გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება

გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ქუთაისქალაქობა აღინიშნება.

ქალაქის ცენტრში მთელი დღის მანძილზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები, კონცერტები. აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს.

მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ქუთაისში გვირილობა ანუ ქუთაისობა ყოველწლიურად 2 მაისს იმართება. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის მოხალისეობასთან, ქველმოქმედებასთან არის დაკავშირებული. გადმოცემის მიხედვით, “გვირილობა” გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა. გიმნაზიელი გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება. 2 მაისი, 2026. https://shenisofeli.ge/gilotsavt-ormaisobas-qutaisshi-traditsiuli-sakhalkho-dg/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/gilotsavt-ormaisobas-qutaisshi-traditsiuli-sakhalkho-dg/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network