სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო„ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა უდავოდ მნიშვნელოვანი საკითხია, მით უმეტეს ახლა, როდესაც სახელმწიფო ამ...

„ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა უდავოდ მნიშვნელოვანი საკითხია, მით უმეტეს ახლა, როდესაც სახელმწიფო ამ სფეროში ძალიან დიდ ინვესტიციებს დებს“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა თემატური მოკვლევის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – ფარგლებში ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი ზეპირი მოსმენა გამართ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირმა ზავრადაშვილის შეფასებით, თემატური მოკვლევა გამიზნულია იმისათვის, რომ პრობლემების იდენტიფიცირების შედეგად მოხდეს კიბოს მკურნალობის უწყვეტი ჯაჭვის შევსება, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს როგორც ნაადრევი დიაგნოსტიკის ჩატარების, ასევე მკურნალობის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას მისცემს.

„ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა უდავოდ მნიშვნელოვანი საკითხია, მით უმეტეს ახლა, როდესაც სახელმწიფო ამ სფეროში ძალიან დიდ ინვესტიციებს დებს. დანახარჯები რომ სწორი და ადეკვატური იყოს, საჭიროა ძირფესვიანად შევისწავლოთ სფეროში არსებული ვითარება და დავინახოთ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ამასთანავე შევთანხმდეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ პირველ ეტაპზე, რომ სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამ თემატური მოკვლევის მთავარი მიზანიც ეს არის – იმ პრობლემების გამოკვეთა, რომლებიც ონკოპაციენტებს სერვისების ხელმისაწვდომობაზე აქვთ“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

„თემატური მოკვლევის მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კლინიკურმა ონკოლოგმა ივანე კილაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო იმ გამოკითხვის შედეგები, რომელიც თემატური მოკვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განახორციელეს და რომელშიც კლინიკების და სხვადასხვა ონკოლოგიური ასოციაციების, აღმასრულებელი სტრუქტურების, მათ შორის თბილისის მერიის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე უშუალოდ პაციენტები მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების გაანალიზების შედეგად, გამოიკვეთა დიაგნოსტიკის პროცედურებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა, ასევე ქვეყნის შიდა მკურნალობის სტანდარტების და პროტოკოლების უქონლობა და სხვა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კვლევებთან დაკავშირებით, ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან, ექიმ-ონკოლოგებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. მორიგი ზეპირი მოსმენა კი დაგეგმილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სხვა აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგნელებთან.

თემატური მოკვლევის ჯგუფი საბოლოოდ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil

SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები