20/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
„იმედის კვირამ“ მოამზადა რეპორტაჟი, სადაც საუბარია კლინიკებზე, რომელთა რეანიმაციულ გაყოფილებაში არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება.
ჯანმრთელობისთვის საშიში კლინიკები. შემოწმებული 107 ჰოსპიტლიდან 105-ის რეანიმაციულ განყოფილებაში არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება.
კლინიკების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც „იმედის კვირა ესტუმრა“, მაყურებლის მიერ არის მოწოდებული, ფოტოების უდიდესი ნაწილიც მათ გამოგზავნეს.
ჩვენი მიზანია არა რომელიმე სამედიცინო დაწესებულების დისკრედიტაცია, არამედ ის, რომ კეთილსინდისიერად ექცეოდნენ პაციენტებს, ადამიანებს, რომლებიც მათ საკუთარ ჯანმრთელობას უპირობოდ ანდობენ.
იმედს ვიტოვებთ, რომ ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლისთანავე დაიწყება პრობლემის აღმოფვხრა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს, სრულად გავასაჯაროვოთ კლინიკების ნუსხა, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი პაციენტების გარეშე დარჩებიან იმ ანტისანიტარიისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, რის გამოც მოქალაქეები სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან…
იმის მიუხედავად, რომ შემოწმებული კლინიკების 95% არღვევს სტანდარტს, დღეს არ არსებობს იქ არსებული მდგომარეობის გაკონტროლების ეფექტიანი მექანიზმი და თუნდაც სტერილიზაციის პირობები დაარღვიოს, კლინიკა მაქსიმუმ 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. ასეთია დღევანდელი კანონმდებლობა, თუმცა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს, სწორედ სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
„ეს ცვლილებები დაკავშირებულია სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების დაუყოვნებლივ შემოწმებასთან და ცვლილება ეხება ფარმაცევტულ სექტორში, როგორც აფთიაქების, ასევე მწარმოებლებისა თუ დისტრიბუტორების შეუზღუდავად, დაბრკოლების გარეშე შემოწმებას. ეს რეფორმები, რომლებიც წინა წელს დავიწყეთ და წელსაც აუცილებლად მოითხოვს მკაცრ და ეფექტიან კონტროლსა და მონიტორინგ. სხვა შემთხვევაში რეფორმებს აზრი დაეკარგება და რეფორმა დარჩება მხოლოდ ფურცელზე და მას პრაქტიკაში ვერ გავატარებთ“, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе