სხვა საქართველოს რომ ვერავინ ვერსად ნახავს ამაზე მეტყველებს ათასობით ტურისტი, რომელიც ყოველდღიურად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. წარმოუდგენელია გერგეტი შეადარო რომელიმე სხვა ძეგლს ან კლდეში ნაკვეთი ქალაქები, ციხე-კოშკები, მთები, მყინვარები, ბუნება.
Earthpix-ი საქართველოში
ის, რაც ჩვენთვის უკვე ყოველდღიურობაა და მივეჩვიეთ, სრულიად დაუჯერებელი და მისტიკური სამყაროა უცხოელი ვიზიტორებისთვის. მათი უმრავლესობა საქართველოში აუცილებლად ბრუნდება. როგორ შეიძლება არ დაბრუნდე ყაზბეგში ან თუშეთში, რომელიც მართლაც რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია – ექსტრემალური და ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზის გავლაც კი არაფრად მიაჩნიათ იმის სანახავად, რასაც თუშეთის მთები ინახავს.
მალე მსოფლიო კიდევ უფრო მეტს შეიტყობს საქართველოსა და თუშეთზე – ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამოგზაურო მედიაპლატფორმა Earthpix-ი ბლოგერებისგან.
ელენე ცინცაძემ იმოგზაურა მათთან ერთად თუშეთში და ვიდრე საქართველოს მთიანეთს 25 მილიონიანი აუდიტორია იხილავს – ნახეთ ,,იმედის კვირის’’ თუშური თავგადასავალი.