ჭეო – ფუტკრის ნატურალური პროდუქტი
გრიპის ვირუსის გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის – სპეციალისტები გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობენ
„გრიპის ვირუსის შემთხვევები გახშირდა. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება. ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
უამინდობის გამო, საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
გუდაური-კობის მონაკვეთსა და ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შეზღუდვები მოქმედებს ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე. მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე, ავტოტრანსპორტისათვის. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აკონტროლებს. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, უღელტეხილზე მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, რამაც შეზღუდვების დაწესება გამოიწვია. გზა მძიმე ტექნიკით გაიწმინდა და დაიყარა ტექნიკური მარილი.
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების კუთხით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
„შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში დაინტერესებული მხარეებისთვის ცოდნისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობას და ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმების დანერგვას.
შეხვედრის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა პროფესიული უნარების, პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და ექსტენციის სისტემების გაძლიერების გზით.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი ელენე ცხაკაია, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ კოორდინატორი თამარ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციონისტები სოფლისა და სოფლის მეურნეობის ექსტენციის მიმართულებით გადამზადდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჭინჭარი… სასუქად
ჭინჭარი… სასუქად
გადაჭერით ჭინჭრის მიწისზედა ნაწილი, კარგად დაკეპეთ, ჩაყარეთ ხის კასრში (მეტალისა არ გამოდგება), დაასხით წყალი და გადააფარეთ ისეთი ქსოვილი, ჰაერი რომ გაატაროს. დროგამოშვებით მოურიეთ. დადუღდება და ქაფს მოიგდებს. არასასიამოვნო სუნის გასაქრობად ჩაუმატეთ ცოტაოდენი ვალერიანის ძირები ან მისი ნაყენის რამდენიმე წვეთი და აცალეთ დადუღება.
ასე მიღებული წუნწუხი (თხიერი სასუქი) საუკეთესოა კომბოსტოს, კიტრის, პამიდვრისა და ნიახურის გამოსაკვებად. დამატებით მიწოდებული მწვანე საკვები უკვე რამდენიმე დღეში გამოაჯანმრთელებს და ფერს შეუცვლის თქვენს ნერგებს (წუნწუხი გააზავეთ წყალში, შეფარდებით 1:10).
რაც შეეხება მინერალურ სასუქებს, შეგიძლიათ შეიძინოთ მემამულეთა კავშირის მაღაზიაში, იქვე იყიდება სასწაულთმოქმედი ბიოენერგოაქტივატორი და მემამულის დამხმარე ნივთიერება `ბიორაგი~.
თუ მინერალური სასუქების შეძენის საშუალება არ გაქვთ, გამოიყენეთ ხის ნაცარი, რომელიც საკმაოდ დაგიგროვდებათ დაავადებული ხე-ბუჩქნარის ნასხლავისა, აგრეთვე ლერწის დაწვის შემდეგ.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ტობავარჩხილი, ენით აღუწერელი სილამაზე – სამოთხე დედამიწაზე
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), პატარა სამოთხე, სამეგრელ0-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ტობავარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს.



ტობავარჩხილის ტბა იყოფა ორად დიდი და პატარა ტობავარჩხილი,ტბაში თევზები არ ბინადრობენ, რადგან წყალი მტკნარია. ტბა საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლებით. სანამ, ტობავარჩხილის ტბამდე მიაღწევთ უნდა გაიაროთ მდინარე ხობისწყლის ხეობა, რომელიც უნიკალურია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, – მდინარის გაყოლებაზე შეგხვდებათ ჩანჩქერები, მღვიმეები, ალპური ტბები, სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო თანდათან უფრო მწვანდება.
მოლაშქრეებს ხშირად ადგილობრივები ეხმარებიან. ვიზიტორები ვერცხლის ტბას ძირითადად აგვისტოში სტუმრობენ, სექტემბრის ბოლოს ეგრისის ქედის ეს ნაწილი თოვლით იფარება. ყოველწლიურად ვერცხლის ტბას 1500-2000 ტურისტი სტუმრობს.
მზევინარ ლიპარტელიანი სვანურ ქუდებს დაზგის გარეშე ამზადებს
ლენტეხელი ქალი, რომელიც ტრადიციულ სვანურ ქუდებს დაზგის გარეშე ამზადებს!
ვესტომთა – თუშეთში, ულამაზესი სოფელი
ვესტომთა – თუშეთში, გომეწრის ხეობაში მდებარე ულამაზესი სოფელი.
თუშეთში მოხვედრა საქართველოში ყველაზე მაღალი, აბანოს უღელტეხილის გავლითაა შესაძლებელი, რომელიც ზღვის დონიდან 2900 მეტრზე მდებარეობს.
თუშეთისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთლია და მასზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი.
სამინისტრო აგროდაზღვევის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროდუქტზე მუშაობს
„სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროდუქტზე მუშაობს“, – ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
2 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის ანგარიში” წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ სადაზღვევო შემთხვევების სრული და ზუსტი აღრიცხვის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. კერძოდ, აუდიტით გამოვლინდა, რომ სააგენტოს მიერ წარმოებული 2014-2021 წლების ზარალების ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის 22% არასრულია.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სოფლის განვითარების სააგენტო მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე უკვე მუშაობს.
“სადაზღვევო ბაზარი, არა მხოლოდ აგროსექტორის მიმართულებით, განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. ჩვენ შემთხვევაშიც არის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც უნდა ამაღლდეს ცნობიერება, რათა დაიხვეწოს სერვისები და ამ ძალიან ეფექტური პროგრამის მოცვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გაიზარდოს.
რაც შეეხება აუდიტის პირველ რეკომენდაციას, რომელიც ადმინისტრირების პროცესს ეხება და ის უშუალოდ აგროდაზღვევის გავრცელებასთან არ არის დაკავშირებული. ეს არის საკითხი, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან დამატებით ძალისხმევას საჭიროებს, რათა აღრიცხვის პროცესი სისტემურად მოწესრიგდეს და კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტების შესახებ მეტად ინფორმირებული ვიყოთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, და დასკვნაშიც წერია, რომ არასრული ინფორმაცია, რაც გადამოწმდა უშუალოდ სადაზღვევო კომპანიებშიც, მათ მიერ წარმოდგენილი და სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაცია ერთმანეთთან თავსებადია, თუმცა არასრულყოფილი. ვმუშაობთ ამ საკითხზეც და მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად, პროგრამულად ახალ პროდუქტს შევქმნით”, – ამბობს თენგიზ ნასარიძე.
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაშიც კი, როდესაც სახელმწიფო აგროდაზღვევის 70%-ს აფინანსებს, 30%-ს კი ფერმერი ფარავს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტით მაინც არ სარგებლობენ, რის გამოც იგეგმება სადაზღვევო პაკეტების დივერსიფიცირება.
“აუდიტის დასკვნაში წარმოდგენილი ციფრებიდან ჩანს ტენდენცია, რომ იმ არეალში, სადაც სადაზღვევო შემთხვევების დადგომის მაღალი რისკი არსებობს, აგროდაზღვევა საკმაოდ პოპულარულია, პირობითად ყვარელში, 50%-იანი მოცვაა. თუმცა დაბალი რისკის მქონე რეგიონებში დაზღვევის პოპულარობა იკლებს. ბუნებრივია, მოსახლეობის მხრიდან არის ასეთი დამოკიდებულება, რომ ამ 30%-ის გადახდაც კი ეფექტიანად არ ითვლება.
გადავწყვიტეთ, ამ პროდუქტის დახვეწისთვის წავიდეთ მისი დივერსიფიცირების კუთხით და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გზა სადაზღვევო პროდუქტზე მოთხოვნის გასაზრდელად, ნაკლები რისკის მქონე არეალებში იაფი პროდუქტის შეთავაზებაა. ხოლო სადაც რისკი მაღალია, შედარებით დაბალანსებული, მაღალღირებულებიანი პროდუქტი წარვადგინოთ”, – აცხადებს ნასარიძე.











