„ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან

ანა გიგაური
2 წუთიანი წაკითხვა

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨️

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ანა შანიძესთან, რომელიც საკუთარ ჟურნალისტურ ისტორიას გვიამბობს:

„ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან – ფოტო 2

– ანა, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?

– პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან მოდის… მაშინ, როდესაც სკოლიდან სახლში მისული გასართობი გადაცემების ნაცვლად, ახალ ამბებს ვეცნობოდი…

– გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…

 

– ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი. მაშინ ჩემი მიკროფონი ლოგოს გარეშე იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, უკვე შემდგარი ჟურნალისტების მსგავსად შეუპოვარი ვყოფილიყავი. პირველი გამოცდილება პირველი აქციის გაშუქებისას მივიღე, აღარ მოვყვები, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს…

„ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან – ფოტო 3

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას..?

– ახალგზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას, ვკითხავდი – ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს, მზად ხართ ზოგჯერ ბევრი დათმოთ თქვენი პროფესიის გამო? ემსახუროთ სიცივესა თუ სიცხეში, დღე თუ ღამე…? მზად ხართ, პირადი ემოციები გვერდით გადადოთ, მაყურებლამდე არ მიიტანოთ თქვენი შიშები, გრძნობები, ტკივილები, წყენა, დაღლა?… მზად ხართ, იყოთ ხან ექიმი, ხან ექსპერტი, ხან მაშველი – ყველა პროფესიის წარმომადგენელი მცირე დოზით. ზოგჯერ ნამდვილ ომშიც იყოთ და პატარ-პატარა “ბრძოლები” ყოველდღე გქონდეთ?
თუმცა, თუ აირჩევთ – ერთი ნახვით შეყვარებას დაიჯერებთ. მასზე მრავალფეროვანს ვერაფერს ნახავთ. ზოგჯერ დაღლილს მისი მიტოვებაც მოგინდებათ, მაგრამ ვერ მიატოვებთ. მიგიზიდავთ და მის გარეშე ვეღარ გაძლებთ. მთავარი თვისება ღირსების შენარჩუნებაა და პრინციპები, რომელიც ლოგოსთან ერთად არ უნდა იცვლდებოდეს…

„ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან – ფოტო 4

ავტორი: თათია გოჩაძე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ინტერვიუ, ბლოგი და სხვადასხვა ამბები. ესაუბრება ფერმერებს, ექსპერტებსა და სოფლის მკვიდრებს; აქვეყნებს ავტორის სვეტებს.
კომენტარები ჯერ არ არის