პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორია საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

0
როგორია საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
#image_title

როგორია საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 530.0 მლნ აშშ დოლარი იყო, ანუ შემცირდა 1.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ აშშ დოლარი – ზრდამ 2.9 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12,564.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2024 წლის იანვარ-ივლისში 5 504.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები – პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ

0
თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები - პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ
#image_title

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები – პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ

თიხის ჭურჭელი დიდხანს რომ გემსახუროთ, არსებობს გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ: ა) საკვების მომზადებისას და ბ) საკვების მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვისას და შენახვისას.

მაშ ასე:

როგორ მოვამზადოთ საკვები თიხის ჭურჭელში

პირველ რიგში, აქ ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ:

  1. არასდროს დადგათ თიხის ჭურჭელი პირდაპირ ღია ცეცხლზე, აუცილებლად გამოიყენეთ სითბოს გამანაწილებელი;
  2. თიხის ჭურჭელი მხოლოდ გრილ აირღუმელში შედგით, რათა არ მოხდეს ჭურჭლის ტემპერატურის სწრაფი ცვლილება (კერამიკას არ უყვარს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები);
  3. აირღუმელიდან გამოღების შემდეგ ცხელი თიხის ქოთანი არ დადგათ ძალიან ცივ ან სველ ზედაპირზე – უმჯობესია გამოიყენოთ ხის დაფა;
  4. კერამიკის ჭურჭელი უნდა გარეცხოთ თბილ წყალში: მოუჭიქავი თიხის ქოთნები სარეცხი საშუალების გარეშე, ხოლო ემალირებული თიხის ჭურჭელი – სულ რამდენიმე წვეთი სარეცხი საშუალების გამოყენებით.

ახლა კი უფრო ვრცლად:

  • თიხის ქოთანში, თიხის ქვაბში ან თიხის კეცზე საკვების მომზადება შეგიძლიათ ელექტრო ან გაზის აირღუმელებში, თუმცა რეკომენდებულია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჭურჭელი გრილ ან (უკიდურეს შემთხვევაში) ოდნავ შემთბარ აირღუმელში შედგათ და თანდათანობით მოუმატოთ სიმხურვალეს კერძის მომზადებისთვის საჭირო ტემპერატურამდე;
  • მოუჭიქავი თიხის ქოთანი და მისი თავსახური გამოყენების წინ 10-15 წუთით ჩადეთ ცივ წყალში. შედეგად, წყალი ფორებში შეაღწევს და აირღუმელში თიხის ჭურჭლით შედგმული კერძი, ჩათვალეთ, ორთქლზე მომზადდება – მომზადების პროცესში წყალი კერძში დაიწყებს აორთქლებას;
  • თიხის ჭურჭლის გამოყენება ასევე შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში (თიხის ჩაიდნის, ჯეზვეს და დოქის გარდა);
  • გაითვალისწინეთ, რომ თიხის ქოთანი ან თიხის ქვაბი, რომელშიც გაყინული ან ჩაციებული გაქვთ პროდუქტი, მაცივრიდან გამოღებისთანავე არ უნდა შედგათ აირღუმელში. აცადეთ გალღობა, მიიყვანეთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ გაახურეთ;
  • კერამიკის ჩაიდანს და კერამიკის ყავის მოსადუღებელს (ჯეზვე), ვიდრე მათში მდუღარეს ჩაასხამთ, აუცილებლად გამოავლეთ ცხელი წყალი. ამ ნაკეთობებისთვის არ შეიძლება: მათი დადგმა ელექტროქურაზე ან პირდაპირ ღია ცეცხლზე გამანაწილებლის გარეშე; მათში წყლის გამათბობელი ელექტროხელსაწყოების ჩადება (მაგალითად – ე.წ. „კიპიწელნიკის“); მათ გასაცხელებლად მიკროტალღური ღუმელის გამოყენება;

თიხის ჭურჭელი, ქილა, ქოთანი, კეცი.

როგორ გავრეცხოთ თიხის ჭურჭელი

თიხის ჭურჭელი ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, ზოგჯერ – პირიქით, მისი გამოყენება, გარეცხვა და შენახვა მარტივია.  ალბათ ნათელია, რომ მოვლის სიმარტივე დამოკიდებულია დამზადების ტექნოლოგიაზე.

მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გარეცხვა

  • მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გარეცხვა ცხიმისგან, შედარებით რთული პროცესია. ამიტომ, უმჯობესია, მომზადებული საკვები მასში დიდხანს არ დააყოვნოთ;
  • თუკი ძლიერ დაცხიმიანდა და ცხიმი უკვე „ჩამჯდარია“ ფორებში (მაგალითად, ცხვრის ხორცის მომზადებისას), მისი მოსაშორებლად შეგიძლიათ ძველი რეცეპტი გამოიყენოთ: ქოთანი აავსეთ ცივი წყლით, ჩაამატეთ ცოტა ძმარი, შედგით გრილ აირღუმელში და თანდათანობით უმატეთ ცეცხლს. 30 წუთის შემდეგ ქოთანი აირღუმელიდან გამოიღეთ, გააცივეთ, გარეცხეთ და კარგად გაავლეთ;
  • თუკი თიხის ქოთნები ან თიხის ქვაბი საკვების მომზადების შემდეგ მსუბუქად არის „დასვრილი“, შეგიძლიათ გარეცხოთ თბილი წყლით, მინიმალური რაოდენობით სოდის დამატებით;
  • მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გასარეცხად არ შეიძლება ქიმიური ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენება, მით უმეტეს ისეთის, რომელსაც ძლიერი სურნელი აქვს, რადგან ასეთი ჭურჭელი მარტივად „იღებს“ სუნს.
  • ამ თვისების გათვალისწინებით, ასევე უმჯობესი იქნება, თუკი სხვადასხვა კერძისთვის – მაგალითად, ლობიოსთვის, თევზისთვის თუ ცხვრის ხორცისთვის – სხვადასხვა თიხის ქოთანს ან თიხის ქვაბს გამოიყენებთ. მოუჭიქავ თიხის ქოთანს მწვანილისა და სუნელების არომატიც კარგად უჯდება ფორებში (რაც, ერთი მხრივ, დიდი პლუსია);
  • თუკი უსიამოვნო სუნი გაუჩნდება, თიხის ქოთნები დროდადრო აირღუმელში გამოწვით ხოლმე;
  • გარეცხვის შემდეგ მოუჭიქავი თიხის ქოთნები, თიხის ქვაბი ან სხვა ჭურჭელი საგულდაგულოდ უნდა გაამშრალოთ და შემდეგ ჰაერზე თავდაუხურავ მდგომარეობაში კარგად გააშროთ (თუ შესაძლებელია – მზეზე). მოუჭიქავი ჭურჭელი უნდა შეინახოთ ნესტისგან დაცულ ადგილას, ასევე თავდაუხურავად;
  • თუკი თიხის ქოთანს კარგად არ გაამშრალებთ და სველს შეინახავთ, შეიძლება ობი გაუჩნდეს; ობის მოშორება შესაძლებელია სოდის და წყლის ნაზავით (უნდა მომზადდეს 1 წილი 1 წილზე, პასტის კონსისტენციის), რომელიც უნდა წაუსვათ ქოთნის კედლებზე, 30 წუთი გააჩეროთ, შემდეგ კარგად ჩამორეცხოთ, გაავლოთ, გაამშრალოთ და შემდეგ გააშროთ, სასურველია – მზეზე. შენახვამდე დარწმუნდით, რომ კარგად არის გამშრალი.

მოჭიქული თიხის ჭურჭლის გარეცხვა

მოჭიქული თიხის ჭურჭელი არ მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას.

  • კერამიკის ქვაბი არ „ჩაიჯენს“ სუნს, ამიტომ მის გასარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები და იშვიათად – ჭურჭლის სარეცხი მანქანაც კი;
  • აქ მთავარია ერთი წესი: მოჭიქული ჭურჭლის გარეცხვისას არ გამოიყენოთ მავთულის სახეხი ან ზუმფარა – ამით ზედაპირს დააზიანებთ.

მოჭიქული თიხის ქვაბები ბევრ მოსწონს ლამაზი ვიზუალისა და მაღალი გამძლეობის გამო. თუმცა ერთი რამ წინასწარ უნდა იცოდეთ: ორთქლზე მომზადებული კერძის ეფექტსა და თიხის არომატს ნუ დაელოდებით – ემალის ზედაპირი ბლოკავს თიხის ფორებს და მათში წყალი ვერ ხვდება.

წყარო:

როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წელი – თარიღები

0
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბრიდან დაიწყება. 

როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წელი – თარიღები

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბრიდან დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონით, საჯარო სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. წელს 15 სექტემბერი კვირა დღეს ემთხვევა, შესაბამისად, მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს 16 სექტემბრიდან დაიწყებენ.

ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება…

0
შინდს მოწონს ნახევრადჩრდილი, ვერ იტანს წყლის ჩადგომას ფესვებში, ჭირდება დრენირებული ნეიტრალური ან სუსტად ტუტე ნიადაგი-კირნარი
#image_title

ბუნებაში შინდი კარგად ხარობს. მისი ბუჩქი 100წელზე მეტ ხანს ცხოვრობს. ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება…

შინდს მოწონს ნახევრადჩრდილი, ვერ იტანს წყლის ჩადგომას ფესვებში, ჭირდება დრენირებული ნეიტრალური ან სუსტად ტუტე ნიადაგი-კირნარი, გაზაფხულზე დარგვა არ ვარგა, -კვირტების გაშლამდე უნდა მოესწროს, უკვე თბილ ნიადაგში, ამიტომ ირგვება შემოდგომაზე, სექტემბრის შამდეგ.
მსხმოიარობისთვის კარგი იქნება, თუ წყვილად დარგავენ.
ყვავილობა იწყება აპრილიდან, გაზაფხულზე უნდა გაისხლას, მორწყვა -ზომიერად, კვება დარგვისას,- ნეშომპალა, გაზაფხულზე, – ხის ნაცარი, ძვლის ფქვილი,
ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება მურაბა, კომპოტი, ჯემი, წვენები, მას სასარგებლო თვისებებიც აქვს – ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნიტეტის ასამაღლებელი, მატონიზირებელი, ანემიის საწინააღმდეგო ეფექტი…

მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც. ცოცხლობს 250 წლამდე. შინდი გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება ბარში, მაგრამ არც თუ იშვიათად გვხვდება იგი მთაშიც 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

შინდის ნაყოფი 10 პროცენტ შაქარს, 2-3,5 პროცენტ ორგანულ მჟავებს და 55 მგ პროცენტ ვიტამინ C-ს შეიცავს. გამოიყენება მურაბისა და კომპოტის, ხილფაფის და მარმელადის, გამაგრილებელი სასმელებისა და ლიქიორის დასამზადებლად. ნედლ და ხმელ ნაყოფებს იყენებენ როგორც საწებ-სანელებელს ხორციანი კერძებისათვის.

მიირთვით ახალი და მწიფე ნაყოფი უმად, რათა სრულად მოიწვდოს მისი გემო და სარგებელი.

გამოიყენეთ ნაყოფი სალათების, სოუსების, დესერტებისა და სასმელების მოსამზადებლად.

დაარეგულირეთ მისი გემო კერძებში სხვადასხვა ინგრედიენტების დახმარებით, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი.

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებს აქვეყნებს

0
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებს აქვეყნებს
#image_title

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებს აქვეყნებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს, სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე, გამოქვეყნდება აღნიშნული ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაცია და დაიწყება კანონმდებლობით განსაზღვრული დეტალური მუშაობა, საბოლოო შედეგების ჩამოყალიბებისთვის.

მინისტრის თქმით, სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.

„ცნობილია, რომ ქუთაისში, მიმდინარეობს აღნიშნული ოჯახების, მორიგი ნაწილისთვის, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომლის მშენებლობაც ფინალურ ეტაპს უახლოვდება.

უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ის დასრულდება და ჩვენ შეგვეძლება, 1040 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ბინა. არის გათვალისწინებული 1, 2 და 3-ოთახიანი ბინები, რომლებიც განაწილდება ოჯახის სულადობის მიხედვით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ბინის მიღების კანდიდატი ოჯახების წარმოდგენილი განცხადების წინასწარი შეფასების მოსამზადებლად. სულ, 5 706 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან, წინასწარი მონაცემებით, შემდგომ განხილვას ექვემდებარება 3 905 ოჯახის განაცხადი.

ამ პროცესში, ყველას ექნება შესაძლებლობა, დღევანდელი დღიდან, 15 სამუშაო დღის განმავლობაში, წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელსაც დაამუშავებს სააგენტო გაივლის კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს და შედეგად, ჩამოყალიბდება იმ ოჯახების ჩამონათვალი, რომლებსაც მიენიჭება პრიორიტეტი მათი საჭიროებების სიმწვავის, ასევე ოჯახის წევრთა სიმრავლის მიხედვით.

მინდა, ვთხოვო ყველა დაინტერესებულ პირს, რათა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიაწოდონ ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, მინიჭებული ქულა მოითხოვდეს დაზუსტებასა და გადახედვას. ამ გზით სააგენტო შეძლებს მაქსიმალურად ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილებები, სწორედ განსაზღვროს პრიორიტეტები, სწორად განსაზღვროს , ვის რამდენად მწვავე საჭიროება აქვს საცხოვრებელი უზრუნველყოფისთვის.

ამავდროულად, მინდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არის წინასწარი შეფასების შედეგად და ეს არ არის საბოლოო შეფასება, ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ რაიმე წინასწარი დათვალიერებისა და პროგნოზებისგან თავი შეიკავონ.

ასვე იქნება გათვალისწინებული, რომ ეს არ არის ერთიანი სია. ბინების ზომების გათვალისწინებით და ოჯახების სულადობის მიხედვით განისაზღვრება და ჩამოყალიბდება საბოლოო გადაწყვეტილებები. სხვადასხვა ოჯახს აქვს განაცხადი ,ზოგ ერთოთახიან ბინაზე, ზოგს ოროთახიანზე და ზოგს სამოთახიანზე. აქვე გათვალისწინებული იქნება განსახლების წინა ეტაპზე დაუკმაყოფილებელი ოჯახებიც, რომელთაც კანონმდებლობის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად აქვთ მინიჭებული პრიორიტეტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

სახიფათო მეორადი ტანსაცმელი – როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან

0
xr:d:DAGCd9ubXew:12,j:5553363272832789436,t:24041509

მეორადი ტანსაცმელი მსოფლიოში სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება, ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. შესაბამისად, მზარდია იმპორტიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს თებერვალში საქართველოში 3,078 მლნ აშშ დოლარის მეორადი მოხმარების ტანსაცმელი შემოვიდა, რაც 38%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის თებერვალში საქონლის იმპორტმა 2,236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 6,2 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 40,745 მლნ აშშ დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, 2022 წელს 34,513 მლნ აშშ დოლარის.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობის და მოხმარების ზრდა ცუდი არ არის, თუმცა კონტროლი აუცილებელია, რაც ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. მით უფრო, რომ მეორადი ტანსაცმელი დამუშავებისა და შენახვის პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს.

როგორც დერმატოლოგმა ნინო ორახელაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში “თქვენი დრო“ განმარტა, თუ ტანსაცმელს სპეციფიკური სუნი აქვს, ესე იგი, შესაბამისი ხსნარით დამუშავებულია, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან შესაძლოა, ამის შემდეგ შენახვის პირობები დაირღვა და მისი მოხმარება მაინც საშიში იყოს.

„დამუშავებულიც რომ იყოს, ისიც გასარკვევია, რა პირობებში ინახებოდა, სანამ წამოვიდა. შეიძლება დაამუშავეს, მაგრამ იყო ნესტში, სადაც არ ნიავდებოდა, რაც „კარგი წყაროა“ ობის სოკოს განვითარებისთვის და მტვრის ტკიპასთვის. ამ შემთხვევაში, შეიძლება, კანის ქავილი დაიწყოს, უკვე არსებული დაავადებები გაამწვავოს, კანზე ალერგიული რეაქცია წამოვიდეს. მეორეს მხრივ, თუ დამუშავებულია, შეიძლება თვითონ ამ ქიმიურმა საშუალებებმა ალერგიული რეაქცია მოგცეთ“,- აღნიშნა ნინო ორახელაშვილმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, დერმატოლოგი ამბობს, რომ აუცილებელია ტანსაცმლის 60-70 გრადუსში გარეცხვა, ასევე, ორთქლით დამუშავება.

„არის ქსოვილები, რომელიც ასეთ ტემპერატურაზე ვერ გაირეცხება, მაგალითად, აბრეშუმი, ამიტომ ორთქლით უნდა დამუშავდეს. უთოებს აქვს ახლა ეგ ფუნქცია და აუცილებლად უნდა მოხდეს დამუშავება. ფეხსაცმელშიც, არის სადეზინფექციო საშუალებები, რომლის შესხურებაც ხდება და შემდეგ დახურულ პარკში შენახვა.

თუ ატყობენ, რომ კანი გაღიზიანდა, ან უცაბედად ქავილი დაიწყო, ეს შეიძლება მუნი იყო, ან კანის გაღიზიანება, აღარ გამოიყენონ ეს ტანსაცმელი და მიმართონ დერმატოლოგს“,- განაცხადა ნინო ორახელაშვილმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ

0

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.

თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ.

მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებში.

მცხეთაში თიბისის ბარათებით გადახდისას შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს: მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის  თიბისი ბანკის მოსწავლის  ბარათებით მგზავრობა უფასოა. ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე – თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე  მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში.

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება 2 ლარია და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.

ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ტყეში ჩაფლული ხაშმის დედამარიამის კომლექსი

0
ტყეში ჩაფლული ხაშმის დედამარიამის კომლექსი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება

0
დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება
#image_title

დაფნა – დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება

„ლაურუს ნობილის“ – ასე ჰქვია დაფნას ლათი­ნურად, სიტყვა „ნობილის“ კეთილშობილს ნიშნავს. კეთილშობილი დაფნის გვირგვინით რომ საბერძნეთში გმირებს, პოეტებსა და გამარჯვებულ სპორტსმენებს ამკობდნენ, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ სიტყვა „ლაურეატი“ რომ „ლაურუსი“-დან წარმოდგება, ეს შეიძლება ბევრმა არც იცოდეს.
დაფნა ველურად იზრდება ხმელთაშუა ზღვის სა­ნაპირო ტყეებში, სწორედ აქედან დაიწყო მისი გავ­რცელება.
დაფნა თავისი უნიკალური თვისებების წყა­ლობით მალე გავრცელდა იტალიაში, საბერძნეთში, იუგოსლავიაში, თურქეთში, სირიაში, ყირიმსა და კავკასიაში; მრავლდება თესლით. იმის გამო, რომ თესლი ადვილად ხმება, თესა­ვენ შემოდგომით.
დაფნის ფოთლები და ახალგაზრდა ყლორ­ტები შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც გამოიყენება სანელებლად. ნაყოფის ცხიმოვანი ზეთი გამოიყენება მედიცინაში. იმის გამო, რომ კარგად იტანს გაკრეჭას, დეკორატიულ ნარგაობებშიც ხშირად შეხვდებით. ხშირი ნარგაობა ღობედაც მშვენიერია.
დაფნის გამრავლება ყველაზე იოლია ბუჩ­ქის ამონაყარებითა და თესლით.
კალმები დასაფესვიანებლად უნდა აიჭრას აპრილში, შეიძლება ივნის-ივლისშიც; თითო­ეული მათგანი უნდა იყოს 6-8 სმ სიგრძისა, მომწიფებული, მაგრამ არა გახევებული. ფოთლების დამოკლების შემდეგ კალმებს ნეშომპალა-ქვიშიან ქოთნებში რგავენ. ქვედა ფენის, ანუ ნეშომპალიანი შრის სისქე უნდა იყოს 2-4სმ, ხოლო ქვიშიანი შრე – 2-3 სმ. დაფესვიანებას 1 თვე ესაჭიროება. ამის შემდეგ კალმები მუდმივ ადგილზე გადაირგვება. დაფნა იშვიათი მცენარე არ არის და მისი ნერგის, თესლის, აგრეთვე კალმის შოვნა სირთულეს არ წარმოადგენს; თანაც ძალიან ადვილი მოსავლელია და მისი გახარება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შესაძლებელი.
დაფნის ფოთოლი ყველაზე გავრცელებული სანელებელია – გამოიყენება არა მარტო ოჯა­ხურ პირობებში, არამედ კვების მრეწველობაშიც. მას ამატებენ გამდნარ ყველს, აუცილებელია კიტრის, პატისონის, პამიდვრის მწნილებისა და მარინადების დასამზადებლად, თევზის კონსერვების, ძეხვისა და ხორცის წარმოებაში. ზოგიერთ ქვეყანაში დაფნის ფოთოლი სასმე­ლებისთვის, დესერტისა და ჩაისთვის არომატის მისაცემად გამოიყენება. გარდა ამისა, დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება.

ფეიხოა სამხრეთამერიკული მარადმწვანე ბუჩქი ან 5 მეტრამდე სიმაღლის ხეა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

დაფნა (Laurus nobilis) მცენარე, რომელიც ფართოდ გამოიყენება არამარტო სამზარეულოში, არამედ მედიცინაში და სილამაზის მოვლაში თავისი მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებებით. დაფნის ფოთლები და თესლები მდიდარია აქტიური კომპონენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას. ამ სტატიაში განვიხილავთ დაფნის ფოთლის ეთერზეთის და თესლის ცხიმოვანი ზეთის გამოყენების სარგებელს და პრეპარატების მოქმედებას.

დაფნის ფოთლის ეთერზეთის სარგებელი

დაფნის ფოთლის ეთერზეთი ცნობილია თავისი ძლიერი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და სუნთქვის გზების გამწმენდ თვისებებით. მისი გამოყენება ჯანმრთელობის სხვადასხვა სფეროში შეიძლება.

  • დაფნის ეთერზეთის სარგებელი სუნთქვის გზების გაჯანსაღებისთვის: ეთერზეთი ეხმარება ბრონქიტისა და ასთმის სიმპტომების შემცირებაში. მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს სუნთქვის გზების გაწმენდას და ჰაერის გამოყვანას.
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: ეთერზეთის მიღება ეხმარება სხვადასხვა ანთებითი პროცესების, როგორიცაა სახსრების ტკივილი და კუნთების დაჭიმვა, შემცირებაში.
  • სუნის სუფთად და სტრესი: დაფნის ეთერზეთი ცნობილია როგორც ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება, ხელს უწყობს სტრესის შემცირებასა და მენტალურ ჯანმრთელობას.

დაფნის თესლის ცხიმოვანი ზეთის სარგებელი

დაფნის თესლის ცხიმოვანი ზეთი აქვს მრავალი სასარგებლო თვისება.

  • დაფნის თესლის ცხიმოვანი ზეთის სარგებელი კანის მოვლისთვის:
  • ეს ზეთი რელაქსაციისა და კანის გაწმენდის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ის ხდის კანს უფრო ელასტიურსა და რბილს, გარდა ამისა, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები.
  • ცხიმოვანი ზეთის რეგულარული გამოყენება ეხმარება გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ზღუდავს ცუდი ქოლესტერინის დონეს და ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს.
  • ცხიმოვანი ზეთი შემცავს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო თვისებებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს სტრესისა და დაავადებების წინააღმდეგ.

როგორ უნდა გამოიყენოთ დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი

  • ეთერზეთის გამოყენება: რამდენიმე წვეთი ეთერზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრეის ფორმით სუნთქვის გზების გაწმენდისთვის ან ატმოსფეროს დასუფთავებისთვის. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ეთერზეთიგამოიყენოთ მასაჟისთვის.
  • ცხიმოვანი ზეთის გამოყენება: გამოიყენეთ იგი როგორც კანის მოვლის პროდუქტში, როგორც დამატებული ინგრედიენტი კრემებში ან ლოსიონებში. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის კვების პროდუქტი მისი დამატებით.

 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება

0
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი
#image_title

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს იხსნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს (24 აგვისტო) გახსნის. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველს ნადირობა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის შემდეგ, აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე პერიოდში შეეძლება. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

გასათვალისწინებელია, რომ ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ნადირობა აკრძალულია ყველა სხვა იარაღიდან, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფო), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.