ბზა – მრავლდება: თესლით, რომელიც ძა­­ლი­ან კარგი აღმოცენების უნარით ხასიათდე­ბ­ა, გადაწვენით და, რაც ჩვენს პატივცემულ მკი­თხველს აინტერესებს – კალმების დაფესვიანებით

ბზა - მრავლდება: თესლით, რომელიც ძა­­ლი­ან კარგი | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
აგვისტო-სექტემბერი იდეალური დროა ბზის კალმობისთვის, როდესაც მცენარე ოპტიმალურ მდგომარეობაშია გამრავლებისთვის. ნატურალური მეთოდებით შეძლებთ ეფექტური ნერგების მიღებას.

ბზა – მრავლდება: თესლით, რომელიც ძა­­ლი­ან კარგი აღმოცენების უნარით ხასიათდე­ბ­ა, გადაწვენით და, რაც ჩვენს პატივცემულ მკი­თხველს აინტერესებს – კალმების დაფესვიანებით

ბზის დაახლოებით 30 სახეობაა გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ცენტრალური ამერიკის ტ­ყე­ებში; მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. კავკასიაში იზრდება ორი სახეობა: კოლხეთისა და ჰირკანის.
კოლხეთის ბზა მარადმწვანე ბუჩქი ან ხეა, რომელიც კარგ გარემო პირობებში 15-18მ-მდე სიმაღლესა და დიამეტრში 40-50 სმ-ს აღწევს. ამჟამად ასეთი დიამეტრის ხეები იშვიათია, თუმცა ჩემი თვალით მაქვს ნანახი მარტვილის რაიონის ტყეებში.
ბზის მერქანი ღია მოყვითალო ფერისაა, ძა­­­ლიან მძიმე (წყალში იძირება), ძვალივით მკვრი­ვი; წარმო­ადგენს უძვირფასეს მასალას სა­ხარატო ნაკეთობების, ხეზე ჭრის, გრავირების და ა.შ. საქმეში. ქერქი და ფოთლები გამო­იყე­ნება სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშ­ნულებით. მრავლდება: თესლით, რომელიც ძა­­ლი­ან კარგი აღმოცენების უნარით ხასიათდე­ბ­ა, გადაწვენით და, რაც ჩვენს პატივცემულ მკი­თხველს აინტერესებს – კალმების დაფესვიანებით. ბზის კალმები განსაკუთრებით კარგად ფესვიანდება ქვიშასა და წყალშიც!
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოში მის გამრავლება-გახარებას, შესანიშნავად ხა­რობს ფასანაურის ხეობაში, ზღვის დო­ნიდან 1700 მ სიმაღლეზე, და იძლევა მომწიფებულ თესლს; იტანს 20-25º ყინვას.
აღმოსავლეთ საქართველოში მისი კორომები გვხვდება: საგურამოში, ბულაჩაურთან – ბზი­ან ხევში, ლიახვის ნაკრძალში (მცირე კორომი), ყვარელთან და სხვ. ეს მისი მეორეული გავრცელება წარსულის გადმონაშთია, ან დაკავშირებულია საკულტო ნაგებობებთან.

როგორ მოვუაროთ მარაოსებრ პალმას

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). ბზა – მრავლდება: თესლით, რომელიც ძა­­ლი­ან კარგი აღმოცენების უნარით ხასიათდე­ბ­ა, გადაწვენით და, რაც ჩვენს პატივცემულ მკი­თხველს აინტერესებს – კალმების დაფესვიანებით. 9 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/bza-mravldeba-teslit-romelits-dza-li-an-kargi-aghmotsen/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ბზა – მრავლდება: თესლით, რომელიც ძა­­ლი­ან კარგი აღმოცენების უნარით ხასიათდე­ბ­ა, გადაწვენით და, რაც ჩვენს პატივცემულ მკი­თხველს აინტერესებს – კალმების დაფესვიანებით [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/bza-mravldeba-teslit-romelits-dza-li-an-kargi-aghmotsen/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network