გიორგი კალანდია სამეგრელოში არსებული ტრადიციის შესახებ

გიორგი კალანდია სამეგრელოში არსებული ტრადიციის შესახებ | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სამეგრელოში არსებული ტრადიციის შესახებ წერს:

„ძველ სამეგრელოში არსებობდა ერთი უცნაური ტრადიცია: თუ ადამიანი უპატიებელ ცოდვას ან დანაშაულს ჩაიდენდა მას მაწყევარი გაუჩნდებოდა… წყევლა კი დიდი და ფრიად საშიში სასჯელი იყო ოდიშში… მაწყევარი ლურსმანს აიღებდა და წმინდა ხესთან, ან ეკლესიის ეზოში წყევლას წარმოთქვამდა, თან ლურსმანს ხის მერქანში ან ტაძრის კედელში ჩააჭედებდა… ჰოდა მაშინ “გამოიჭედებოდა”, “დაიკლიტებოდა” დაწყევლილის მომავალი… თუ დამნაშავე ცოდვის გამოსყიდვას შესძლებდა, დაზარალებული თავისსავე ჩაჭედებულ ლურსმანს კედლიდან ან მერქანიდან ამოიღებდა… დაწყევლილსაც სასჯელის უღელი აეხსნებოდა… დღეს სამეგრელოს რამდენიმე ტაძარში არაერთი ასეთი ლურსმანი ვნახე, საბედნიეროდ ყველა კედლიდან ამოღებული. ადამიანთა მოდგმის ცოდვა-ბრალიანი ცხოვრების ეს თავისებური სიმბოლოები, ამასთანავე მიტევებისა და პატიების ერთგვარი მოწმეებიც არიან”.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). გიორგი კალანდია სამეგრელოში არსებული ტრადიციის შესახებ. 4 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/giorgi-kalandia-samegreloshi-arsebuli-traditsiis-shesak/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. გიორგი კალანდია სამეგრელოში არსებული ტრადიციის შესახებ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/giorgi-kalandia-samegreloshi-arsebuli-traditsiis-shesak/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network