სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმინისტრი იმუნიზაციის წინააღმდეგ, თუ სპეციალისტთა სიტყვების არასწორი ციტირება? – “იმუნიზაციის...

მინისტრი იმუნიზაციის წინააღმდეგ, თუ სპეციალისტთა სიტყვების არასწორი ციტირება? – “იმუნიზაციის…

08/07/2022

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას, ამბობს:


“მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არაა, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება და ჩვენ ვაკვირდებით დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, ესაა თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია […]


ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის და ეს სამუშაო მიმდინარეობს […] არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები [საველე ჰოსპიტლები] საჭირო გახდეს.”


სავარაუდოდ, მინისტრს უნდოდა გაემეორებია, მაგალითად, გიორგი ფხაკაძის სიტყვები, რომლებიც მან “ალიასთან” თქვა რამდენიმე კვირის წინ, იმედია, მინისტრმა უბრალოდ თავი ვერ მოაბა სათქმელს ბოლომდე და მისი სურვილი არ არის ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო დამუხრუჭება ქვეყანაში.

გიორგი ფხაკაძე:

” ვნახოთ, რაც მოხდა ისრაელში, ავიღოთ მისი მაგალითი – ისრაელი ყველაზე დიდი ვაქცინირებული ქვეყანაა, თან მოსახლეობა აცრილი ჰყავს ფაიზერით, მაინც დაიწყო რეინფიცირების პროცესი… ვაქცინაციის შემდეგ, მოხსნეს შეზღუდვები, დაიწყეს ტაშ-ფანდური, ქორწილები და ა.შ. როცა გვეუბნებიან, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ტყუილი. გამოსავალი არის ვაქცინაცია + პირბადე + დისტანცია. მხოლოდ ვაქცინაცია არ არის საკმარისი, მხოლოდ პირბადე არ არის საკმარისი, და არც მხოლოდ დისტანციაა საკმარისი, სამივე ერთად. რატომ ჩავაკეტინოთ ქვეყანა? ხომ ხედავთ, რომ აქეთკენ მიჰყავთ სიტუაცია?

მოდით, არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა და თავად მივხედოთ თავს, გავიკეთოთ ვაქცინა, გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად ვეღარ გავუძლებთ კიდევ ერთ ჩაკეტვას.”

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესში ინფიცირებას – ამაზეც რამდენიმე კვირის წინ საუბრობდა გიორგი ფხაკაძე “ალიასთან” და გვეუბნებოდა, რომ სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი დაინფიცირებულია. თუ მინისტრმა ეს იგულისხმა, მაშინ, იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ სამედიცინო პერსონალის აცრასა და კლინიკებში მოქალაქეების ინფიცირებაზე თავად არის პასუხისმგებელი.




“სინოვაკი” თუ “სინაფარმა”? – გიორგი ფხაკაძის პასუხი – “ეს არ არის ხელოვნური ვირუსი, ეს იყო ორი ბუნებრივი ვირუსის შეჯვარებით მიღებული ვირუსი”


ლინკი –

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ministri-imunizatsiis-tsinaaghmdeg-thu-spetsialisttha-sitqhvebis-arastsori-tsitireba-imunizatsiis-protsesshits-ki-khshiria-inphitsireba/



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები