მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობა – წაუკითხეთ შვილებს ეს ლოცვა, უფალი სასწაულს მოგივლენთ – პატრიარქის მიმართვა მშობლებს

მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობა | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ერთ-ერთ ქადაგებაში, მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

უწმიდესმა მშობლების მიერ შვილების დალოცვის ლოცვა წაიკითხა და აღნიშნა, რომ ის დაიბეჭდება და დარიგდება. ილია მეორის თქმით, მშობლების მიერ შვილის დალოცვის წესი ასეთია: ბავშვი უნდა დააყენო მუხლებზე დედის და იმ ხატის წინაშე, რომლითაც დაილოცება, ორივე ხელი დაადო თავზე და წაიკითხო ლოცვა. ლოცვის დასრულების შემდეგ ნაკურთხი წყლით უნდა აკურთხონ და გარდასახონ პირჯვარი.

იმისათვის, რომ შვილი იყოს ბედნიერი, მშობელმა უნდა დალოცოს ის. ამისათვის უნდა აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი. ეს ხატი იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მას აქვს ძალიან დიდი ძალა“, – განაცხადა პატრიარქმა.

ლოცვა

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალი ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.ჰოი, უფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაეფარა შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!”

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობა – წაუკითხეთ შვილებს ეს ლოცვა, უფალი სასწაულს მოგივლენთ – პატრიარქის მიმართვა მშობლებს. 29 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/mshoblebis-mier-shvilebis-dalotsvis-mnishvneloba-tsauki/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობა – წაუკითხეთ შვილებს ეს ლოცვა, უფალი სასწაულს მოგივლენთ – პატრიარქის მიმართვა მშობლებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/mshoblebis-mier-shvilebis-dalotsvis-mnishvneloba-tsauki/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network