მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები ჯამში 40 900 ჰა ფართობზე მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე ტყის ინვენტარიზაცია 40 900 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ეს მომავალი თაობებისთვის ტყის რესურსების მდგრადი მართვისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე მიმდინარეობს.

საველე სამუშაოებში ახალგაზრდა მეტყვე-ტაქსატორებიც არიან ჩართულები, რომლებიც, სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე საველე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა თუ სხვა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ სრულად გვაქვს განახლებული მონაცემები ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%-თვის. 2025 წელს, ინვენტარიზაციის სამუშაოები გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, ჯამში, 127 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება, რათა სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები მომავალი ათი წლისთვის“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე პროექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში – „ტყის მდგრადი მართვა სააგენტოს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე – 8 სამიზნე სატყეო უბანში“ ხორციელდება. თიანეთის სატყეო უბანი წარმოადგენს GCF-ის პროექტის სამიზნე ტერიტორიას. პროექტის ჯამური ღირებულება 654 000 ლარია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები ჯამში 40 900 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. 26 სექტემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/mtskheta-mtianetis-regionshi-tqis-martvis-attsliani-geg/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები ჯამში 40 900 ჰა ფართობზე მიმდინარეობს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/mtskheta-mtianetis-regionshi-tqis-martvis-attsliani-geg/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network