20/09/2021
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „სპუტნიკ“ ვაქცინის გამოყენების შეჩერებას ეხმაურება.
როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, სწორედ ეს ხდება მაშინ, როცა პოლიტიკოსები ჯანდაცვასა და მეცნიერებაში ერევიან.
„რუსული „სპუტნიკი” (ვაქცინა) ისეთი “მაგარია”, რომ სლოვაკეთი უკან უბრუნებს გამოუყენებელ ვაქცინებს რუსეთს და აღარ აგრძელებს ვაქცინაციას “სპუტნიკით“.
წინა კვირას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგსნიზაციამ, თითქმის 9 თვის მუშაობის შემდეგ, შეაჩერა რუსული ვაქცინის განხილვა აკრედიტაციააზე, როგორც გადაუდებელი მიხმარებისთვის (სრულზე ხომ საერთოდ არ არის საუბარი) .
ეს არის შედეგი, როცა პოლიტიკოსები (ძირითადად კორუმპირებულები) ერევიან მეცნიერებასა და ჯანდაცვაში. ამ არაპროფესიონალური ჩარევის შედეგად პოლიტიკოსები (მათთან აფილირებული ბიზნესმენებიც) იღებენ მოკლევადიან “შედეგს” (პოლიტიკური/ფინანსური), მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს წამგებიანია. შედეგი უკვე სახეზეა, რუსეთის ვაქცინის რეპუტაცია მთელს მსოფლიოში, თვით რუსეთშიც, არის შელახული და პოლიტიკურადაც ნაკლები “დივიდენტები” მოუტანა რუსეთს. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის არასანდო, გადამგდები და საკმაოდ საშიში პარტნიორი.
ინფორმაციისთვის: დღესდღეობით მსოფლიოში არის მარტო ერთი ვაქცინა (ფაიზერი), რომელმაც სრული ავტორიზაცია მიიღო ყველაზე ძლიერი (ამერიკული) მარეგულირებლისგან“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil