23/07/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ეს ქვეყანაც და ჯანდაცვის სისტემაც ტყუილზეა აწყობილი. სტატისტიკა, რასაც გვაწვდიან, არის ტყუილი.
ასეა, მეგობრებო, რომ ვინერვიულოთ, რა აზრი აქვს. ქვეყანას ატყავებენ – ვიცით, ირგვლივ აფერისტები არიან – ვიცით, არაპროფესიონალები გვყავს – ვიცით, რას ვაკეთებთ? არაფერს – ვიცით. ეს არის რეალობა.
პირბადეები მოიხსენითო, გვითხრეს. კი, ბატონო, ჯარიმების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ, – თუ ჩემი მეგობარი ხართ, ძალიან გთხოვთ, პირბადე გამოიყენეთ. სახალისოც იქნება, ვისაც პირბადე გექნებათ, იტყვიან, ეს არის ფხაკაძის მეგობარი. საქართველოში ძალიან მარტივად შეგიძლიათ, გამოავლინოთ ფხაკაძის მეგობარი. ადამიანი ქუჩაში სამედიცინო პირბადით თუ დადის, ე.ი. ფხაკაძის მეგობარია.
გავაკეთოთ სახალხო მოძრაობა – „მე ვატარებ ფხაკაძის პირბადეს“. მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა, თქვენ იყოთ კარგად. ამიტომაც ჩემი თხოვნაა, თუ შეგიძლიათ, გამოიყენეთ პირბადე, რადგანაც ის რეალურად გვიცავს.
გადაიღეთ ფოტოები პირბადეებში, გამომიგზავნეთ, დადეთ ჩემი ლაივის კომენტარებში, მადლობას გეტყვით“,- ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе