კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ავტობუსები გადაეცა,რომლებიც 13 ლოკაციაზე გადანაწილდა

0

ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მერის ბატონი ზაზა დიასამიძის დიდი ძალისხმევის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ავტობუსები გადაეცა,რომლებიც 13 ლოკაციაზე გადანაწილდა.

მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით,რაც იმას ნიშნავს,რომ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული საჭიროებები მოუგვარდება.

ჩვენი გუნდისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება.მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა,ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი”…

0
„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი
#image_title

„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი”…

🥐 ლეჩხუმური ნიგვზიანი პური

იცოდით, რომ მარკეტში ნაყიდი ანანასის გამრავლება შეგვიძლია?

0
იცოდით, რომ მარკეტში ნაყიდი ანანასის გამრავლება შეგვიძლია?
თუ გიყვართ ეგზოტიკური მცენარეები, აუცილებლად ნახეთ 👇

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება

0

აგვისტო 

ბაღი. აგვისტოში იკრიფება საადრეო ჯიშის ვაშლი (პაპიროვკა, სუისლაპერი, ზა­ფხულის ატ­მისებრი, ლეჩხუმური შაფრანა), მსხალი (კა­ხური გულაბი, ქართული გულაბი, სამარიობო, სოხუმის დუშესი, კლაპის ფავორიტი, ვენის ტრი­უმფი, უზუნ-არმუდი) და ქლიავის საადრეო ჯიშები (მწვანე რენკლოდი, ონტარიო, ჭრელი პედრიგონი, დიდი ჰერცოგი და სხვ.).
აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება, რისთვისაც ორკაპში წინასწარ მცირეოდენ თივას ან სხვა რბილ მასალას ვათავსებთ, რათა ტოტი არ გაიხეხოს. ამ პერიოდში იცის სარეველების მომრავლება, ამიტომ ნუ დაიზარებთ მამაპაპური თოხით მათ განადგურებას.
ვენახი. საჭიროებისამებრ ტარდება ბორდოს 1%-იანი ხსნარით შესხურება, ასევე გო­გირ­დით შეფრქვევა, ოღონდ წამლობას წინ უნ­და უძღოდეს ზედმეტი ყლორტების – შტამ­ბზე ამონაყარების მოცილება (გარდა იმ ამო­ნა­ყარისა, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს გა­დასაწიდნად ან დაზიანებული მხარის შესაც­ვლელად). ამ პერიოდში ხდება ყლორტების მიბმა საყრდენზე და ნამხარის შეცლა; მტევნის ზემოთ 10 ფოთლის, ანუ 10 მუხლის, დატოვება და წვერის წაწყვეტა, ხოლო სიმწიფეში შესვლისთანავე იმ ფოთლების მოცილება, რომლებიც მტევნებს ჩრდილავს.
აგვისტოში ასევე აუცილებელი ღონისძიებაა თოხნა მიწის გაფხვიერებისა და სარევე­ლების მოსპობის მიზნით. საუკეთესო საშუ­ალებაა დამულჩვა, ანუ ვაზის ძირში ნათოხნი ბალახის, ნაკელის, ტორფის და ა.შ. დაფენა. ეს ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და სარეველებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.
ბოსტანი. კომბოსტო. იღებენ საშუალო-საგვიანო ჯიშის (თეთრთავიანი, წითელთავიანი და სავოიის) კომბოსტოს მოსავალს თანდათანობით. მოსავლის აღების დაგვიანება იწვევს თავების დახეთქას და საყვავილე ისრების განვითარებას.
სტაფილო. დამატებითი გამოკვების სახით სტაფილოს კვლებში შეაქვთ ამონიუმის გვარჯილა ან მინერალური სასუქის ნარევი გადამწვარ ნაკელთან ერთად.
ჭარხალი. იღებენ ადრეულ პერიოდში და­თესილი სუფრის ჭარხლის მოსავალს შერჩე­ვით. გვიან დათესილ ან დარგულ ჭარხალს და­მატებით უტარებენ გამოკვებას ისევე, როგორც სტაფილოს.
თვის ბოლოკი და ბოლოკი. თესავენ თვის ბოლოკს სექტემბერში მოსავლის აღების მიზ­ნით. აუცილებელია ხშირი რწყვა, ვინაიდან წყლის ნაკლებობისას ძირხვენი არ იზრდება, უხეშდება და საკვებად უვარგისი ხდება.
ამავე თვეში ითესება წითელი, ანუ ჩინური ბოლოკი, რომლის მოსავალს ოქტომბერ- ნოემბერში იღებენ.
თავიანი ხახვი. აგვისტოს ბოლოს, როცა ხახვის ფოჩები დაჭკნება და ჩაწვება, იწყებენ მის ამოყრას. მომწიფებული ბოლქვი უნდა დაუყოვნებლივ ამოიღოთ, რადგან დაგვიანებისას შეიძლება ახალი ფესვი და ფოჩი განივითაროს.

ივლისი – თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივ­ლისშიც ბევრი სამუშაოა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

10 წლის მეფუტკრე დედოფლისწყაროდან

0
„ჩემი ცხოვრება ფუტკრის გარეშე არ წარმომიდგენია”
| 10 წლის მეფუტკრე დედოფლისწყაროდან

გიორგი მეფუტკრეების ოჯახის მეოთხე თაობის წარმომადგენელია. გიორგის დიდ ბაბუას ანუ როგორც კახეთში უწოდებენ, პაპას, შალვა ლეკაშვილს მეფუტკრეობის სკოლა დაუმთავრებია და პროფესიონალი მეფუტკრე გამხდარა. ომიდან დაბრუნების შემდეგ კოლმეურნეობაში გაუგზავნიათ მეფუტკრედ, თანამშრომლად მეუღლე, ფატიმა გოძიაშვილი წაუყვანია.

ფუტკრის მოვლაში თავის პაპასა და მამას – ბესიკს, უმცროსი გიორგიც შეუერთდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„სამინისტრო მიჰყვება ასოცირების შეთანხმების და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას“

0
„დღევანდელ მსოფლიოში, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებასთან და მის შედეგებთან ბრძოლა სულ უფრო მეტად აქტუალურია. შესაბამისად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული და მისი განხორციელება ხელს უწყობდეს ქვეყნის მდგრად და დაბალანსებულ განვითარებას. გარემოს დაცვის მიმართულებით, სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც, საბოლოოდ, მიზნად ისახავს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, მოახდინოს 27 გარემოსდაცვით დირექტივა/რეგულაციასთან დაახლოება. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ჰარმონიზებულია ევროკავშირის 21 სამართლებრივ აქტთან.
მისი განცხადებით, 2023 წელს მიღებულია სამი მნიშვნელოვანი ახალი კანონი: „სამრეწველო ემისიების შესახებ“, ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” და „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ”.
სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის მიზნით, 2026 წლის შემდგომ, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგება სრულიად ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, რომლის საფუძველს ქმნის „სამრეწველო ემისიების შესახებ” საქართველოს კანონი. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი სისტემა უზრუნველყოფს ახალ ტექნოლოგიებზე სამრეწველო სექტორის მუდმივ ორიენტირებულობას და ქვეყანაში „მწვანე ეკონომიკის“ სტიმულირებას.
კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ” სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან და უზრუნველყოფს ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მსოფლიოში აღიარებული წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მოდელზე გადასვლა. ერთ-ერთ მთავარ სიახლეს საქართველოსთვის წარმოადგენს მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა და ზედაპირული წყლით სარგებლობაზე ეკონომიკური მექანიზმის ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს წყლის რესურსების უფრო გონივრულ გამოყენებას და სათანადოდ მართვას.
„პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხსა და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 237 წერტილში; ხოლო, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მონიტორინგის განხორციელების მიზნით, 68 წყალპუნქტზე დამონტაჟდა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიური აპარატურა“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

იონჯას მოყვანა და მნიშვნელობა

0

იონჯა (Medicago) პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი, უმთავრესად მრავალწლოვანი (საშუალოდ 5-7 წელი) ბალახოვანი მცენარეა. აქვს 60—90 სმ (იშვიათად 140 სმ) სიგრძის ღეროები, რომლებიც ბუჩქს ქმნიან.

ფოთოლი სამყურაა, ყვავილედი-მტევანი 15—20 კაშკაშა ყვავილით. ნაყოფი სპირალისებურად დახვეული პარკია. ფესვთა სისტემა მთავარღერძოვანი, მძლავრი და დატოტვილია, ნიადაგში ღრმად (5—10 მ-მდე) ჩადის.

იონჯის ოჯახი (Medicago) 60-მდე სახეობას მოიცავს, სამეურნეო-საწარმოო დანიშნულებით ძირითადად იყენებენ: ლურჯს (Medicago sativa L.) და ყვითელს (Medicago falcata L).

იონჯა (ყვითელი – Medicago falcata L) მრავალწლიანი თაფლოვანი მცენარეა. მისი ღერო სიმაღლე 60 სმ-ს აღწევს, ამ ტიპის იონჯის ყვავილები დამტვერიანებას კარგად არის მისადაგებული.

ფერმერებისთვის იონჯის თივის წარმოება საუკეთესო საშუალებაა, იგი შეიცავს ყუათიან ნივთიერებებს და ცილების დიდ რაოდენობას. იონჯა გამოიყენება როგორც მწვანე საკვები და თივა — მონელებადი საკვები ნივთიერებების შემცველობის მიხედვით, იონჯას ვერ შეედრება ვერცერთი სხვა ბალახეული.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

VIDEO: „ქართველები არავინ ხართ? მოვიგეთ!“ – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

0

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს.

ნახეთ, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის წარმოუდგენელი რეაქცია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების შემდეგ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მებაღე საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლიდან – ულამაზესი ვარდების ბაღი და საკუთარი წარმოების ვაშლის ძმარი

0
xr:d:DAGCMF0v15g:11,j:3107908364611443483,t:24041208
მებაღე საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლიდან.
– ულამაზესი ვარდების ბაღი და საკუთარი წარმოების ვაშლის ძმარი – ტარიელ გურგენიძისგან სოფელ მეჯვრისხევიდან…

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თხილის სუბსიდირებისთვის ₾23.8 მლნ დაიხარჯება – დადგენილება

0
თხილის სუბსიდირება

2024 წელს თხილის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო 23 844 075 ლარს გამოყოფს. საკანონმდებლო მაცნეზე საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლითაც „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილებები შედის.

კერძოდ, დადგენილების II მუხლი შემდეგი სახით ყალიბდება: „ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს 2022 – 2024 წლებისთვის ჯამურად არაუმეტეს 48 612 000 (ორმოცდარვა მილიონ ექვსას თორმეტი ათასი) ლარის გამოყოფა“.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მაისში ამავე დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც თხილის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი 23 980 000 ლარამდე გაიზარდა. თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა 20 935 000 ლარი იყო. მიმდინარე ცვლილებით კი 2022-2024 წლებში პროგრამის ჯამურ ბიუჯეტს 24 მილიონ 632 ათას ლარი დაემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში BM.GE-ს განუმარტეს, რომ წელს ბიუჯეტი 23 844 075 ლარი იქნება, დანარჩენი თანხა კი რაც თხილის სუბსიდირების ჯამურ ბიუჯეტში წელს აისახა და 788 ათას ლარამდეა 2023 წლის ადმინისტრაციული ხარჯია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli