21/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„მე მივესალმები ჩვენი პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის ძალისხმევას. სხვათა შორის, ქალბატონმა ტიკარაძემ ძალიან აქტიურად იმუშავა, საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზაზე მეტი რომ ჩამოვიდეს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მადლობა ასევე ყველას, ვინვც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. იმედია, ბოლო წუთს რაიმე არ ჩაიშლება და მილიონზე მეტი დოზა ჩამოვა დაახლოებით ორ თვეში.
მანამდე ჩამოტანილი „გოგლი-მოგლი“ ჩამომტანების სინდისზე იყოს (არასწორად შევსებული ფორმები, არასწორი მოლაპარაკებები და ა.შ.), ეს ვითომ „ექსპერტები“ და ვითომ „ყველაფერშჩიკები“ რომ აპიარებდნენ. ყველაფერი „ვითომ“. დავიღალეთ.
ვამბობ სიმართლეს, არ მაინტერესებს, ჩემზე რას იტყვით. როცა ვინმე კარგ საქმეს აკეთებს, ვიტყვი, რომ კარგია. რაც მე ჯანდაცვის სამინისტრო და მმართველი პარტია მილანძღია, როცა საჭირო იყო, მაგრამ ახლა ვამბობ,- კარგი საქმე გააკეთეს.
ახლა დამიწყებენ ლანძღვას, დაბრალებას და ა.შ. სად არის ის პარტია, 1 მილიონი „ასტრაზენეკა“ რომ ჩამოჰქონდა?! სადაა ის ვაქცინა?! – არაა. ჯერ ერთი, მე არ მინდა „ასტრაზენეკა“ ჩემს ქვეყანაში. მე მინდა „ფაიზერი“ და წერტილი!
მე არ მინდა ბანძი მეორე და მეათეხარისხოვანი ვაქცინა – იმიტომ, რომ არ გვაქვს ისეთი ჯანდაცვის სისტემა, ვაქცინასთან დაკავშირებით პრობლემა როცა შეიქმნება, იმ პაციენტს ისე მოვუაროთ, როგორც საჭიროა.
ჩვენთან არ არის ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ევროპაში, ისარელში, აშშ-ში, რომ გვქონდეს ფუფუნება, „ისე რა“ ვაქცინები გავაკეთოთ და გართულებებს მოვუაროთ.
ფხაკაძემ შიგნიდან იცის ქართული ჯანდაცვა და გეუბნებით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა „ბანძ“ ვაქცინებს ვერ გადაიტანს. – გაიგეთ!
არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს „ფაიზერი“ არის მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе