილან

0

ახალ წელს მოსახლეობამ შედარებით ნაკლები ინტენსივობით გამოიყენა პიროტექნიკა.

თბილისში, პიროტექნიკით დაშავებული პაციენტები კლინიკებში არ მოხვედრილან.

სოციალურ ქსელში გავრცელდა არა ერთი ვიდეო, პიროტექნიკამ ავტომობილები დააზიანა, ჩაამსხვრია კორპუსის ბინაში შუშები. ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში არასწორად დამონტაჟებული ფეიერვერკის გამო ცეცხლი აივანს წაეკიდა.

ქუთაისში, იროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა. მათ ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდათ. დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, პაციენტებს მტევნის ტრავმა აქვთ, ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია. ჩაუტარდათ გადაუდებლად ორივე პაციენტს ოპერაცია, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ისინი იმყოფებიან განყოფილებაში, უგრძელდებათ მკურნალობა. პიროტექნიკა გამოიყენების დროს გაუსკდათ ხელში. ორივე დაშავებული კლინიკაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi