მსოფლიოში უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ

მსოფლიოში უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა – მსოფლიოს უძველესი ღვინის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ორგანიზაციის განახლებული შეფასებით, მსოფლიოს უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ.

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის განახლებული შეფასებით, მსოფლიოში უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ.

“გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, რომლებიც თბილისიდან სამხრეთით, 50 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული, არქეოლოგებმა ფერმენტირებული ყურძნის უძველესი ნიმუშები აღმოაჩინეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეს ნიმუშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6,000–5,800 წლით (8,000 წლის წინ) თარიღდება.

ყურძნის ნარჩენების უძველეს ნიმუშებს არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებში მიაკვლიეს. ნიმუშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი შეიცავდნენ მჟავებს, რომლებიც ევრაზიული წარმოშობის ყურძნის ჯიშებისთვის (Vitis vinifera) არის დამახასიათებელი,”- ნათქვამია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვებგვერდზე.

ამ დრომდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი ითვლებოდა, რომელიც დაახლოებით 7,000 წლით თარიღდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). მსოფლიოში უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ. 31 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/msoflioshi-udzveles-ghvinos-8-000-tslis-tsin-saqartvelo/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. მსოფლიოში უძველეს ღვინოს 8,000 წლის წინ საქართველოში ამზადებდნენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/msoflioshi-udzveles-ghvinos-8-000-tslis-tsin-saqartvelo/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network