ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, ის 1912 წელს დაარსდა

0
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, ის 1912 წელს დაარსდა. ბოტანიკური ბაღის დაარსება უკავშირდება ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორის, ანდრია კრასნოვის, სახელს. 1998 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი გახდა.
ბოტანიკური ბაღი აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლზე მდებარეობს. ბაღს ზღვის სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება.
მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს. ბოტანიკურ ბაღში შეგხვდებათ: იელების მდიდარი კოლექცია, საპნის ხე, ქონის ხე, ბამბუკის მრავალი სამრეწველო ჯიში, მამონტის ხე, მარადმწვანე სექვოია და სხვა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

როგორ უნდა მოვიქცეთ ფუტკრის, ბზიკისა და კრაზანის ნაკბენის დროს – ალერგოლოგი ნესტრის ამოსაღებად დანის გამოყენებას არ გვირჩევს

0
Georgian infographic about insect bites with three panels on bees, wasps and hornets and prevention tips.
როგორ უნდა მოვიქცეთ ფუტკრის, ბზიკისა და კრაზანის ნაკბენის დროს – ალერგოლოგი ნესტრის ამოსაღებად დანის გამოყენებას არ გვირჩევს

მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს

0

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. „მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს. აღმოაჩინეთ ჩვენი სტუმარი ქვეყნის გასტრონომიული არსი. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი თქმით, 29-31 იანვარს, საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

Desde las montañas hasta el mar, la cocina de Georgia conquistará #MadridFusion2024 . Descubre la esencia gastronómica de nuestro país invitado. 🇬🇪 Georgia Travel
———-
From the mountains to the sea, Georgia’s cuisine will conquer #MadridFusion2024. Discover the gastronomic essence of our guest country. 🇬🇪

Georgia – Where Hospitality Is The Main Course …..

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სოფელი საქართველოში, რომელსაც უცნაური სახელი აქვს…

0

სოფელი, რომელსაც უცნაური სახელი აქვს…

მათხოჯი – სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში. სოფლის ჩრდილოეთ მხარეს 150 მეტრი სიმაღლის მთაზე დგას მე-6 საუკუნის ციხე-სიმაგრე, ამჟამად ე.წ “ნაციხარი”. სოფელში ორი ტაძარია: წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და წმიდა ბასილის ეკლესია.

მათხოჯი გამოირჩევა თავისი მოხდენილი გეოგრაფიული მდებარეობით და სილამაზით.

იმერეთში მდებარე სოფელ მათხოჯის შესახებ ერთი უცნაური ისტორია არსებობს. სოფელში მცხოვრებ მათეს ჰყოლია ცხენი, სახელად ხოჯი. ერთ დღე ხოჯი დაიკარგა, მთელი დღის ძებნის შემდეგ ცხენი იპოვეს და პატრონს დაუძახეს: მათე ხოჯი აქაა-ო. ასე დაერქვა სოფელს მათხოჯი.

ყველის შენახვა ზამთრითვის – მომზადების წესი

0
წათხის მომზადების ტრადიციული რეცეპტის შესახებ მითები და რეალობა
წათხის მომზადების ტრადიციული რეცეპტის შესახებ მითები და რეალობა
ყველის შენახვა ზამთრითვის 
ინგრედიენტები:
ყველი — (ზომიერ ნაჭრებად დაჭრილი)
წყალი — 6 ლიტრი
წონის მარილი — 1 კგ
შაქარი — 100 გრ
თეთრი ძმარი — 100 გრ
შაბი — 1 ნატეხი
მომზადების წესი:
1. ყველის მომზადება: დავჭრათ ყველი ზომიერ ნაჭრებად და მჭიდროდ ჩავალაგოთ გასუფთავებულ ქილებში.
2. მარილიანის მომზადება: ავადუღოთ 6 ლიტრი წყალი და დაველოდოთ სრულ გაცივებას.
3. დანამატების გახსნა: ცივ წყალში დავამატოთ მარილი, შაქარი, შაბი და თეთრი ძმარი. კარგად მოვურიოთ, სანამ ყველაფერი სრულად არ გახსნება.
4. დაკონსერვება: მიღებული ცივი წვენი დავასხათ ქილებში ჩალაგებულ ყველს და მჭიდროდ მოვხუფოთ.
შენახვის ვადა: ინახება წლები, ზამთარში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გახსნათ და მიირთვათ.
წყარო: nona lomia

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ადიდებულ მდინარეში შესული დედა-შვილი გადაარჩინა – კაცი მდინარეში ქალისა და 2 ბავშვის გადასარჩენად შევიდა – მან დედა-შვილის გადარჩენა მოახერხა, თუმცა თავად დინებამ წაიღო

0
Collage: left shows people near a gated building at night; top-right is a smiling man outdoors; bottom-right a man and woman posing outdoors.
ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ადიდებულ მდინარეში შესული დედა-შვილი გადაარჩინა - კაცი მდინარეში ქალისა და 2 ბავშვის გადასარჩენად შევიდა - მან დედა-შვილის გადარჩენა მოახერხა, თუმცა თავად დინებამ წაიღო
  • კაცი, რო­მელ­მაც მდი­ნა­რე სქურ­ში დედა და 2 შვი­ლი გა­და­არ­ჩი­ნა, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­აა.
წალენჯიხაში, მდინარეში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს
უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა კაცი მდინარის ფერდზე იპოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ქალისა და 2 ბავშვის გადასარჩენად შევიდა – მან დედა-შვილის გადარჩენა მოახერხა, თუმცა თავად დინებამ წაიღო

“09.08.2026 წლის და­ახ­ლო­ე­ბით 17:02 სა­ათ­ზე, 112-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჯგა­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, კუ­რორტ სქურ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ ოთხი მო­ქა­ლა­ქე გა­ი­ტა­ცა, მათ შო­რის ორი ბავ­შვი. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის მის­ვლი­სას სამი მო­ქა­ლა­ქის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და, ხოლო 45 წლის მა­მა­კა­ცის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის დად­გე­ნა თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მო­ხერ­ხდა, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და რა დრო­საც იგი ჩქარ­მა დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა.

ხან­გრძლი­ვი და ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად მა­მა­კა­ცი მდი­ნა­რის მო­პირ­და­პი­რე ნა­პირ­ზე, მთის მხა­რეს ცო­ცხა­ლი იპო­ვეს. მისი გა­მოყ­ვა­ნა წარ­მა­ტე­ბით შეძ­ლეს მაშ­ვე­ლებ­მა და ამ დრო­ის­თვის მო­ქა­ლა­ქე ი.მ. გა­დაყ­ვა­ნი­ლია რუ­ხის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ამ ეტაპ­ზე, ოთხი­ვე მო­ქა­ლა­ქე უსაფრ­თხოდ არის” – წერს ცოტ­ნე შო­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელში

 

გრიპის ვირუსის გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის – სპეციალისტები გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობენ

0

„გრიპის ვირუსის შემთხვევები გახშირდა. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება. ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის – სპეციალისტები იანვრის პირველ კვირაში გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობენ.
ვრცლად – rustavi2.ge/ka/news/272788

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ტყეში ჩაფლული ხაშმის დედამარიამის კომლექსი

0
ხაშმის დედამარიამის კომლექსი ტყის სიღრმეში არქეოლოგიური ძეგლი
ხაშმის დედამარიამის კომლექსზე მრავალი მითი არსებობს. რეალობა ხშირად განსხვავდება ხალხური ლეგენდებისგან.
ტყეში ჩაფლული ხაშმის დედამარიამის კომლექსი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა – ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთია

0
ატმის ექსპორტი

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა.

2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ატმის ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყიდვების მაჩვენებელი მზარდია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ექსპორტი რეკორდული იყო და 30.4 მლნ დოლარს შეადგენდა.

2024 წლის 6 თვის სტა.ტისტიკის მიხედვით, საქართველომ 2 537 ტონა ატმის ექსპორტით 2 მილიონ 748 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 92.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოში ატმის ექსპორტი მოსავლის აღებასთან ერთად აქტიურდება. პროცესი მაისიდან იწყება და ზაფხულის თვეებში იზრდება. ექსპორტის დიდი ნაწილი ივნისზე მოდის.

წლების განმავლობაში ატმის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია. წელსაც პროდუქტის ძირითადი მოცულობები სწორედ ამ მიმართულებით გავიდა.

იანვარ-ივნისში რუსეთში ჯამში 2 მილიონ 448 ათასი დოლარის ღირებულების 2 140 ტონა ატამი და ნექტარინები გაიყიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია.

მეორე ქვეყანა, სადაც ატმის ექსპორტი განხორციელდა, სომხეთია. მეზობელ ქვეყანაში ჯამში 300 ათასი დოლარის 396 ტონა ატამი გავიტანეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში 2024 წლის პირველ ექვს თვეში ატმის იმპორტიც გაიზარდა. ამ პერიოდისთვის ქვეყანაში 482 ათასი დოლარის ღირებულების 948 ტონა ატამი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის 6 თვეში იმპორტირებული 551 ტონა ატმის ღირებულება 147 ათას დოლარს არ აღემატებოდა.

საქართველო ატამს ორი ქვეყნიდან ყიდულობს. თურქეთიდან წელს 480 ათასი დოლარის 947 ტონა ატამი შევიძინეთ, ნიდერლანდებიდან კი მცირე რაოდენობა მხოლოდ 2 ათასი დოლარის 0.4 ტონა ატამი შემოვიდა.

გაყინული პელმენის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

0

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გაყინული პელმენის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ხაშურში, შპს „რითეილ ჯგუფის“ სარეალიზაციო ობიექტი (მის: დ. აღმაშენებლის ქ. N5) შეამოწმეს და ლაბორატორიული კვლევის მიზნით, გაყინული ნახევარფაბრიკატის – ციმბირული პელმენის (სავაჭრო სახელწოდებით “ხინდა“, მწარმოებელი შპს “G&A GROUP”, ქ. თბილისი, დ. თავდადებულის ქ.29, ს/კ 404943683, დამზადების თარიღი: 19.04.2024 წ) ნიმუშები აიღეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 5 ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა.

კვლევის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა შპს „რითეილ ჯგუფს“ და დაევალა პელმენის აღნიშნული პარტიის რეალიზაციიდან ამოღება; გარდა ამისა, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შპს “G&A GROUP-ის” ნახევარფაბრიკატების საწარმოში – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე; ასევე, დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატი პელმენის ბაზრიდან/რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.~

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს„ მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის.

სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა“, – ნათქვამია განცხადებაში.