ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

„ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, თუმცა ეს პანიკის მიზეზს არ იძლევა” – გარემოს ეროვნული სააგენტო

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ პანიკის მიზეზი არ არსებობს.

„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე“, – ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაიცანით ქუთაისის სავიზიტო ბარათებად ქცეული ქანდაკებების ავტორი – გიორგი კიკვაძე

0

გაიცანით ქუთაისის სავიზიტო ბარათებად ქცეული ქანდაკებების ავტორი – გიორგი კიკვაძე.

ქუთაისში სეირნობისას არაერთი გამოჩენილი ქართველის ქანდაკებასა თუ ბიუსტს შეხვდებით.

ვასილ ამაშუკელს ფოტოაპარატით, იპოლიტეს კინოფირით, ვერიკოს ბაღთან პაოლო იაშვილსა და ტიციან ტაბიძეს.

ამ ქალაქის სავიზიტო ბარათებად ქცეული ეს ქაბდაკებები გიორგი კიკვაძეს ეკუთვნის…

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება

0
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი
#image_title

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს იხსნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს (24 აგვისტო) გახსნის. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველს ნადირობა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის შემდეგ, აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე პერიოდში შეეძლება. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

გასათვალისწინებელია, რომ ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ნადირობა აკრძალულია ყველა სხვა იარაღიდან, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფო), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალ პროექტს იწყებს. 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის სამიზნე ჯგუფად განსაზღვრულია ფერმერები, შესაბამისი ასოციაციები, კოოპერატივები, სოფლად არსებული შინამეურნეობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორის წარმომადგენლები.

პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. მინისტრის მოადგილემ FAO-ს სოფლის მეურნეობის სექტორში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას.

„საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად არაერთ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. ჩვენი პროგრამები მიმართულია მეწარმეობის სტიმულირებისკენ, როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამუშავების მიმართულებებით, რაც, თავის მხრივ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას უზრუნველყოფს. სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით სექტორის აქტიურად ვითარდება, ყოველწლიურად იზრდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი; ამ შედეგების მიღწევაში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“, -აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

პროექტის ფარგლებში, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, გაიზრდება ფერმერების, მწარმოებელთა ჯგუფების, ახალგაზრდების და ქალების შესაძლებლობები, ასევე, სოფლის განვითარების საკითხებზე ამაღლდება მოსახლეობის ცნობიერება.

საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის რაიმუნდ იელეს განცხადებით, აღნიშნული პროექტი, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

„აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას, რაც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პროექტი, რომელსაც ხელი დღეს მოვაწერეთ, სოციალურად ინკლუზიური სოფლის განვითარების პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს. პროექტში განსაკუთრებული აქცენტი ქალებსა და ახალგაზრდებზე გაკეთდება. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ ორი სოციალური ჯგუფის მობილიზება და გაძლიერება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის განვითარებას, ახალი იდეებისა და ინოვაციური მიდგომების შემოტანას“,- აღნიშნა რაიმუნდ იელემ.

პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე კარნერი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი”…

0
„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი
#image_title

„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი”…

🥐 ლეჩხუმური ნიგვზიანი პური

აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრანტ ქალებს, ამ სილამაზეებისთვისაც რჩებათ დრო…

0
“აჭარელ ქალს ქარგვა და ქსოვა სისხლში აქვს” …
 ულამაზესი აჭარული ნაქარგობები მარნეულში, სოფელ მარადისშიც აღმოვაჩინეთ… აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრანტ ქალებს, ამ სილამაზეებისთვისაც რჩებათ დრო…

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„საქართველოში თხილის სექტორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე საჭირო ცოდნაზე წვდომის კუთხით“-ოთარ შამუგია

0

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში კომპანიის MMG Agriculture თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ მეთხილე ფერმერებს შეხვდა, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან.

„ჩვენ ხშირად ვხვდებით ფერმერებს და მათგან ვისმენთ ინფორმაციას არსებული საჭიროებების შესახებ. საქართველოში თხილის სექტორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს; ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე საჭირო ცოდნაზე წვდომის კუთხით. ხარისხიანი მოსავლით ფერმერები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან და მეტ შემოსავალს მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ შარშან, კლიმატური პირობების მხრივ, საკმაოდ რთული წელი გვქონდა, ამიტომაც ხარისხის კუთხით გარკვეული გამოწვევები იყო. მთლიანობაში, შარშან, მოსავალი 5 ათასი ტონით მეტი იყო, ვიდრე წინა წელს, წელს კი, გაცილებით უკეთესს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო პროგრამები და ფერმერების აქტიურობა, ერთობლივად კარგ შედეგს მოგვცემს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომპანიას MMG Agriculture ქართულ-ებრაული ინვესტიციით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს გაშენებული თხილის ბაღი. 50ჰა-ზე თხილის ბაღის გაშენება 50,000 ლარით დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“. როგორც კომპანიის მფლობელი პაატა სირაძე აცხადებს, ამავე მიზნობრიობით ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რომლის ოდენობაც 1,5 მლნ ლარს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 3,291 ჰექტარზე ახალი მრავალწლოვანი ბაღის გაშენება თანადაფინანსებულია 43 მლნ ლარით, მათ შორის, თხილის ახალი ბაღების გაშენება თანადაფინანსებულია 505 ჰა-ზე 1,2 მლნ ლარით. მებაღეობის განვითარების მიზნობრიობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაცემულია 123 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი, მათ შორის თხილის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 9,1 მლნ ლარი.

ინფორმაციას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

თხილის სუბსიდირებისთვის ₾23.8 მლნ დაიხარჯება – დადგენილება

0
თხილის სუბსიდირება

2024 წელს თხილის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო 23 844 075 ლარს გამოყოფს. საკანონმდებლო მაცნეზე საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლითაც „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილებები შედის.

კერძოდ, დადგენილების II მუხლი შემდეგი სახით ყალიბდება: „ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს 2022 – 2024 წლებისთვის ჯამურად არაუმეტეს 48 612 000 (ორმოცდარვა მილიონ ექვსას თორმეტი ათასი) ლარის გამოყოფა“.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მაისში ამავე დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც თხილის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი 23 980 000 ლარამდე გაიზარდა. თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა 20 935 000 ლარი იყო. მიმდინარე ცვლილებით კი 2022-2024 წლებში პროგრამის ჯამურ ბიუჯეტს 24 მილიონ 632 ათას ლარი დაემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში BM.GE-ს განუმარტეს, რომ წელს ბიუჯეტი 23 844 075 ლარი იქნება, დანარჩენი თანხა კი რაც თხილის სუბსიდირების ჯამურ ბიუჯეტში წელს აისახა და 788 ათას ლარამდეა 2023 წლის ადმინისტრაციული ხარჯია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თიბისის მხარდაჭერით, Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი – „რივერ პარკი“ შენდება

0

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, დიღომი 8-ში, უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიის – Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი, მრავალფუნქციური უბანი – „რივერ პარკი“ შენდება.

მტკვრის პირას, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, 30 000 მ2  ფართობის პროექტი დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმითა და 4 სართულიანი შენობებით გამოირჩევა.

პროექტის ინფრასტრუქტურა პარკებს, სასეირნო ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებსა და საცურაო აუზს აერთიანებს.

პროექტის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელია კეთილმოწყობილი, ფუნქციური და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი საერთო მოხმარების გამწვანებული სახურავები, რომელთა ჯამური ფართობი 1 ჰექტარზე მეტია.

დიღომი 8 გაქირავების კუთხით მოთხოვნადი უბანია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე დიმპლომატიურ და ბიზნეს სექტორში. ბოლო კვლევებით, დიღმის ტერიტორიაზე 26%-ითაა გაზრდილი უძრავი ქონების ფასები. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, „რივერ პარკი“ მომხმარებლებისთვის როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე უძრავ ქონებაში გონივრული ინვესტირების შესაძლებლობაა.

პროექტში კვ.მ-ის ფასი 1450$-დან იწყება. გადახდის მოქნილი პირობებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბინა წინასწარ შენატანის გარეშე, თვეში 1000$-დან შეიძინოს.

Index | Wealth Management უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომლის პორტფელიც ამჟამად 8 პროექტს ქალაქის შემდეგ უბნებში აერთიანებს: დიღომი 8, ავლაბარი, გლდანი, ორთაჭალა და სხვა. ამ ეტაპისთვის მიმდინარე 4 პროექტი თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება.

Index | Wealth Management-ის პროექტებსა და კომპანიის შესახებ გაეცანით ბმულზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„თხილის ბაღის მესაკუთრეებს 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით“ – ოთარ შამუგია

0
თხილის ბაღი, ფერმერი, ქართული სოფლის მეურნეობა, აგრარული განვითარება, სოფლის ცხოვრება
საქართველოს თხილის ბაღების მესაკუთრეებს 21 მილიონი ლარის სახელმწიფო დახმარება გადაეცა 44 ათასი ჰექტარზე მეტ ფართობზე. პროგრამა 2024 წელსაც გაგრძელდება და მოიცავს ბიოწარმოებისა და აგროდაზღვევის მხარდაჭერასაც.

„44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„თხილი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გაგრძელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, ასევე მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის სტიმულირება და მხარდაჭერა, რისთვისაც გასულ წელს, სამინისტრომ ახალი პროგრამა დაიწყო. დაფინანსდა 60 ბიზნესიდეა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ოთარ შამუგიამ აგროდაზღვევის პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზიანი 80 მლნ ლარს აღემატება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, რათა პროგრამა უფრო მეტად მორგებული იყოს ფერმერების ინტერესებზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli