27/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 27 ოქტომბერს ამბობდა, რომ საქართველოში ახლა ყველა პოლიტიკაშია გადავარდნილი…
„1. საქართველოში ახლა ყველა პოლიტიკაშია გადავარდნილი, ზოგი წითლადაა შეღებილი, ზოგი – ლურჯად, მაგრამ ფაქტია, არც ერთი არ არის საქართველოს ფერში.
2. მეგონა, საღი აზრი გაიმარჯვებდა, მაგრამ დღევანდელი დიდი მიტინგი ჩემთვის კულმინაცია იყო…. პანდემიის გამო თბილისობის გამართვა არ შეიძლება და მიტინგი შეიძლება? თბილისობაზე ტურიზმი მაინც ამუშავდებოდა. ქვეყანა ლოგიკიდან არის ამოვარდნილი.
3. ხომ გახსოვთ, როცა ნაციონალებმა მიტინგი გააკეთეს, ვლანძღე. ახლა გგონიათ, ოცნებას არ გავლანძღავ?! ორივეს მოგმართავთ, გავიგეთ, რომ არჩევნებია და გამარჯვება გინდათ, მაგრამ ქვეყნის ასე გაწირვა შეიძლება?!
4. გუშინ გუდიაშვილის მოედანი გახსნეს, მართლა კარგადაა გაკეთებული. კალაძე მიმართავდა ხალხს, ძველ თბილისს უნდა მივხედოთო. გეყოთ რა, აფერისტობა! აგერ, სოლოლაკში, ძველ თბილისში გვერდზე 8 სართულიან კორპუსს მიშენებენ.
5. სხვათა შორის, გუდიაშვილზე ძველი მარანი შეუნარჩუნებიათ, შუშით, ლამაზად…ზუსტად ისეთი მარანი, თან მე-16 საუკუნის, აგერ, ასათიანის 22 ნომერში, ჩემს გვერდზე დაანგრიეს და ახლა კლდეს ანგრევენ და მთელი უბანი ავარიული გახდა.
6. არც ნაციონალები და არც ოცნება , არც ერთი არ ფიქრობს ადამიანზე. ძველი მიტინგებიც მახსოვს. სააკაშვილის დროსაც მიტინგებზე ავტობუსებით ჩამოჰყავდათ ხალხი, იგივეა ახლაც. რატომ ვაკეთებთ იმავე შეცდომას?! ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, თუ ასე გავაგრძელეთ.
7. საქართველოში ვიმეორებთ იმავე შეცდომას, რაც ინდოეთმა დაუშვა. ინდოეთში პანდემიის ტალღისას (თან მაშინ ოდნაც დაწეული იყო გავრცელების მაჩვენებელი), დანიშნეს არჩევნები, ჩაატარეს დიდი რალი და აფეთქდა ვირუსი.
8. მიტინგზე ხალხი რომ ჩამოგყავთ, საათობით რომ სხედან მანქანებში და ავტობუსებში, მჭიდროდ ან საერთოდ რომ უკეთიათ პირბადე, ხომ იცით. ოცნებაც და ნაციონალებიც, ვინც ამ მეთოდით მიტინგებს ატარებთ, ვირუსის გავრცელების ბუდეები ხართ.
9. ქართული ოცნების და ნაციონალების ყველა ჯანდაცვის ექსპერტი წაუღიხართ წყალს. თქვენ მოგმართავთ, როგორ მიეცით საშუალება თქვენს პარტიებს, ეს დაეშვათ?! ჯანდაცვის ექსპერტებმა არ იცით, ასეთი ჩამოყვანები და მირტინგები რა გავრცელების საფრთხეა?! იცით!
10. ახლა ხომ კვდება დღეში 50 ადამიანი ვირუსით. ნახეთ, რა იქნება 2 კვირაში. არავის ვაშინებ. უბრალოდ, სიმართლეს ვამბობ. ამ ქვეყანაში ვიღაცა ხომ უნდა იყოს, ვინც სიმართლე გეტყვით?!
11. სიბრაზისგან თავს ვერ ვიკავებ. ასეთი მეწვრილმანეობა როგორ შეიძლება?! საკუთარი მიზნების გამო ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება როგორ შეიძლება? ასეთი ქმედებებით ორივე პოლიტიკური პარტია ანტივაქსერულ მოძრაობას ხელს უწყობს.
12. ქართულ ოცნებას ათჯერ უფრო დიდი პასხისმგებლობა აქვს, ისინი ქვეყანას მართავენ. ხომ უნდა დაფიქრდნენ, რას აკეთებენ?! ქვეყანაში ეპიდემიაა, ვირუსს სულ არ აინტერესებს, რომელი პარტიის, სქესის ან რელიგიის წარმომადგენელი ხარ.
13. ყველას ვესაუბრები, ოფიციალურად, არაოფიციალურად, ყველასთვის ვარ ღია, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ნაცია, ვინ ქოცია ან კიდევ სხვა პარტია. ყველას კითხვას ვპასუხობ, ყველას გვერდში ვუდგავარ საქმით, ოღონდ ყოველთვის მხოლოდ საქართველოს მხარეს ვარ და ვერასდროს ვიქნები ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარეს.
14. ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ უნდა ვიყო და არც ვიქნები არასდროს.
15. ქვეყანაში ყველა უკანონობა ერთმანეთზეა გადაბმული. მაგალითად, მერიის ამბავს მოგიყვებით. გვერდზე სამსართულიანი სახლის ნაცვლად 8 სართულიანს ხომ მიშენებენ, მე-16 საუკუნის მარანი დაანგრიეს, კლდის ქანებს ანგრევენ და ნახევარი სახლი ლამის ჩამომინგრიეს, ჩემი ლაივი 300 000 ადამიანმა ნახა და მერიას რას შვრება?! 10 000 ლარით დავაჯარიმეთ და მეტი რა ვქნათო. ეს არის ფარისევლობა, როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ. როცა გუდიაშვილზე თავს იწონებ და იქვე გვერდზე, ასათიანზე ისტორიულ სიძველეს ანგრევ.
16. ერთი და იგივე პრობლემაა საქართველოში – არ არიან პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანაზე ფიქრობენ. იგივეა მიტინზეც, როცა გჭირდებათ, კოვიდია და არ მართავთ თბილისობას, მაგრამ მიტინგისთვის თურმე კოვიდი არ არსებობს. ნაცებიც და ქოცებიც ერთნი ხართ. არც ერთი არ ფიქრობთ ადამიანებზე.
17. იმ ჯანდაცვის ექსპერტებთან, რომლებიც არიან ასოცირებულნი ან ერთ, ან მეორე პარტიასთან, მე ამ ადამიანებთან ერთ მაგიდასთან ვერ დავჯდები. როგორ მისცეს თავიანთ პარტიებს ამ მკვლელობის უფლება?!
18. ქალაქში რომ დავდივარ, ასეულობით ადამიანი მეუბნება, თქვენ რომ არ ყოფილიყავით, არ ავიცრებოდიო. ესე იგი ადამიანებს ინფორმაცია სჭირდებათ. არავისგან არაფერი მინდა. უანგაროდ ვაკეთებ.
19. სოფლის და ქალაქის გამგებლებო, სად უშვებთ ამ ხალხს? ან. ხალხო, თქვენ სად მიდიხართ ამ პანდემიისას? ხომ უნდა დაფიქრდეთ? საქართველოში 2 კვირაში ვირუსი აფეთქდება. მე, გიორგი ფხაკაძე გებნებით ამას.
20. უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ საქართველოდან მივდივარ. ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. მაინც მჯეროდა, გადაიფიქრებენ-მეთქი. რატომ წირავთ ხალხს სასიკვდილოდ? დღეს მიტინგის ჩატარება განზრახ მკვლელობაა. რეიტინგები დროებითია. რას იზამთ დეკემბერში?
21. ხალხის ჩამოყვანას არ ჯობდა, ადგილებზე ჩაგეტარებინათ მიტინგები და ის გაგეშუქებინათ? ვირუსის ადგილობრივ აფეთქებები მაინც იქნებოდა. ახლა კი რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი თბილისში აირია, ვირუსი ერთმანეთს გადასდეს და აქედან რეგიონებში ჩაიტანენ. ეპიდემიოლოგიურად ეს კატასტროფაა.
22. თქვენ გგონიათ, ამ მიტინგებით ძალას აჩვენებთ?! მე ასეთი ძალა არ მინდა. დღეში 50 კაცი, ერთი პატარა სოფელი კვდება. მალე ხალხი აღარ გეყოლებათ და იმ ძალით ვინ უნდა მართოთ?! ეს ქართველი ხალხის გენოციდია. რაც სპარსელებმა, მონღოლებმა ვერ გავიკეთეს, საკუთარ თავს ჩვენ თვითონ ვუკეთებთ.
23. ცნობისათვის – აღმოსავლეთ ევროპაში საშინელება იწყება. არავაქცინირებულ ქვეყნებს უმძიმესი ვითარება აქვთ. ამწუთას რუმინეთში კატასტროფაა, მეორე ადგილზეა უკრაინა, და შემდეგ რუსეთი. უმძიმესი ზამთარი მოდის. წინა ტალღები მონაგონი იქნება. რეგიონში მუსირებს ვირუსის ახალი ვარიანტი, „დელტას შვილიშვილი“.
24. არც ოპოზიცია ვარგა და არც ხელისუფლება. პანდემია ვერ მართეს, ვაქცინაცია ჩააგდეს. ვისაც პროცესი გებარათ, ან პენსიაზე წადით, ან გადადექით. ყველა კორუფციაშია ჩართული. სად არის უშიშროება? პროკურატურა? ქალაქში გვყავს მკვლელების ბანდა და დღეში 50 ადამიანს კლავენ, კიდევ რა ენაზე აგიხსნათ?!
25. ნუ წერთ, ფხაკაძე ნაციონალია ან ოცნება. ორივე წყალს წაუღია. ძალიან ცუდად ვარ. თქვენ ვერ ხედავთ, მე ვხედავ, რა იქნებვა 2 კვირაში ქვეყანაში. მე ვხედავ სიკვდილს, ჟანბგადის ნაკლებობას, გადატვირთულ საავადმყოფოებს. ჟანგბადი მაინც მოიმარაგეთ.
26. ვინც ჩინურით ხართ აცრილი, ფაქტიურად აცრილი არ ხართ. ვუხანურზე კარგად, ბრიტანულზეც მეტნაკლებად მუშაობდა, დელტას წინააღმდეგ ჩინური არ მუშაობს. თან მხოლოდ 2 თვე იცავს.
27. ექიმი, ვინც პაციენტს ეუბნება, არ აიცრას ან ჩინურით აიცრას, ასეთი ექიმი არ მინდა ქვეყანაში. ამიტომაც ფხაკაძე არასდროს იქნება ჯანდაცვის მინისტრი. მე თუ მოვედი მინისტრად, ექიმების ნახევარზე მეტი დიპლომის გარეშე დარჩებიან. უწყეტ სამედიცინო განათლებას ვაკეთებ და ხელის შეწყობის ნაცვლად მხოლოდ დაბრკოლებებს ვაწყდები. უწიგნურობამ დაღუპა ქვეყანა.
28. ვინც გამოდიან ჯანდაცვის ექსპერტებად, მოვკითხოთ მაგათ განათლება, ვის რამდენი წიგნი აქვს დაწერილი ან რა განათლება აქვს ამ სფეროში?!
29. მე ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას ვერ შევუერთდები ვერანაირი „სოუსით“. იმ სიბინძურის ნაწილი, რაც დღეს დავინახე, ვერ გავხდბი, მაპატიეთ. საქმის გაკეთება გინდათ?! – ყველამ იცის, სად არის ფხაკაძე. თუ საქმის გაკეთება გინდათ, ვინც არ უნდა იყოთ, როცა საქართველო მზად იქნება, კი ბატონო, აგერა ვარ. მაგრამ „ვითომ ვითომ „ საქმის გაკეთება მე არ მაინტერესებს.
30. აღიარეთ შეცდომა, თქვით სიმართლე. რაღაცას ვერ აკეთებ? თქვი. დაგიფასდება და ხალხი წამოგყვება, მაგრამ ტყუილს რომ სიმართლედ ასაღებ, ამით აგებ. მე ტყუილი არ შემიძლია.
31. მაპატიეთ ემოციურობა. თავს გაუფრთხილდით.ამ ქვეყანაში თქვენზე არავინ ფიქრობს. სანამ ფაიზერის ვაქცინა არის, აიცერით. სხვას არც გაეკაროთ. ექიმი, რომელიც გეტყვით, რომ ჩინურით უნდა აიცრათ და არა ფაიზერით, ის ექიმი არ არის და მასთან აღარასდროს მიხვიდეთ.
32. დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე, ნუ დადიხართ მიტინგებზე, წადით არჩევნებზე და კარგად დაფიქრდით, ვის მისცემთ ხმას.
33. დიდი იმედგაცრუება მაქვს. ვნერვიულობ. საქართველოში უმძიმესი ზამთარი იქნება. გაიზრდება სიკვდილიანობა, საავადმყოფოებში ადგილები და ჟანგბადი არ იქნება. ყველაფერი კარგად იქნება? არ ვიცი. ქვეყანა უმძიმეს ფაზაში შედის. პამდემიის დროს არჩევნების ჩატარება იყო უდიდესი შეცდომა. ჯანმრთელობას გისურვებთ.“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе