18/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:
ანტიტეტანური ვაქცინა შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ შემდეგ პოლიკლინიკებში:
“მედკაპიტალი”-გამრეკელის N19; “ჯანმრთელობის ცენტრი”-ალ.ყაზბეგის N14ბ; “ვერე XXI”-ქიაჩელის N18; ,,საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ – ჭავჭავაძის 44; ,,მედისონი“ – ვაჟა-ფშაველას 83/11; “მედკაპიტალი საბურთალო” გლდანი, გამარჯვების ქ. 1 (ი. ვეკუას ქ. 18); სამუშაო საათები10:00-18:00. ვაქცინაცია ასევე უფასოა იმუნიზაციის ცენტრსა და ყველა პოლიფროფილურ კლინიკაში.
“ეპიდემიის გავრცელების საფრთხე ცხოველების ლეშებთან დაკავშირებით მინიმალურია. მათი მოძიების შემთხვევაში, მიმართეთ სამაშველო სამსახურს; დალიეთ მხოლოდ ბოთლის წყალი; არ გამოიყენოთ საკვებად მალფუჭადი ან დაბინძურებული პროდუქტი; კვების, ტუალეტით სარგებლობისას, სიგარეტის მოწევის წინ და ნებისმიერი დაბინძურების შემთხვევაში დაიბანეთ ხელები სუფთა წყლითა და საპნით; მუშაობისას სხეული მაქსიმალურად დაიფარეთ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით; სითბური და მზის დაკვრის თავიდან აცილების მიზნით ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი და გამოიყენეთ ქუდები და თავსაბურავები;
ნუ იმუშავებთ შიშველი ხელებით, გამოიყენეთ სამუშაო ხელთათმანები; მტვრისაგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღბები; გაკაწვრის ან კანის სხვა დაზიანების შემთხვევაში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ტეტანუსის, ჩამოიბანეთ ნებისმიერი ჭრილობა საპნით და სუფთა წყლით და მიმართეთ სამედიცინო პუნქტებს. ნუ შეეჭიდებით ისეთ სამუშაოს, რომელიც აღემატება თქვენს ძალებს, განსაკუთრებით, ორსულები და მცირეწლოვნები: დაიცავით ჰიგიენის წესები და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას”.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze