ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე ფერმერებს | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე, პროექტის – „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების ფერმერებისა და ექსტენციის თანამშრომლებისათვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, UNDP-ის პროექტი „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, შემუშავებულია ციფრული აგროპლატფორმა, რომლის საშუალებითაც ფერმერები მოსალოდნელის ამინდის შესახებ ინფორმაციას ოპერატიულად მიიღებენ. პლატფორმას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინირებით, სოფლის განვითარების სააგენტო უწევს ოპერირებას.

ტრენინგის მონაწილეებმა მოსალოდნელი ამინდის შესახებ შეტყობინების ოპერატიული მიღების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. სწავლება შეეხო ამინდის გათვალისწინებით ვაზსა და ხეხილოვან კულტურებში ჩასატარებელ ზოგიერთ აგროტექნიკურ სამუშაოებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ხეხილოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა და ინვიტრო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თეკლა ზაკალაშვილმა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, მონაწილეებს კოლექციებში მწვანე ოპერაციების და სხვლა-ფორმირების პროგრესული მეთოდები პრაქტიკული მაგალითებით გააცნეს. ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს მეხილეობის, მევენახეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით სადემონსტრაციო ბაზებზე მიმდინარე კვლევებსა და სამეცნიერო პროექტების შესახებ.

პროექტი „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ შემუშავებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ. 24 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/jighauras-mravaltslovani-kulturebis-bazaze-fermerebs-tr/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/jighauras-mravaltslovani-kulturebis-bazaze-fermerebs-tr/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network