ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველად მიიღო

ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით მკვდარი ცხოველების მეპატრონეზე კომპენსაცია გასცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის №332 დადგენილების შესაბამისად იქნა მიღებული. დადგენილება 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში.

მსხვილფეხა საქონლის დაცემის ფაქტი მიმდინარე წლის ივნისში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მეპატრონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემის შესახებ. მეპატრონემ კომპენსაცია უკვე მიიღო”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის №332 დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან, ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღება შეუძლიათ ფერმერებს:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

• რომელთა პირუტყვი იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით;

• ინფორმაცია ცხოველისა და ფერმერის შესახებ აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში და ფერმერს უარი არ აქვს ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე;

• ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება;

• კომპენსაციის მისაღებად ჯილეხის შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად.
ჯილეხი (ციმბირული წყლული) ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის ან მისი ხორცის გამოყენების შედეგად ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.

სააგენტოს ცნობით, ჩატარებული ყოველწლიური ვაქცინაციისა და ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველად მიიღო. 26 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/jilekhit-mkvdari-tskhovelis-mepatronem-sakhelmtsifosgan/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველად მიიღო [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/jilekhit-mkvdari-tskhovelis-mepatronem-sakhelmtsifosgan/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network