ნიუ-იორკში თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა. ექიმები დარწმუნებულები არ არიან, რომ პაციენტს მხედველობა აღუდგება.
„სრული თვალის გადანერგვის ოპერაცია შევასრულეთ, დიდი წარმატებაა. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ეს ოპერაცია გადამწყვეტი მომენტია მილიონობით ადამიანის მხედველობის აღდგენის საქმეში“, – განაცხადა ექიმმა ედუარდო როდრიგესმა.
აარონის მეუღლემ, მეგან ჯეიმსმა CNN-ს განუცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ ქმრის დანახვა ყველაზე ბედნიერი გრძნობა იყო.
აარონ ჯეიმსი მე-19 ადამიანია აშშ-ში, რომელსაც სახის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა.
იგი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება…
ჯეიმსის ორგანიზმმა ახალი ორგანო კარგად მიიღო – სისხლძარღვები მასში სწორად ფუნქციონირებს. ამასთან, კაცმა წინასწარ იცოდა, რომ გადანერგილ თვალში მხედველობა არ აღუდგებოდა, თუმცა ოპერაციას მაინც დათანხმდა, რათა ქირურგებს სათანადო გამოცდილების მიღება შეეძლოთ, რომ მომავალში სხვებს დაეხმარონ.
მასალის გამოყენების პირობები